ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ამბიციური თაობის ახალგაზრდული იმედები: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი

ამბიციური თაობის ახალგაზრდული იმედები: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი

თბილისის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" იჯარით გაშვებული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ისე ათამაშდნენ, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე
"ტოტენჰემთან" თბილისის "დინამოს" მარცხმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ახალგაზრდებს მეტი ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ, ქართული ფეხბურთი ლეგიონერებით ვერ გაბრწყინდება.

ცხადია, ქართველებიც არ "ფრინავდნენ", მაგრამ 0:5-ის წასაგებად ლეგიონერების ჩამოყვანა საჭირო არ არის.

ასეთ დროს ძნელია დაწერო, რომ რომელიმე ქართველი ნიჭიერია და ასე შემდეგ. წაგების შემდეგ ამაზე ხალხი ღიზიანდება, მაგრამ მართლაც გვყავს ტალანტები, რომლებზეც მომავალში შეიძლება აქცენტი გაკეთდეს.

დღეს ორი მათგანის შესახებ მოგითხრობთ. ორივე - თბილისის "დინამოდან" ბოლნისის "სიონშია" განათხოვრებული: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი. ორივე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და 14 აგვისტოს რიგაში ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამარჯვებაში (4:0) თავისი წვლილიც შეიტანეს.

დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი და ეს ბიჭები "სიონში" ისე ათამაშდნენ, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე.

კარგად იქ ვარ, სადაც ვთამაშობ

არჩილ ტვილდიანმა საკუთარი ძალა რომ იგრძნო, ცხინვალის "სპარტაკთან" მეორე ტურის შეხვედრაში პატარა სპექტაკლებიც დადგა. ის მცველებს იოლად, გამოცდილი მოთამაშესავით უსწორდებოდა:

- სადაც სისტემატური სათამაშო პრაქტიკა გაქვს, რა თქმა უნდა, ჯობია, იქ იყო. სამწუხაროდ, "დინამოში" კარიერა ვერ ამეწყო, მაგრამ სულაც არაა სავალდებულო, ამ გუნდში იყო.

რა თქმა უნდა, "დინამოში" თამაში კარგია, მაგრამ ეტყობა, მწვრთნელს არ ვჭირდებოდი. ახლა ვფიქრობ, "სიონში" იჯარის დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო. აქ სათამაშო პრაქტიკა მაქვს, შემადგენლობაში რეგულარულად ვხვდები და ფეხბურთელს მეტი რა სჭირდება?

გარდა ამისა, ახალგაზრდულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძეც მენდობა და ესეც ბევრს ნიშნავს. ვცდილობ, კარგ ფორმაში შევიდე.

- მერე და, "სიონში" კარგი სავარჯიშო პირობებია?

- საქართველოში საუკეთესო პირობები "დინამოს" აქვს, მაგრამ ვარჯიში თუ გინდა, "სიონშიც" მოემზადები. რაც მთავარია, "მიხეილ მესხზე" ვთამაშობთ, სადაც ძალიან კარგი საფარია და თამაში არა მხოლოდ სასიამოვნო, სასარგებლოც არის.

- "დინამოში" უთამაშებლობამ არ იმოქმედა?

- რა თქმა უნდა, იმოქმედა, რადგან დევდარიანის გაშვების შემდეგ, დუბლებში ვთამაშობდი. მაგრამ არც შრომა დამიკლია და არც მონდომება. ყველა მოთამაშის კარიერაში ასეა, ზოგი მწვრთნელი ენდობა, ზოგი - არა. მაგრამ ამის გამო ხელები რომ ჩამოუშვა, ისევ შენ დაზარალდები.

ნაკრებს გასვლა შეუძლია

ლაშა პარუნაშვილი "სიონისთვის" კარგი შენაძენი აღმოჩნდა. მოედნის შუაგულში ის თავის საქმეს მშვენივრად ართმევს თავს, მეტოქეთა შეტევების შეჩერება და საკუთარი გუნდის კომბინაციების სწრაფად წამოწყებაც კარგად ეხერხება:

- უთამაშებლობა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს, მაგრამ ამ პრობლემას თავისთავად აგვარებს სათამაშო პრაქტიკა. "სიონს" კარგად შევეწყვე და რაც მთავარია, მწვრთნელიც სწორედ იმ ფეხბურთს გვათამაშებს, როგორიც მომწონს - კომბინაციურს, ბურთის გათამაშებით, "კედლების" გამოყენებით... ჩვენი მიზანი მინიმუმ ექვსეულში მოხვედრაა. დანარჩენს დრო გამოაჩენს.

- ლატვიელ ახალგაზრდებთან მოგება წარმოუდგენელი სულაც არ იყო, მაგრამ 4:0 მაინც მოულოდნელია...

- მოედანზე ისეთი თავდაჯერებულები გავედით, თითქოს, მოგებაში დარწმუნებული ვიყავით. თითქოს, ოფიციალურ მატჩს ვატარებდით.

- მალე ლუქსემბურგს ეთამაშებით. მაგრამ ჯგუფში გაცილებით სერიოზული მეტოქეებიც გყავთ - ჰოლანდია, შოტლანდია და სლოვაკეთი. თქვენი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რა შანსი გაქვთ?

- ჩვენთან ამბიციური თაობა შეიკრიბა. მართალია, ჰოლანდია ფავორიტია, მაგრამ მოუგებელი არავინაა და იმაზე ფიქრიც არ გვინდა, რომ ვერ გავალთ.

5 სექტემბერს ლუქსემბურგს ვესტუმრებით, 9-ში სლოვაკეთს და ორივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ. სხვათა შორის, წინა ციკლში რამდენიმე თამაშში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. შეთამაშებულებიც ვართ, რადგან დიდი ხანია, ერთად მოვდივართ, "დინამოში" ბევრნი ვიყავით და იმედია, ახალგაზრდული ნაკრები ამ ციკლში საუკეთესო შედეგს მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• guja_kakhadze

თუ შედეგი გინდა, საჭიროა მიუღწეველი ოცნებებისკენ სწრაფვა და დაჯერება, რომ მისი ღირსი ხარ!

• malxazi

ავტორო,პრობლემა სწორად არის დასმული,მაგრამ ნუ აპიარებთ ერთი და იგივე ხალხს,მე ამ ორი ახალგაზრდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ამათზე არანაკლები ხალხი უფრო მეტად იჩაგრება და იმათ მიაქციეთ ყურადღება,პრობლემა მასშტაბურად განვიხილოდ და არა ვინმეს დაკვეთით.

• Walkabout

ამის დამწერს ან ნამუსი არ აქვს ან ტვინი...

• ramo

პიველი და მთავარი, ტორპედოს და ჩიხურას რომ ესეთი დონის ლეგიონერები ყოლოდა როგორც დინამოს აუცილებლად გავიდოდნენ ევროლიგაზე, ისეთი საკაიფო კენჭისყრა ქონდათ. ასე რომ ლეგიონერებზე ესე აგდებული ლაპარაკი საქართველოს წინააღმდეგაა და არა საპირისპიროდ. საჭიროა კონკურენცია მორჩა და დამთავრდა.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

უმაღლესი ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" მოიგეს

ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...

დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"

"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]

Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს

მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...

ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს

შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]

"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა