”სკუადრა აძურას” რიგებში კიდევ ერთი წარმოშობით არგენტინელი ფეხბურთელია
17 ნოემბერი სანაკრებო ფეხბურთის დღეა და თავისი შეხვედრის გასამართათ იტალიის ეროვნული გუნდიც ემზადება. ჩეზარე პრანდელის სამწყსო რუმინეთის ნაკრებს შეერკინება. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან პრანდელის ფორმაციის "აძურა" ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია და ყველა ნიუანსს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩეზარემ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც რუმინეთთან პაექრობაში დაეყრდნობა.

მეკარეები: ემილიანო ვივიანო (ბოლონია), სალვატორე სირიგუ (პალერმო), ანტონიო მირანტე (პარმა).

მცველები: დავიდე ასტორი (კალიარი), ფედერიკო ბალცარეტი (პალერმო), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატია კასანი (პალერმო), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), დანიელე გასტალდელო (სამპდორია), ანდრეა რანოკია (ჯენოა), დავიდე სანტონი (ინტერი).

ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (იუვენტუსი), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბრეშა), კრისტიან ლედესმა (ლაციო), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), სტეფანო მაური (ლაციო), ანდრეა პირლო (მილანი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), ალბერტო ჯილარდინო (ფიორენტინა), ჯამპაოლო პაცინი (სამპდორია), ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი).

დაცვა

პირველი, ვინც თვალში არ მოგვხვდა, ჯორჯო კიელინი გახლავთ. "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით სრულად გამოჯანმრთელდა და ბევრს გაუკვირდა, რომ სინიორ ჩეზარემ მის სამსახურზე უარი განაცხადა. "გაძეტა დელო სპორტში" ეჭვი გამოთქვეს, რომ პრანდელი უკმაყოფილია ჯორჯოს სათამაშო კონდიციით და ამად დატოვა განაცხადს მიღმა. თუმცა, ჟურნალისტთა ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს და ამტკიცებს, ახლადგამოჯანმრთელებული ფეხბურთელის გამოძახებისგან თავი შეიკავა, მით უმეტეს, მის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულიაო. მოკლედ, აზრები გაიყო, თავად მწვრთნელს კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

სამაგიეროდ, განაცხადშია "ჯენოას" მცველი ანდრეა რანოკია და დიდია შანსი, კიელინი სწორედ მან შეცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბონუჩი-რანოკიას მეტად იმედისმომცემი ტანდემი უკვე ეროვნულ ნაკრებში აღდგება. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბარიში" ასპარეზობით გაითქვა სახელი და ბევრი მათ ნესტა-კანავაროს წყვილს ადარებდა.

ახალი სახეა ფედერიკო ბალცარეტი, რომელიც თავის კლუბში დაცვის მარცხენა ფრთაზე ასპარეზობს და ბოლო დროს, მეტად წარმატებულადაც. ანუ, შესაძლოა რუმინეთთან პაექრობაში დაცვის ფლანგებზე სიცილიელებმა იასპარეზონ: მარჯვნივ მატია კასანიმ, ხოლო მარცხნივ ფედერიკო ბალცარეტიმ. განაცხადშია "სამპდორიას" მცველი დანიელე გასტალდელო, რომელიც უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, მას ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც. ამჯერად, სიაში ვერ ვხედავთ გამოცდილ უკანახაზელებს - მაგალითად, ფაბიო გროსის და ჯანლუკა ძამბროტას. არადა, ეს უკანასკნელი სერბეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩაშლილ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. როგორც ჩანს, ძამბროტას მაშინ მიეცემა ნაკრებში ასპარეზობის საშუალება, როდესაც მართლაც რომ იდეალურ ფორმაში იქნება.

ნახევარდაცვა

თითქმის ყველა იტალიურ სპორტულ გამოცემაში პირველ გვერდზე კრისტიან ლედესმას ფოტო იყო გამოსახული. დიახ, "ლაციოს" არგენტინელი ფეხბურთელი ჩეზარე პრანდელიმ განაცხადში შეიყვანა და სავარაუდოდ, რუმინეთთან მისი სანაკრებო დებიუტი შედგება. ამიტომ, ამიერიდან, უმჯობესია მასზე ვთქვათ არგენტინული წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ლედესმას სანაკრებო კარიერა - თავის დროზე, მაურო კამორანეზიმაც გაცვალა არგენტინა იტალიაზე და "სკუადრა აძურას" დიდი სამსახურიც გაუწია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "აძურას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.

ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ალბერტო აკვილანის უნდა მიეღო სანაკრებო მიწვევა და ასეც მოხდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ალბერტო "იუვეში" შესანიშნავად ირჯება, თავისი თავი იპოვნა და სრულიად ბუნებრივია, რომ პრანდელის ყურადღებაც მიიქცია. ვნახოთ, როგორ წარმოჩინდება ეროვნულ გუნდში. შესანიშნავ სეზონს ატარებს "ბრეშას" ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი - მეთერთმეტე ტურში კი "იუვენტუსს" ისეთი ხმელი ფოთოლი გაუტანა, რომ ნებისმიერ ბრაზილიელს შეშურდებოდა. მოკლედ, დიამანტი ბრწყინვალე ფორმაში და შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებშია.

არ გვიკვირს, რომ სიაში ვხედავთ ანდრეა პირლოს, დანიელე დე როსის და სტეფანო მაურის. აი, ჯენარო გატუზო და მასიმო ამბროზინი კი განაცხადს მიღმა დარჩნენ. შესაძლოა იკითხოთ, ამ უკანასკნელ როდის იწვევდნენ "აძურაშიო", მაგრამ იყო ასეთი დროც და შეგვიძლია ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი გავიხსენოთ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ამბროზინი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და ჟურნალისტთა ნაწილი მის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას მოელოდა - ამაოდ.

თავდასხმა

ჩეზარე პრანდელიმ ანტონიო კასანოს სიტყვიერად მხარდაჭერა გამოუცხადა, როდესაც ის "სამპდორიას" პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო გუნდიდან მოკვეთეს. ამ ჟესტის შემდეგ, ბევრმა ჩათვალა, რომ ანტონიოს სანაკრებო კარიერა საფრთხეში არ იყო, თუმცა არც მთლად მასე ყოფილა საქმე. პრანდელიმ კასანო განაცხადს მიღმა დატოვა და გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: "ანტონიო ბრწყინვალე ფეხბურთელია და მასზე უარის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უთამაშებელია და ჩემი ინფორმაციით, სტაბილურად არც კი ვარჯიშობს. ასე რომ, ამ ეტაპზე მისი გამოძახებისგან თავი შევიკავე. არ გეგონოთ, რომ ანტონიოსთან კონტაქტი გავწყვიტე - პირიქით, რაც ეს გაუგებრობა მოხდა, მას შემდეგ ხშირად ვეხმიანები და არსებული ვითარებით ვინტერესდები. ვთხოვე კიდეც, რომ უწინდებურად გააგრძელოს ვარჯიში და როგორმე მოაგვაროს ის კონფლიქტი, რომელიც კლუბის პრეზიდენტთან მოუვიდა. ეროვნულ გუნდში მოუმზადებელ ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებ, ანტონიო კი დღეს სწორედაც რომ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან".

სამაგიეროდ, იდეალურ კონდიციაშია ჯუზეპე როსი და შესაბამისად, ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს. კასანოს არყოფნაში მისი საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა და პრანდელიმ ზედმეტი ფიქრის გარეშე გამოიძახა. ეს ჩვენი ვარაუდი არ გეგონოთ, თავად პრანდელიმ თქვა: ერთადერთი თავდამსხმელი, ვინც ფიქრის გარეშე შევიყვანე სიაში, როსი გახლავთო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გოლების გატანას უკლო ჯამპაოლო პაცინიმ, ისიც რჩეულთა შორის მოხვდა. არ გვიკვირს, რომ პრანდელიმ კვლავ უხმო ალბერტო ჯილარდინოს და ფაბიო კვალიარელას. აი, მარიო ბალოტელისთან დაკავშირებით კი დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი - ჟურნალისტები კარგა ხანია ამტკიცებენ, პრანდელისა და ბალოტელის შორს შავმა კატამ გაირბინა და ეს უკანასკნელი ნაკრებში გამოძახებას ვერ ეღირსებაო. თუმცა, ეს ყველაფერი მონაჩმახი აღმოჩნდა: მარიო განაცხადშია და თუ მის სათამაშო კონდიციას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშოს.

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა