საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "მიშლენი" სერიოზულად განიხილავს მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში დაბრუნებას
საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "მიშლენი" სერიოზულად განიხილავს მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში დაბრუნებას, - ამტკიცებს BBC.

იტყობინებიან, რომ ბელგიის სარბოლო უქმეებზე "დიდი ცირკის" გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი "მიშლენის" სპორტული განყოფილების დირექტორს, პასკალ კუანონს უნდა შეხვედროდა.

აღვნიშნავთ, რომ ფორმულა 1-ში საბურავების ამჟამინდელ მიმწოდებელ "პირელისთან" ჯერ არ არის გაფორმებული კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის.

ცნობილია, რომ "პირელის" ამ სეზონში ბევრი აკრიტიკებს არასაიმედო და ნაკლებად გამძლე საბურავების გამო. კრიტიკის ახალი ტალღა ბელგიის გრანპრის თავისუფალი პრაქტიკების დროს დაიწყო, როცა ფერნანდო ალონსოსა და სებასტიან ფეტელის ბოლიდებზე უკანა საბურავები გამოვიდა მწყობრიდან.

ამასთან დაკავშირებით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ სასწრაფო გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ამ ორ ინციდენტში "დამნაშავეა" მეტალის ნაჭერი, რომელიც ერთ-ერთ მოსახვევში ასფალტზე იყო დაგდებული.

საბოლოოდ, ფედერაციამ პილოტებს უსაფრთხოების გარანტიები მისცა და აღნიშნა, რომ "პირელის" საბურავები ამჯერად საიმედოა და ადგილი არ ექნება ისეთ ინციდენტებს, როგორც "სილვერსტოუნში" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა