ცნობილი გახდა, ვინ რა თანხას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და სუპერთასის წლევანდელი გათამაშებებიდან
ცნობილია, რომ ევროტურნირებში ამა თუ იმ კლუბის მონაწილეობა და შედეგები უეფას საკლუბო რეიტინგში და ამ კლუბების ბიუჯეტებზეც აისახება. ამ ყველაფერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კონკრეტული ფინანსური შედეგებით აფასებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2013/14 წლების სეზონის ბიუჯეტი დაამტკიცა და ცნობილი გახდა, ვინ რა თანხას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და სუპერთასის წლევანდელი გათამაშებებიდან.

ჩემპიონთა ლიგასა და სუპერთასზე უეფას საპრიზო ფონდი 1.34 მილიარდი ევრო იქნება, რომლის 75 პროცენტიც (დაახლოებით 530 მილიონი ევრო) კლუბებს მოხმარდება, ხოლო 40 მილიონი ევროპალიგის მონაწილეებს დაერიცხებათ.

500.7 მილიონი ჯგუფურ ეტაპზე გასულებს გადაუნაწილდებათ: ჯგუფში მოხვედრა ყველა კლუბს 8.6 მილიონი ევროთი გაამდიდრებს, გამარჯვებული კი - 37.4 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს - ტურნირის სპონსორებისგან შემოსული თანხის გარკვეული პროცენტიც.

ჯგუფური ეტაპის მონაწილეებს დამატებითი ბონუსებიც ერგებათ. მაგალითად, ჯგუფში ერთი შეხვედრის მოგებით კლუბის ბიუჯეტი მილიონი ევროთი შეივსება, ფრის შემთხვევაში - 500 ათასით, მერვედფინალში გასვლა 3.5 მილიონ ევროდ ფასობს, მეოთხედფინალისტები 3.9 მილიონს მიიღებენ, ნახევარფინალისტები - 4.9 მილიონს, გამარჯვებული - 10.5 მილიონს, ხოლო ფინალისტი - 6.5 მილიონს.

ცხადია, გაცილებით ნაკლები თანხებია გამოყოფილი ევროპალიგის მონაწილეებზე, მაგრამ ჩვენი კლუბებისთვის ესეც სოლიდური შემოსავლებია. როგორც ვთქვით, ამ გათამაშებას დაერიცხება ჩემპიონთა ლიგის შემოსავლების ნაწილი (40 მილიონი ევრო) და პლუს - საკუთარი შემოსავლები, რაც კლუბებზე გადანაწილდება და ჯამში ეს 225 მილიონი ევროა.

"სოლიდარობის ფონდის" კომპენსაციები გაიზარდა და შარშანდელი 90 ათასი ევროს ნაცვლად, წლეულს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები 120 ათას ევროს მიიღებენ, მეორე ეტაპზე გასულები - 130 ათასს, ხოლო მესამეზე - 140 ათასს.

ცალკეა განსაზღვრული ეგრეთ წოდებული "სანუგეშო თანხა" - ევროპალიგის პლეი ოფიდან გავარდნილ გუნდებს უეფა 150 ათასს გადაურიცხავს.

ჯგუფური ეტაპის მონაწილეები 1.3 მილიონით გამდიდრდებიან. ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება 400 ათასად ფასობს, მეორე ადგილზე გასვლა 200 ათასის ტოლფასია, ჯგუფის მოგება - 400 ათასის. მეთექვსმეტედფინალისტები დამატებით 200 ათასს მიიღებენ, მერვედფინალისტები - 350 ათასს, მეოთხედფინალისტები - 450 ათასს, ნახევარფინალისტები - 500 ათასს, გამარჯვებული კიდევ 5 მილიონს, ფინალისტი კი 2.5 მილიონს. სატელევიზიო და სარეკლამო თანხებიც არ დაგვავიწყდეს, რაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ თანხად ფასდება.

ახლა ჩვენი გუნდების ხილული მონაგარი დავითვალოთ: თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის უკვე 280 ათასი ევრო გამოიმუშავა. ამას დავამატოთ მესამე ეტაპიდან გავარდნისა და ჯგუფში ვერმოხვედრისთვის ასაღები 400 ათასი (შესაბამისად, 200-200 ათასი ევრო), ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობისთვის კი - 150 ათასი.

ანუ ჯამში, "დინამოს" ამჟამინდელი შემოსავალი უკვე 830 ათასი ევროს შეადგენს, რაც 1 104 280 დოლარს შეადგენს.

აქ არაფერს ვამბობთ სატელევიზიო შემოსავლებზე, რასაც "დინამო" აუცილებლად მიიღებს. ფარერის ჩემპიონ "სტრეიმურთან" ეს თანხა მიზერული ან ნულის ტოლი იქნებოდა, რუმინეთის ჩემპიონ "სტიაუასთან" - სადღაც 10-დან 30 ათასი ევროს ფარგლებში უნდა ვიანგარიშოთ.

ახლა კი მთავარზე - თუ სპორტული კუთხით "ტოტენჰემთან" შეხვედრა სასიამოვნო არ არის (ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის პერსპექტივა გვაქვს მხედველობაში), ფინანსური თვალსაზრისით, წილისყრის ეს შედეგი მისწრება იყო. დღევანდელი ევროპული ფეხბურთის რეგულაციებში ასეა განსაზღვრული - საკლუბო ტურნირებში ყველაზე მეტი ტელეშემოსავალი გერმანულ მეტოქესთან დაპირისპირებიდანაა შესაძლებელი, რადგან გერმანია მსოფლიო ფეხბურთის ფინანსური "გულია". შემდეგ კატეგორიას კი განეკუთვნებიან ინგლისური, ესპანური, იტალიური და ფრანგული კლუბები.

თუკი ამ 7-10 წლის წინ ინგლისელებთან შეხვედრის ტელეტრანსლაციის ღირებულება 600-დან 800 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობდა, დღევანდელი საზომით "დინამოს" "ტოტენჰემთან" მატჩის სატელევიზიო უფლებაში დაახლოებით 1.3 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ახლა ევროპალიგის მონაწილეებზე ვთქვათ: სხვა მასალაშიც წაიკითხავდით, რომ გორის "დილამ" უკვე 420 ათასი ევრო გამოიმუშავა. თუმცა რა თანხები მიიღეს გორელებმა დანიურ და ხორვატულ კლუბებთან მატჩების ტელეტრანსლაციებიდან და რას გადაიხდიან ავსტრიელები "რაპიდის" თბილისური შეხვედრის რეპორტაჟში, ეს ჩვენთვის უცნობია.

ზოგადად კი, დანიური და ავსტრიული გუნდების მონაწილეობით ტრანსლაციები 150-დან 300 ათას ევრომდე მერყეობს.

საჩხერის "ჩიხურა" ბიუჯეტს 250 ათასით შეივსებს, ხოლო პირველივე ეტაპიდან გავარდნილი ქუთაისის "ტორპედო" მხოლოდ 120 ათასს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

fexburti
ამ სტატიის ავტორი თუ ინტრიგანი არ არის რა ფულებზეა ლაპარაკი რას ბოდიალოფ კარგათგაერკიე უეფა ვის რას უხდის და მერე დაწეწრე
Goreli
ჩალიჩობენ ქართული ტელევიზიების ჩინოვნიკებიც 1 არხმა თამში ათი-თხუტმეტი წუთის დაგვიანებით,ჩაწერაში აცვენა.ონლაინ რტანსლაციის და ჩაწერილის შორის დიდი განსხვავებაა-ფულების შეტყაფუნების მხრივაც.ამ დებილმა კომენტატორებმა კი სულ წაიღეს გულშემატკივართфა ტვინები.საჯაროობა და სიმართლეა საჭირო,მაგრამ მერე მუქთა ფულები ვინღა აკეთოს,მართალი ხალხია საჭირო თანამდებობებზე,საქართველომ სიმართლით,ყოველი საქართველოს მოქალაქისათვის უნდა იაროს DILA~ GO! GO!
gizog
ბატონმა რომანმა, ვფიქრობ სანამ გვიანი არ არის, ინვესტიციების ჩადება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს არა მხოლოდ ბაზის კეთებაში არამედ კარგი, უფრო სწორად ჯერ-ჯერობით საშუალო ევროპული დონის გუნდის მშენებლობაში, მე მგონია გუნდის მენეჯმენტია გადასახედი, საინტერესოა ვინ ეწევა გუნდში სასელექციო მუშაობას, მისი საქმიანობა აშკარა შესწავლას მოითხოვს, ეს არის არაპროფესიონალიზმი უბრალოდ, თუ რაღაცის მიზნით მიზან მიმართული საქმიანობა. ეს მიზანი კი მრავალნაირი, შეიძლება იყოს. მინდა მკვეთრად დავაფიქსირო, რომ ეს ფულები კერძოა და პატრონმა, როგორც უნდა ისე ხარჯოს, მარამ "დინამო", ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრის დიდი ა რ მ ი ი ს და მთლიანად საქართველოსია, მისი ისტორიაა და არ ვურჩევ არავის, ამ დიდი ძალის რისხვა დაიმსახუროს, რადგან შედეგები ნამდვილად არა სასიამოვნო იქნება. იმაზე ლაპარაკს უნდა მოვრჩეთ, რომ თუ სტიაუასთან პენალს გავიტანდით და ასე შემდეგ ......

კიდე ფიფია არის გოთვერანი? სუ გაგიჯდიტ ხალხნოკაცმა რამდენი გაუკეთა დინამოს . არასდროს არ იყო ასეთი მოწესრიგებული გინდი. ინფრასტრუქტურა. მოვა დრო შედეგიც იქნება ნუ ხარტ უმადურები
zviadi
მერე ღორებმა რომ შეჭამონ?
Elizabeth
ეს ყველაფერი ადრევე უნდა დაგებეჭდათ უეფას საიტებზე ეს ყვსლაფერი დაღეჭილია ძოგიერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამის თაობაზე არაფერი არ იცის და გუნდების ზოგიერთი გოთვერანი ბოსები კი მათ კუთვნილ ფულებს ტეხავენ,ჩუმ ჩუმად.ფლეი ოფში წაგებული გუნდიც ასიათასობიტ ევროს იღებს.ჟგუფში გასული კი ყოველ თამაშში მოგებაში,ყაიმში ცალკე ფრემიებია გოთვერანმა ფიფიებმა ეს ყველაფერი ყველა ფეხბურთელამდე უნდა დაიყვანონ,ჟანგიან ყბებში რომ ირტყამენ მათ ნაოფლარ ევროებს
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა