ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გრაფიტეც გალაში?

გრაფიტეც გალაში?

ბრაზილიელი შესაძლოა მიშიმოვიჩს მიჰყვეს

თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „გალათასარაის“ „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ბუნდესლიგის 2008/2009 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, გრაფიტეს გადაბირება უნდა. როგორც ირკვევა, თურქებმა გერმანელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. მათი მიზანია, რომ გრაფიტემ „გალათასარაის“ იანვარში მიაშუროს.

როგორც იცით, ზაფხულში „გალათასარაიმ“ „ვოლფსბურგიდან“ ბოსნიელი გამთამაშებელი ზვიეზდან მიშიმოვიჩი იყიდა, ახლა კი, თურქებს გრაფიტეს წაყვანაც უნდათ. ბრაზილიელის ყიდვა „გალას“ ხელმძღვანელებისთვის ყველაზე პრიორიტეტული ტრანსფერია, რადგან თურქულ გრანდს მთავარი გოლეადორი მილან ბაროში მძიმედ დაუშავდა. ისე, ბაროშს დიდი ხანია, ტრავმები აწუხებს და მისმა მორიგმა დაშავებამ კლუბის ბოსები სერიოზულად დააფიქრა. მთავარ მწვრთნელ გეორგე ჰაჯის ბაროშის შემცვლელი არ ჰყავს. მაგალითად, გასულ უქმეებზე ჰაჯიმ ბაროშის ადგილზე ნახევარმცველი ხუან პაბლო პინო ათამაშა. მართალია, „გალათასარაიმ“ ზაფხულში „ბუკადან“ ნიჭიერი მეჰმეთ ბატდალი იყიდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ ზედმეტად გამოუცდელია იმისათვის, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშონ.

„ვოლფსბურგი“ კი გრაფიტეს 5 მილიონ ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ „გალათასარაის“ გრაფიტეს გადაბირება იმ დროიდან უნდა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ფრანგულ „ლე მანში“ თამაშობდა.

ბავარიელები ბოსინგვას აკვირდებიან

ამ უქმეებზე „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა კიდევ ერთხელ თქვა, იანვარში მაღალი კლასის მარჯვენა მცველი უნდა ვიყიდოთ, ჯერ ერთი, ფილიპ ლამის შემცვლელი არ გვყავს და მეორეც, მე მინდა, რომ ფილიპი დაცვის მარცხენა ფლანგზე გადავიყვანოო. ამიტომაც იმყოფებოდა „ბაიერნის“ მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი ლონდონში, სადაც „ჩელსისა“ და „ფულჰემის“ მატჩს დაესწრო. ნერლინგერი ჟოზე ბოსინგვას აკვირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა მიუნხენელებს შარშანაც სურდათ. პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა მოედანზე 89 წუთი გაატარა და მაინცდამაინც კარგად არ უთამაშია. მას ჯერ კიდევ ეტყობა იმ ტრავმის კვალი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი გამოატოვებინა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიუნხენელები „ბორდოს“ მარჯვენა მცველ ბენუა ტრემულინაზეც სერიოზულად ფიქრობენ.

კაჩარისთვის პირველი წრე დამთავრდა

„ჰამბურგის“ ნახევარმცველი გოიკო კაჩარი პარასკევს, ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩში (დორტმუნდის „ბორუსიასთან“, 0:2) დაშავდა და ექიმების დიაგნოზი მისთვის ძალიან არასახარბიელოა: სერბი ნახევარმცველისთვის გერმანიის ჩემპიონატის წრე უკვე დამთავრებულია, კაჩარი ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს დაჰყოფს. ამრიგად, „ჰამბურგს“ კიდევ ერთი საკადრო პრობლემა დაემატა და ჩრდილოგერმანული კლუბის მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. დღესდღეობით „ჰამბურგის“ მწვრთნელ არმინ ფეეს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დამტვრეული, მათ შორის პირველი მეკარე ფრანკ როსტი, გოლეადორი რუუდ ვან ნისტელროი, მარცხენა მცველი მარსელ იანსენი და გარემარბი ელჯერო ელია.

ბობიჩი: დაგვიბრუნეთ შიბერი!

„შტუტგარტის“ სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი აცხადებს, რომ შვაბები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაიბრუნებენ თავდამსხმელ იულიან შიბერს, რომელიც ახლა განათხოვრების წესით „ნიურნბერგში“ თამაშობს. ეს უკანასკნელი კარგად თამაშობს: განვლილ 12 ტურში სამი გოლის გატანა და შვიდი საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. „ნიურნბერგის“ მენეჯერი მარტინ ბადერი ბედს შეგუებულია და აცხადებს, ის ხომ მაინცაა კარგი, რომ ზაფხულამდე საკმარისი დრო გვაქვს, რათა შიბერის ღირსეული შემცვლელი ვიპოვნოთო. ერთ-ერთი კანდიდატი მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „აუგსბურგის“ თავდამსხმელი შტეფან ჰაინია.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს