ბელორუსმა ჩოგბურთელმა გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს სტამბულში გაიმართება
ბელორუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს სტამბულში გაიმართება.

ვიქტორია მეორე მოთამაშეა, რომელსაც თურქეთში ვიხილავთ. პირველი გახლავთ მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი სერენა უილიამსი. ეს ორი ჩოგბურთელი სოლიდური საპრიზო ფონდის ნაწილისთვის იბრძოლებს - სტამბულში 6 მილიონი დოლარი გათამაშდება.

"მოხარული ვარ, რომ WTA-ს შემაჯამებელ ტურნირზე მოვხვდი. მასში მონაწილეობა - ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ამ სეზონში.

სტამბულის საგზურის მოპოვება ნიშნავს იმას, რომ მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად თამაშობ. წლის ბოლო ტურნირის დროს ყოველთვის დიდი მხიარულებაა. ამიტომაც არის ეს მოვლენა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროფესიულ ტურში", - მოჰყავს აზარენკას სიტყვები WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდს.

ვიქტორია აზარენკამ წელს მთავარი პრიზი მოიპოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე და მოიგო ტიტულები დოჰასა და ცინცინატიში, სადაც ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა. 2013 წელს ბელორუსის ანგარიშზეა 36 მოგება და ოთხი მარცხი. ის მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას წლის შემაჯამებელ ტურნირში.

ამასობაში ბელორუსში გამოუშვეს საფოსტო მარკა ვიქტორია აზარენკას გამოსახულებით.

"დედაჩემს ჰკითხეს - წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდი, ჩემი გამოსახულებით საფოსტო მარკა რომ გამოეშვათ, - ყვება აზარენკა. - მე თანხმობა განვაცხადე და ფოსტის სამსახურის წარმომადგენლებს მივანდე შესაბამისი ფოტოს ამორჩევა.

მხოლოდ ის ვთხოვე მათ, რომ დამანჭული სახე არ მქონოდა, როგორც ეს თამაშის დროს ხდება. მათ შეარჩიეს სურათი, რომელშიც მე მოწოდებისთვის ვემზადები. შესანიშნავი გამოვიდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია