ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"უცხოელი რომ ჩამოგყავს, აქაურებს ათი თავით მაინც ხომ უნდა სჯობდეს?"

"უცხოელი რომ ჩამოგყავს, აქაურებს ათი თავით მაინც ხომ უნდა სჯობდეს?"

"ოქროს თაობის" თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ჭილაია დინამო-ტოტენჰემის მატჩზე აზრს გვიზიარებს
წლების წინ, უეფას თასზე თბილისში პორტუგალიურ "ბოავიშტასთან" 1:0 მოგების შემდეგ, გასვლაზე "დინამომ" 0:5 რომ წააგო, გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა ბრძანა - ქართულ ფეხბურთს ევროპაში თავისი ადგილი მიუჩინესო...

მაგრამ ძნელი სათქმელია, ახლა სადღა მიგვიჩინა ადგილი "ტოტენჰემმა". თბილისის "დინამოს" რომ ლონდონელებთან შანსი არ ჰქონდა, ამაზე არავინ დავობდა - დღეს ქართული ფეხბურთი იმ დონის არ არის, რომ ინგლისურ გრანდს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს.

მაგრამ შოკისმომგვრელი იყო ის სხვაობა, რაც წამყვან ლიგებთან ყოფილა. ის გაცილებით დიდი და მტკივნეულია, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგვედგინა...

გიორგი ჭილაია "ოქროს თაობის" თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო. მართალია, დიუსელდორფის ტრიუმფალურ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ ბევრი დიდი გამარჯვების თანამონაწილეა. როგორ შეიძლება, დაგვავიწყდეს მისი ფანტასტიკური სოლო-რეიდი "ლივერპულთან" ისტორიულ მატჩში, რასაც რამაზ შენგელიას გოლი მოჰყვა.

1980 წლის სეზონში ჭილაია მცირე ხნით "დინამოს" კაპიტანიც გახლდათ. ვეტერან დინამოელს "ლელო" "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ გაესაუბრა:

- მე არც პრესაში ვჩნდებოდი და არც ტელევიზიაში, მაგრამ იმან, რაც დღეს ვნახე, უზომოდ მატკინა გული, განადგურებული ვარ...

ყველაზე დასანანი ის იყო, რომ ინგლისელებმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მოგვიგეს და თანაც ისე, რომ ძალები ბოლომდე არც დაუხარჯავთ.

ძალიან მარტივად თამაშობდნენ. არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რომ აი, ჩვენს დროს როგორ ვიგებდით, მაგრამ დღეს ეს როგორ არ გავიხსენო? წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გავუწიეთ. მომენტები გვქონდა, რამდენჯერმე გავამწვავეთ თამაში, მაგრამ როგორც კი შეტევას შევეცადეთ, წამოვიდნენ და იმდენჯერ გაგვიტანეს, კლასი გვაჩვენეს და წავიდნენ.

- თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით?

- იცით, ადრე თბილისის "დინამოსა" და ქართული კლუბების მიზანი სხვა იყო. ჩვენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ ვმონაწილეობდით, მხოლოდ ერთი რამ გვამოძრავებდა - ხალხი გაგვეხარებინა. კაი დედის შვილი იყავი და, თბილისში წაგეგო, შეგაჩვენებდნენ, გარეთ გასვლის გვეშინოდა...

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი კლუბები მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის შედეგებზე ფიქრობენ. ყველამ ვიცით, რომ რომან ფიფია მართლა ბევრს აკეთებს, გუნდი რომ გააძლიეროს და ხალხი გაახაროს. მაგრამ ეს ახლა ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ჩვენს დროს იყო.

მაშინ გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში ვიზრდებოდით. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ერთი სეზონის ჩატარება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ევროტურნირში, სულ მცირე, სამარცხვინოდ მაინც არ ვითამაშებდით.

ფაქტია, რომ ჩვენი ჩემპიონატი "დინამოს" კლასის ამაღლებაში ხელს ვერ უწყობს, უკან-უკან ექაჩება და ამას თუ არ მოვუარეთ, არაფერი გვეშველება.

- ფეხბურთელებზე რას იტყვით?

- მიჭირს იმის გაგება, თუ რაში სჭირდება "დინამოს" ზოგიერთი ლეგიონერი. როცა უცხოეთში გიწვევენ, ადგილობრივს ათი თავით უნდა სჯობდე. მე არ ვიცი, შესაძლოა, ეს ვუო და გოგა ფორმაში არ არიან და ამიტომ არ ჩანს მათი კლასი, მაგრამ ასეთ ფეხბურთელს გასაზრდელად ხომ არ იწვევ? ის ხომ ევროთასებზე უნდა დაიხმარო?! არადა, მათი კარგი თამაში ჯერ ვერ ვნახეთ. მაშ, რა გამოდის? - მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში გჭირდებიან?

ვაკვირდებოდი - ვუოს ბურთი ერთხელ არ მიუღია. ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ - მიმაჩნია, რომ "დინამომ" ქართველი ახალგაზრდები უნდა ათამაშოს. გაიზრდებიან და ეროვნულ ნაკრებს მაინც გამოადგებიან.

- საერთოდ, დღევანდელი ქართული ფეხბურთის დონეზე რას იტყოდით?

- ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოს ჩემპიონატში თუ ითამაშებდნენ.

- ხომ არ აჭარბებთ?

- მე კარგად მახსოვს მაშინდელი დონე და დღევანდელს ვადარებ - უმაღლეს და პირველ ლიგაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჩვენი დღევანდელი ლიდერები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაშიც ვერ ითამაშებდნენ. ამას ნიშნისმოგებით არ ვლაპარაკობ, მთელი ქვეყანაა დამნაშავე იმაში, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება.

მაშინდელ საქართველოს პირველობაზეც კი, ყველა გუნდში ორ-სამ გამორჩეულ მოთამაშეს ნახავდი - ვანში, ხობში, ზუგდიდში, გორში, ხაშურში...

იმას რა დამავიწყებს, სამტრედიის "ლოკომოტივი" II ლიგაში რომ იყო და მოსკოვის "დინამო" დევიზ დარჯანიას გოლით დაამარცხა. "ზოოვეტი" თბილისისა და სტუდენტურ ჩემპიონატებში ასპარეზობდა და ორჯერ მოუგო იმ კიევის "დინამოს", რომელსაც მთელი ევროპა უფრთხოდა. ახლა კი ყველამ ვნახეთ, რა დღეში ჩააგდო "ტოტენჰემმა" "დინამო".

ყაზახები და აზერბაიჯანელებიც იოლად გვიგებენ და ამას როგორ შევეგუო?! ჩვენი ჩემპიონატის თამაშებს რომ ვუყურებ, ორიოდე ფეხბურთელს თუ გამოარჩევ. არ ვამბობ, რომ უნიჭოები არიან, მაგრამ 99 პროცენტი დაბალ დონეზეა მომზადებული. ფეხბურთში კი მთავარი ესაა - ფეხბურთელს რისთვის და როგორ მოამზადებ.

ჩვენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევროთასებზე კარგად გამოსვლისთვის გვამზადებდნენ, ახლა საქართველოს ჩემპიონობისთვის ამზადებენ. განსხვავება ხომ არის?

- მაშინ პირობებიც სხვა იყო...

- ...და თქვენ გგონიათ, უკეთესი პირობები გვქონდა? დღევანდელი წამყვანი მოთამაშეების ხელფასებზე ვერც ვიოცნებებდით. ან სად იყო ისეთი მოედანი, დღეს "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე" რომ არის? განსხვავება ის იყო, რომ მოსამზადებელ ეტაპზე დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით და ფიზიკურად მოღონიერებულები საკუთარ შესაძლებლობებს კარგად ვავლენდით. დღეს კი ორჯერადი ვარჯიშების ატანა უჭირთ და ფიზიკურად სუსტები 90 წუთს ვეღარ უძლებენ.

მაშინ არც სასწაულმოქმედი აღმდგენი საშუალებები იყო, ჩვენთვის აღმდგენი საშუალება იყო ძილი...

მე "ტოტენჰემთან" ჩვენი ტაქტიკაც ვერ გავიგე. იცი, რომ ინგლისელები თავით კარგად თამაშობენ, მერე უყურებ, რომ ორმეტრიანი მცველები ჰყავთ, ამ პირობებში საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებით რის მიღწევას იმედოვნებ?

ფეხბურთელების საყურადღებოდაც ვამბობ - რამაზ შენგელიამ იცოდა, ორმეტრიანი მცველების გარემოცვაში სად უნდა მდგარიყო და როგორ გახსნილიყო... მოკლედ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ...

მაგრამ მაინც, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ერთ დღეში "ტოტენჰემს" ვერ დავამარცხებთ. რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა, მაგალითად - გრიგალაშვილი და პაპავა. კარგი იქნება, თუ გუნდი ნიჭიერი მოთამაშეებით გაძლიერდება და იქნებ, ადრე თუ გვიან, "დინამომ" ძველი დონე დაიბრუნოს.

ჩემს სიტყვებს კი მტრობად ნუ მიიღებენ - წარმოუდგენელია, ძველი დინამოელი ამ გუნდს არ გულშემატკივრობდეს. მისი წარმატება ყველას უზომოდ გაგვიხარდება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ

დუშან უჰრინი: რა გინდათ, რომ გავაკეთო?

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

• ipo

ფორსა მაგარი კრეტინი ხარ! მეცოდება საქართველო ასეთი კრეტინების ხელში.

• maxo

ვიღაცას თუ სსრ-ის დავიწყება უნდა დაივიწყოს ოღონდ რუსულთან ერთად ევროპული როგორც შენ ამბობ ფლეი ოფი-ც უნდა დაივიწყო იმიტომ რომ ქართულში არსებობს შესაბამისი სიტყვა და ის გამოიყენე თუ არა და მო....ან შენი ფლეი ოფი.

• koka

ბექას ვეთანხმები. მარტო ჟურნალისტები და ვეტერანების ლანძღვა ისმის, ან კიდევ ზოგიერთი მშობელმოძულებულის პათეტიკა. აი ბექამ ზუსტად თქვა, დვალი აქტიურობდა, მაგრამ კაპიკი იყო მაგის ფასი. გადაახვიეთ რამდენჯერ შეეძლო ვუოსთვის მიეცა პასი და ფლანგზე წავიდა, ან სხვა რამ. ამას ქვია აქტიურობის იმიტაცია. ამას აკეთებდა გრიგალა, რა უნდა ექნა? გჯერათ რომ რამის გამკეთებელი იყო? ან ხურცილავა რო შევარდა, მეტი გამოსავალი ვერ ნახა დაკუზა თავი და დაუბერა. მერება კიდე რამ შეგაყვარათ ვერ გავიგე. ეგეთი ფეხბურთი მოკვდა სამოცდაათიან წლებში. 35 მანეთიანი თაობა ეგრე უაზროდ აღარ მატაობდა. ისე თამაში გაარჩიეთ და არა ცალკეული ფეხბურთელები. ჩვენ გუნდური თამაში გვჭირდება და არა უაზრო ბურთის თრევა. დამიჯერეთ სწორი ფეხბურთის თამაშით უფრო მეტს მოვიგებთ ვიდრე, გრიგალას, მერებას და ა.შ. მატაობა (ტინგიცობა).

• არველოდი

ამ ლივერპულის და კარლცაისი თამაშით ხო ტვინი გაბურგენ.ამოვიდაა ყელშიიი ოეეე.50 ცელი გავიდაააა

• ucnobi

ვაი ბედკრულო საქაეთველოვ, ირგვლივ ამდენი საუკეთესო ფეხბურთელი გყავს და ვიღაც ჩამოთრეულ , ვაი ფეხბურთელებს აცვიათ დინამოს ფორმა და არ მართო დინამოს.......ასე რომ ქართველო ფანებო შეეგუეთ კიდევ 50 წელი არაფერი გაასწორებს ამ უკუღმართ ქვეყანას.

• beqa

ნერვები მშლება.... ლეგიონერებმა გაქაჩეს დინამო თუ გაინტერესებთ სიმართლე... ვოუს რაც შეეხება მაგარი ბლოკი აქვთ შეკრული დვალი მერებაშვილი და რამოდენიმეს კიდე... ვოუს იმენნა არ ათამაშებენ პასსაც გააჩნია რას და როდის მოგცემენ ვოუ გამოკვეთილი ფორვარდია და შესაბამისად ზუსტი და გამოზომილი პასი უნდა რომ გაგეხსნება მაშინ უნდა მისცე პასი და არა ბრძოლაში და დაგვიანებით... რასაც მერებაშვილი და ზოგიერთი აკეთებს... მითამაშია ფეღბურთი უმაღლეს ლიგაშიც და ვიცი როცა გუნდი შენს საწინააღმდეგოდ თამაშობს უაზროდ დარბიხარ და ისე ჩანს რომ გუნდში უნაყოფო ხარ... მეორე ვინც ტოტენჰემის თამაშს უყურა კიდევ ერთხელ ნახოს და შეამჩნევს გოგა რომ გამოვიდა დინამომ ცენტრში ბურთის დაჭერა შეძლო... მანამდე კიდე 3 პასს ვერ აბამდნენ ერთმანეთს... გადაახვიეთ ხალხნო და ჩანაწერი ნახეთ როგორ ირჯებოდა ლეგიონერი გოგა და ვოუ და როგორ დაჩანჩალებდა გინდ დვალი და გინდ გრიგალაშვილი... კარგად დააკვირდით და საინტერესოა კიდევ რო ქვეყნდებოდეს მთელი მატჩის განმავლობაში ნარბენი მანძილი დარტსმუნებული ვარ ვოუ მეორე ტაიმსჰი სჰემოსული დვალს აჯობებდა...

• Walkabout

ვკითხულობდი ინტერვიუს და ნერვები მეშლებოდა... ასეთი დამსახურებული ხალხის ხელში რომაა დღეს ჩვენი ფეხბურთი და ასეთ უვიც ადამიანებს რომ აზრს ვეკითხებით იმიტომაც ვართ ასეთ დღეში... ათი თავითო, აუტაცია მფრინავი ფრაზა და გონია აზრიანს ამბობს რამეს,ბავშვები ათამაშე შენი სახლის ზალაში... წაიღეს რა უკვე ტვინი ამ ვითომ დამსახურებულმა და ვითომ ფეხბურთის მცოდნე ხალხმა, ფეხბურთი თუ გითამაშია მხოლოდ ეგ არ არის საკმარისი რომ მის მენეჯმენტში და მართვაში რაიმე გაგეგებოდეს...

• fde

ბასას ჭილაიას შედარება კოსტავასთან და მითუმეტეს ხურცილავასთან სირცხვილია. ტრამვებს რაც შეეხება სასტავში ვერ ხვდებოდა და ტრამვას სად იGებდა.

• levan

რაში ყრის ეს ხალხი ფულს, ვერ ვხვდები. ან ეს უცხოელი მწვრთნელი რად უნდათ?

• levan

ჰო, ეგ გრიგალაშვილი იჯდა თამაშის შემდეგ კუს ტბაზე ბარში და არაყს უბერავდა (ამ დროს "დილას" თამაში გადმოიცემოდა)

• ramo

იმ უცხოელების გვერდზე უნდა გაიზარდონ ქართველები. ეს სისულელეა.

• ynwa

სულ იმაზე არის წუწუნი, რომ ეს უცხოელი მოთამაშეები ჩვენსას ათი თავით უნდა სჯობდნენ და მაშინ არის გამართლებული მათი მოწვევა. მაგრამ ასეთი განსხვავების მქონე ლეგიონერი, რომელი წამოვა ჩვენს ჩემპიონატში თუ უფიქრიათ ამის მომთხოვნებს. მე არ ვიცი რამდენს უხდიან ჩისკოს და უსტარიცს, მაგრამ მათი ადგილი, რომ ესპანეთის პრიმერაში არ არის აშკარად ჩანს მათი თამაშის შემხედვარე. რა ჩემპიონატიც გვაქვს იმ დონის ლეგიონერები მოდიან აქ სათამაშოდ.

• ynwa

გაუთავებლად სსრკ ჩემპიონატზე ნოსტალგია და გოდება იგივეა რაც ლივერპულის და კარლ ცაისის დამარცხებაზე გაუთავებელი მოგონებები და საუბარი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი არ დაბრუნდება და იმაზე უნდა იფიქრონ, რომ საქართველოს ჩემპიონატს მეტი ხიბლი და დატვირთვა მისცენ. დღეს რუსებს რომც შეეხვეწო, ყბადაღებული უკრაინა-რუსეთის გაერთიანებული ჩემპიონატის ფორმატში მაინც არ ჩაგვსვამენ, იმდენად დაბალი დონეა ჩვენთან. არ არსებობს, მენეჯმენტი, რეკლამა ჩვენი ჩემპიონატისა, არც ტელევიზიაში და არც პრესაში. იქ უფრო მეტს იმაზე ლაპარაკობენ, თუ როდის დაიწყება იტალიის, ესპანეთის თუ სხვათა პირველობები. ამას აქაური ფეხბურთელიც ხედავს და არც იმას აქვს იმის ინტერესი, რომ მეტად განვითარდეს . არ ვამართლებ დინამოს ფეხბურთელებს, მითუმეტეს, რომ მეტი თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეთ, ასე დამამცირებლად, რომ არ წააგო, თორემ ჩვენზე უფრო სახელოვან გუნდებსაც წაუგიათ ამ ანგარიშით, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ. ჩემპიონატში, რომ არავინ თხოვს მეტს, არც მაყურებელი არც ჟურნალისტი და არც მეპატრონე გუნდისა, მერე რატომ გვიკვირს, რომ ვინმესთან ასე უღიმღამოდ აგებენ?! ორი დღე გავიდა და არაფერი სერიოზული, პროფესიული გარჩევა იმ თამაშისა არ მინახავს და მარტო ლანძღა-გინება და ტკბილი მოგონებები, თუ რა ძლიერები ვიყავით 30-40 წლის წინ არაფერს არ გვარგებს

• sdfghjkl fde-s

ჭილაიას რეიდი თუ გახსოვს,მგონი ვესთ ჰემთან.ჩვენი საჯარიმოდან მათ საჯარიმოში ჩაიტანა ბურთი და გოლიც გავიდა.ესეთი რამე მარადონას და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელს აქვს გაკეთებული.

• giorgi

რატომ უნდა სჯობდეს ათი თავით? ორი თავით რომ სჯობდეს?? ეს არის კლიშე და მეტი არაფერი

• fde

ჭილაია შენ არ იყავი როცა ბურთი მიწაზე ეცემოდა შენ კიდევ ჰაერში რომ იყავი.. გაიხსენე ვესტ ხემი თბილისში.

• basa

ჭილაია ძლიერი ფეხბურთელი იყო კოსტავასნაირი გაბედული და დიდი მურთაზ ხურცილავას სტილის,მგონი ტრამვწებმა შეაწუხეს,ხშირად ამტვრევდენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

"საარსებო წყარო არ გაგვაჩნია" - "დინამოს" ვეტერანები დახმარებას ითხოვენ

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა