ამერიკის ღია პირველობის წინ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა Sport Magazine-ს ინტერვიუ მისცა
ამერიკის ღია პირველობის წინ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ინტერვიუ მისცა Sport Magazine-ს და მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება ტიტულის დასაცავად.

"დიდი სლემის" ტურნირებზე ყოველთვის დიდ ზეწოლას ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტიტულს ვიცავ. სულაც არ მიმაჩნია საკუთარი თავი დაუმარცხებელ ჩოგბურთელად. როგორც კი ასეთი აზრი გაგიჩნდება, წაგება გარდაუვალია.

"დიდი სლემის" ჩეპიონატამდე ერთი კვირით ადრე ჩვეულებრივზე მეტად დაძაბული ვარ. თან უფრო კონცენტრირებული ვხდები როგორც კორტზე, ასევე ცხოვრებაში.

ალბათ, დღეს საუკეთესო ჩოგბურთს ვთამაშობ კარიერაში და ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. კორტზე ყოველი მომენტი სიხარულს მანიჭებს. უბრალოდ, მინდა მოედანზე ვაჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია. თუ წავაგებ... ორი წლის წინ საავადმყოფოში სიკვდილის პირას ვიყავი, ასე რომ, ამაზე უარესი არაფერი მოხდება", - ამბობს ამერიკელი.

გარდა ამისა, 31 წლის ჩოგბურთელი ჰყვება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს არტურ ეშის სახელობის კორტზე თამაში, რომელიც 22 500 მაყურებელს იტევს.

"ხანდახან გეშინია, როცა საკუთარ სახლში ჩოგბურთის დიდ მოედანზე თამაშობ, მაგრამ ეს განსაკუთრებული გრძნობაა - იყო ამერიკელი ასეთ ადგილას.

ამჟამად არ მსურს საკუთარი კარიერის შეფასება. ამას ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ გავაკეთებ. მე ჯერ კიდევ მინდა თამაში. თუ ამაზე ფიქრს დავიწყებ, შესაძლოა, ასეთი აზრიც გაჩნდეს: "მე ჯერ კიდევ კორტზე ვარ? ხომ შემიძლია შინ ვიყო და ჩემს ძაღლებთან ვითამაშო?!" მინდა მაშინ წავიდე ჩოგბურთიდან, როცა მწვერვალზე ან მის ახლოს ვიქნები. როდის მოხდება ეს? არ ვიცი.

ვინუსი მეუბნება, რომ 40 წლამდე სურს თამაში. ამაზე პასუხად ვუთხარი, რომ ის შეიშალა. მაგრამ, როცა 21 წლის ვიყავი, ვამბობდი, რომ 30 წლისთვის დამთავრებული მექნებოდა თამაში.

მოკლედ, ახლა ვამბობ, რომ 40 წლამდე არ ვითამაშებ. ვნახოთ, რა მოხდება", - ასეთ პირობას იძლევა სერენა უილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ცნობილია, როდის ითამაშებს ნიკა ბასილაშვილი მორიგ შეხვედრას Us Open-ზე
ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ჯეკ სოკთან გამარჯვების შემდეგ
ოკსანა კალაშნიკოვა Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა
ნადალამდე ერთი ნაბიჯია - ვინ არის გუიდო პელა, რომელიც Us Open-ზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქეა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო
US OPEN: როჯერ ფედერერი ისტორიაში პირველად 55-ე ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა