"ბერლინერ ცაითუნგმა" 21 აგვისტოს ნომერში დიდი სკანდალი გამოამზეურა
"ბერლინერ ცაითუნგმა" 21 აგვისტოს ნომერში დიდი სკანდალი გამოამზეურა. ხსენებულ გაზეთში 16 წლის გოგონას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც ჩვენს გერმანელ კოლეგებს უამბო, თუ როგორ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები "ჰერტას" ხუთ (!) ფეხბურთელთან.

გაზეთმა მოთამაშეების ვინაობა არ გაამხილა, თუმცა სტატიაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტს აქვს ყველა ტექსტური შეტყობინება, რომლებსაც ფეხბურთელები გოგონას უგზავნიდნენ და არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლის ყველა პასუხი, რაც მომხდარს ადასტურებს.

გოგონა იხსენებს, რომ პირველი კონტაქტი 2013 წლის 25 აპრილს, ფანებისა და ფეხბურთელების შეხვედრისას შედგა. ავტოგრაფების აღებისას "ჰერტას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მას თავისი ტელეფონის ნომერი დაუწერა და დაკონტაქტება სთხოვა.

გოგონა ამბობს, მეგონა, მეხუმრა და არასწორი ნომერი დამიწერაო, მაგრამ ნომერი ნამდვილი აღმოჩნდა!

"ბერლინერ ცაითუნგში" გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ურთიერთობა ტექსტური შეტყობინებების გაცვლით დაიწყო:

"ფეხბურთელი და არასრულწლოვანი გოგონა ერთმანეთს თავიდან ჩვეულებრივ, უწყინარ ტექსტებს წერდნენ - მოთამაშე წერდა, რომ მოუთმენლად ელოდა სეზონის დაწყებას.

მოგვიანებით ბერლინური კლუბის ფეხბურთელის ტექსტები უფრო და უფრო პირდაპირი გახდა, მოგვიანებით კი მოთამაშემ გოგონას ორალური სექსის სანაცვლოდ 1000 ევრო შესთავაზა, თავისი შიშველი ფოტოები გაუგზავნა და საპასუხოც მოსთხოვა".

"ახლა ამ ყველაფრის ძალიან მრცხვენია, თავს მეძავად ვგრძნობ. ერთ-ერთი ფეხბურთელი დაქორწინებულია და არ მეგონა, რომ ცოლს უღალატებდა", - აცხადებს "ჰერტას" "ლოლიტა".

პირველ ფეხბურთელთან შეხვედრა გოგონას სახლში იმ დროს შედგა, როცა მისი მშობლები შინ არ იყვნენ. მისი თქმით, მან "ჰერტას" ფეხბურთელს თავისი ნამდვილი ასაკი დაუმალა და უთხრა, 19 წლის ვარო.

"მან პირადობის მოწმობა მომთხოვა, რადგან ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ იმ მომენტში არ ვაჩვენე და მერე აღარც მოუთხოვია", - ამბობს სკოლის მოსწავლე.

ფეხბურთელი მის სახლში პირველად ორი საათი დარჩა:

"დარცხვენილი იყო და მიამბო, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული ვარ, ამას ხშირად ვაკეთებო", - მოგვიანებით კი მას კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ჰქონდა ურთიერთობა და როგორც ამბობს, "ჰერტას" სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც არ იცნობს, დღემდე ურეკავენ და შეხვედრას სთხოვენ.

როგორც ჩანს, მისი ნომერი მოთამაშეებმა გუნდში გაავრცელეს.

"ჰერტაში" ოფიციალური კომენტარის გაკეთებას ჯერჯერობით ერიდებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulSematkivari
თბილისის დინამოს ლოლიტა კი არა სექსოლოგი ჭირდება.
giorgipirweli
მაგარია, შაკო :-))))
შაკო
ნახე ლოლიტა რა მაგარი ყოფილა. კაკრაზ აპრილის მერე "ჰერტა" იგებს და იგებს ზედიზედ, თბილისის "დინამოსაც" რო ათხოვოთ ცოტა ხნით არაა?
beqa
იმედია ლევანა პაპამაც არ დაასვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა