31 წლის ცენტრალური მცველი გასულ სეზონში "ნაპოლიში" ასპარეზობდა, 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან ალესანდრო გამბერინი "ჯენოას" ღირსებას დაიცავს.

31 წლის ცენტრალური მცველი გასულ სეზონში "ნაპოლიში" ასპარეზობდა, 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. იქამდე, მთელი შვიდი წელი "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ.

ალესანდრომ "სკუადრა აძურაშიც" მოასწრო ასპარეზობა - მის ანგარიშზე რვა სანაკრებო პაექრობაა. მართალია, გამბერინი "ნაპოლიში" სათამაშო დროის დეფიციტს არ განიცდიდა, მაგრამ ეს უფრო პაოლო კანავაროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით გახლდათ განპირობებული - რადგან კაპიტანი მწყობრშია და ნეაპოლელებს რაულ ალბიოლიც დაემატათ, ალესანდროს ადგილი გუნდში, უბრალოდ, აღარ დარჩა.

თავად ფვეხბურთელმა ტრანსფერთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა:

"არ დავმალავ, რომ "ნაპოლიში" დარჩენა მინდოდა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს სურვილებზე არაა დამოკიდებული.

"ჯენოა" ამბიციური გუნდია, რომლის შეთავაზებასაც უყოყმანოდ დავთანხმდი. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი და გულშემატკივრებს მალე შევაყვარო თავი.

ვფიქრობ, "ჯენოას" შესწევს ძალა, რომ ევროტურნირზე მოსახვედრად იბრძოლოს".

ნეაპოლელებს გამბერინის გაყიდვა სურდათ, მაგრამ მსურველი რომ არ გამოჩნდა, "ჯენოაში" იჯარით გაუშვეს - გენუელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 4 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ვთქვათ ისიც, რომ ახალ გუნდში გამბერინი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ნაპოლი" ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ძმა ძმისთვისაო - ფაბიო კანავარომ "გუანჯოუში" თავისი ძმაც დაასაქმა
პეპე რეინასა და კიდევ ორ იტალიელ ფეხბურთელს ნეაპოლურ მაფიასთან კავშირის გამო დისკვალიფიკაცია ელით
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
ხოსე კალეხონმა გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ნაპოლიმ" სახლში "ჯენოა" ძლივს დაამარცხა და "იუვენტუსს" 2 ქულით ჩამორჩება [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნაპოლი": სკუდეტოზე ერთი ამბავია...
რაულ ალბიოლი სამშობლოში დაბრუნდა
დანიელ აგერი ნეაპოლელთა სამიზნეში
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები