გერმანიის რალის მსვლელობისას, ისტორიული მანქანების რბოლისას ორი პილოტი დაიღუპა
მოულოდნელი შედეგით დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - გერმანიის რალი. კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა "სიტროენის" პილოტმა დანიელ სორდომ.

აქამდე ესპანელის ანგარიშზე 34 პოდიუმი იყო და ახლა, როგორც იქნა, პირველმა მიაღწია ფინიშამდე.

ბოლო დღეს სორდოს დაძაბული ბრძოლა უნდა ჰქონოდა ტიერი ნოივილთან, რომელსაც მხოლოდ 0.8 წამს უგებდა, მაგრამ ბელგიელმა ბოლო სპეცმონაკვეთზე სერიოზული შეცდომა დაუშვა და თითქმის წუთი წააგო გამარჯვებულთან.

გადაიდო "ფოლკსვაგენის" ლიდერის, სებასტიან ოჟიეს ვადაზე ადრე გაჩემპიონება. მას ავსტრალიის ეტაპამდე მოუწევს მოცდა. ფრანგი გერმანიაში ათეულშიც ვერ მოხვდა, თუმცა ბონუსურ სპეცმონაკვეთზე მოახერხა გარკვეული ქულების მოპოვება.

რაც შეეხება WRC2-ის კლასს, პოლონელმა რობერტ კუბიცამ "სიტროენით" მორიგი ეტაპი მოიგო და ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში 8 ქულას უგებს "ფორდის" პილოტ აბდულაზიზ ალ-კუვარის.

1. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 3:15.19,4; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - +53,0; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +2.36,1; 4. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - +8.00,8; 5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, Citroen) - +9.01,3; 6. ელვინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +9.14,2...

1. საერთო ჩათვლა

სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 184 ქულა; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 109; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 98; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 96; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 88; 6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 68...

გერმანიის რალის მსვლელობისას ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი: ორი პილოტი დაიღუპა ისტორიული მანქანების რბოლისას.

როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, ინციდენტი ქალაქ ტრირში, ყოფილ სატანკო პოლიგონზე მოხდა. ორივე დაღუპული ჰოლანდიის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით, გაუქმდა რალის მე-14 სპეცმონაკვეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად