ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გედევანიშვილი ფინალური გრან პრის მიღმა

გედევანიშვილი ფინალური გრან პრის მიღმა

მოკლე პროგრამის ჩაფლავების შემდეგ ელენე გედევანიშვილმა ოდნავ უკეთ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და "სკეიტ ამერიკა" მე-7 ადგილზე დაასრულა.

მოკლე პროგრამის ჩაფლავების შემდეგ ელენე გედევანიშვილმა ოდნავ უკეთ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და "სკეიტ ამერიკა" მე-7 ადგილზე დაასრულა. რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არ არის, რომელსაც იმიჯშეცვლილი ქართველი მოციგურავისგან ველით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრანპრის სერია ელენემ ჩააგდო. რობინ ვაგნერთან ერთად ახალშემუშავებული პროგრამები (ეს განსაკუთრებით მოკლე პროგრამაზე ითქმის) არ გამოადგა.

გრან პრის სერიის 6 ტურნირიდან თითოეულ სპორტსმენს ორ შეჯიბრებაში ეძლევა გამოსვლის უფლება. ამ ორში უნდა მოახერხო და იმდენი ქულა დააგროვო, რომ ფინალურ გრანპრიზე მოხვდე. ამის პატივი ელენეს კარიერაში ჯერ არ ჰქონია. გადაწყვეტილია, რომ გედევანიშვილი ვერც 9-12 დეკემბერს იასპარეზებს პეკინში ფინალურ გრან პრიზე.

ჩვენებურს წილად NHK ტროფი და "სკეიტ ამერიკა" ერგო. სწორედ იაპონიაში შედგა ელენეს ახალი პროგრამების დებიუტი: მოკლეში "ჩიკაგოს" საუნდტრეკი, თავისუფალში - "ოპერის მოჩვენება". ნაგოიაში გედევანიშვილმა ძალიან ცუდად ისრიალა მოკლე პროგრამაში (44,51 ქულა, მე-9 ადგილი) და ძალიან კარგად - თავისუფალში (97,01 ქულა, მე-3 ადგილი). ჯამში იაპონიაში მე-6 ადგილით (141,52 ქულა) დაკმაყოფილდა, 180-ათასიანი საპრიზო ფონდიდან არაფერი ერგო (მხოლოდ პირველი ხუთეული ჯილდოვდება), მაგრამ 5 სარეიტინგო ქულა შეიმატა.

ელენესგან პორტლენდში იაპონური შედეგის გაუმჯობესებას ველოდით, რადგან იქ შედარებით სუსტი შემადგენლობა იყო თავმოყრილი, ვიდრე ნაგოიაში. მაგრამ "სკეიტ ამერიკამაც" გული დაგვწყვიტა: ელენეს მოკლე პროგრამა ისევ უნიათო გამოდგა (45,27 ქულა, მე-8 ადგილი), გუშინწინ კი, გვიან ღამით თავისუფალში გედევანიშვილმა 94,09 ქულა მიიღო (იაპონური შედეგი გაუარესდა) და საბოლოოდ 139,36 ქულით მეშვიდე ადგილს დასჯერდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ელენეს საუკეთესო მონაგარი ორი პროგრამის ჯამში 164,54 ქულაა. ამ ქულებით იანვარში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოსთვის ისტორიული. პორტლენდში გედევანიშვილმა 4 ქულა მიიღო, ჯამში 9 ქულით კი ფინალური გრან პრის მიღმა დარჩა, რადგან უკვე 13 მოციგურავე უსწრებს, არადა, წინ კიდევ ორი ტურნირია, მოსკოვისა და პარიზის.

"სკეიტ ამერიკა" კი 16 წლის იაპონელმა კანაკო მურაკამიმ მოიგო, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე იყო. მურაკამის გამარჯვებას ხელი კაროლინა კოსტნერის ძალიან ცუდმა სრიალმა შეუწყო, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ლიდერობა ისე უმოწყალოდ გაანიავა, რომ საბოლოოდ ამერიკელმა რეიჩელ ფლეტმაც გაასწრო.

სკეიტ ამერიკა, ქალები

საბოლოო მდგომარეობა

1. კანაკო მურაკამი იაპონია 164,93

2. რეიჩელ ფლეტი აშშ 162,86

3. კაროლინა კოსტნერი იტალია 154,87

4. ჯოში ჰელგესონი შვედეთი 146,90

5. ამელი ლაკოსტი კანადა 146,68

6. ვიქტორია ჰელგესონი შვედეთი 142,26

7. ელენე გედევანიშვილი საქართველო 139,36

8. მაე მეიტე საფრანგეთი 137,05

9. კაროლინ ჟანგი აშშ 132,49

10. ჯენა მაკკორკელი ბრიტანეთი 127,76

11. მინ-იეონ კვაკი კორეა 125,21

12. ალექს ჯილსი აშშ 122,46

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე

გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა