ბრაზილიის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი პაულინიო "დინამოს" მცველ გია კვარაცხელიას უბნელი ძმაკაცივით მიესალმა და გამოელაპარაკა...
ფოტოზე: სოლდადო, პაულინიო (მარჯვნივ), კვარაცხელია უკანა პლანზე

არ ვიცით, შენიშნეთ თუ არა "დინამოსა" და "ტოტენჰემის" მატჩის დასაწყისში მომხდარი უცნაური ფაქტი - ბრაზილიის ნაკრებისა და ლონდონელთა ნახევარმცველი პაულინიო თბილისელთა მცველ გია კვარაცხელიას უბნელი ძმაკაცივით რომ მიესალმა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ისინი კარგა ხანია იცნობენ ერთმანეთს და ერთ დროს მეგობრობდნენ კიდეც.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიას სწორედ ამაზე ვკითხეთ. ბუნებრივია, ვერც "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს ავუვლიდით გვერდს...

- 2005-08 წლებში ლიტვურ "კაუნასში" ვთამაშობდი, - ამბობს კვარაცხელია, - პაულინიო კი 18 წლის იყო, როცა "ვილნიუსში" ჩამოიყვანეს. ის შრომისმოყვარეობით დამამახსოვრდა, მოედანზე ფუტკარივით იყო, არ ჩერდებოდა და ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებდა. გულიანი ბიჭია და ასეთივე იყო მოედანზეც, სირბილი არ ეზარებოდა. როგორც ვიცი, ვარჯიშებზეც ძალიან მონდომებული იყო.

- ასეთი დონის ფეხბურთელი ლიტვაში როგორ მოხვდა?

- ასეთებიც ხდება. ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია და ამას ჩემგან მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ უცნაურია, რომ ვიდრე ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მოხვდებოდა, მანამდე არცერთ ასაკობრივ გუნდში არ უთამაშია. ასეთები კი ევროპულ კლუბებში შედარებით იოლად ხვდებიან.

კარგად მახსოვს, მაშინ "ვილნიუსის" მეპატრონეს სერიოზული გეგმები ჰქონდა - ლიტვის ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას უმიზნებდა. ამიტომაც მიიწვია ბევრი ძლიერი ფეხბურთელი.

სხვათა შორის, საყრდენად მოთამაშე პაულინიოს ქართველი მეწყვილე ჰყავდა - ვაკო კაციტაძე. თუ გახსოვთ, ეს ბიჭი ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, შარშან კი გორის "დილაში" ირიცხებოდა. მის გარდა, პაულინიოსთან ერთად "ვილნიუსში" აკაკი ხუბუტიაც თამაშობდა.

- როგორც მახსოვს, 2007 წელს ლიტვის საუკეთესო ლეგიონერად თქვენ დაგასახელეს. პაულინიო მაშინ გამორჩეული არ იყო?

- მაშინაც კარგად თამაშობდა და პოტენციალიც ეტყობოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ასეთ დონეს მიაღწევდა. ახლა ის სხვა "პლანეტაზეა", ძალიან დიდი პროგრესი აქვს.

- მაშინაც ასეთი ათლეტური იყო?

- სუსტიც არ ეთქმოდა, მაგრამ მთლად ასეთი ათლეტური აღნაგობისაც არ ყოფილა. ხომ გითხარით, ის ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე და არც გამკვირვებია მისი პროგრესი.

- პირადად სად გაიცანით?

- მეტოქეეები ვიყავით და თავიდან ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით. მერე კი პაულინიო უფრო ახლოს გავიცანი, რადგან ჩვენს კლუბშიც თამაშობდნენ ბრაზილიელები და მათ კაუნასში ხშირად აკითხავდა. ის სწორედ ჩემი თანაგუნდელებისგან გავიცანი და დავმეგობრდით კიდეც. უბრალო ადამიანია.

ლიტვის ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრებში - მართლაც ძალიან დიდი ნახტომია. საქმე ისაა, რომ "ვილნიუსის" მეპატრონეს ფინანსური პრობლემები შეექმნა და გუნდი დაიშალა; პაულინიო კი, როგორც ჩემი თანაგუნდელებისგან ვიცი, პოლონეთში წავიდა, მერე ბრაზილიაში დაბრუნდა...

შრომისმოყვარეობა დაუფასდა და ხომ ხედავთ, ახლა რა დონის ფეხბურთელია. ბრაზილიის ნაკრებსა და "ტოტენჰემში" შემთხვევით ვერ მოხვდები.

- დავინახეთ, რომ თამაშის დაწყებამდე თავად მოგესალმათ...

- სიმართლე გითხრათ, მისვლა მერიდებოდა. ვფიქრობდი, მას მერე შვიდი წელი გავიდა და იქნებ არც ვახსოვარ-მეთქი, მაგრამ... თავად მოვიდა, თბილად მომიკითხა და წარმატება მისურვა.

- ეს იყო 22 აგვისტოს ყველაზე კარგად გასახსენებელი ამბავი. თავად მატჩზე თუ შეგიძლიათ, რამე გვითხრათ...

- ასე მეგონა, უცხოპლანეტელებს ვეთამაშეთ. კოშმარი იყო, ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთელებს ვეთამაშებოდით. შედეგით კი განადგურებულები ვართ.

"ტოტენჰემთან" ერთი შანსი გვქონდა - მაქსიმალური მონდომებით გვეთამაშა და ვერავინ იტყვის, რომ სირბილი გვეზარებოდა.

მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ძალა აღმართს ხნავსო, ხომ გაგიგონიათ? ან ვის უნდა დავაბრალო წაგება? შეცდომებზე ლაპარაკი სიბრიყვეა. და თუ რაიმე შეცდომა იყო, ეს არა "დინამომ", არამედ, პირველ რიგში, ქართულმა ფეხბურთმა დაუშვა.

- თქვენი აზრით, მატჩის უფრო ღირსეული შედეგით დასრულება შეუძლებელი იყო?

- 0:5-ის შემდეგ ყველა არგუმენტი უადგილოდ ჩანს. რაღაცას ვიტყვი და თავის მართლებაში ნურავინ ჩამომართმევს - ქართული ფეხბურთის დღევანდელ დონეს მხოლოდ თბილისის "დინამო" ვერ გადაახტება. საქართველოს ჩემპიონატს თუ არ ეშველა და მისი დონე არ ამაღლდა, წარმოუდგენელია რაიმე პერსპექტივაზე ლაპარაკი. სხვაგვარად, ქართულ კლუბებს ევროპაში წარმატებით თამაში გაუჭირდებათ. ელემენტარულად, ჩვენ გამონაკლისები ვერ ვიქნებით და ვერც გულშემატკივარს გავახარებთ.

34 წლის ვარ, ჩემ გარშემო იცვლებოდნენ მწვრთნელები და ხელმძღვანელები, მაგრამ უცვლელი რჩება ჩვენს ფეხბურთში არსებული გარემო. რა პრობლემებსაც წინა თაობები აწყდებოდნენ, იმავე პრობლემებს აწყდებიან დღევანდელებიც.

მე "დინამოს" არ ვგულისხმობ, აქ მართლაც საუკეთესო პირობებია და ვითარება რადიკალურადაა გაუმჯობესებული, მაგრამ გავიხედოთ, რა ხდება სხვაგან, აქვთ კი ნიჭიერ ფეხბურთელებს ზრდის საშუალება? კლუბებს - სტაბილური დაფინანსება, ჩვენს ფეხბურთს კი - კარგი გარემო და ხელშეწყობა? როცა ინგლისელებისა და ჩვენს შესაძლებლობებში უდიდესი განსხვავებაა, შეუძლებელია, ეს შედეგში არ აისახოს.

ეს არის ობიექტური მიზეზი და თუ გვინდა, ასეთი შოკი შემდგომში მაინც ავიცილოთ თავიდან, ქართულ ფეხბურთს სერიოზულად უნდა მიეხედოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თვალსაზრისი: რატომ უყვართ ინგლისში ფეხბურთი სხვანაირად?..

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

guja_kakhadze
რამდენი კარგი ფეხბურთელი გასინჯვაზეც ვერ ხვდება ჩვენი ვითომ მწვრთნელების გადამკიდე. თუ 15 წუთი გააჩერეს და გოლი გაიტანა სასწრაფოდ იშორებენ, ისე რომ მიზეზსაც არავინ ეუბნება. აი ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთი!
qartveli
კარგით რა ... დავრბოდითო...ძალა არ დაგვიკლიაო...პაულინიომ თუ იშრომა და ივარჯიშა, თქვენ ვინ დაგიშალათ ვარჯიში? მაგრამ მერე ვინ მოწევდა, ვინ იქეიფებდა და ა. შ. თქვენ არ გითამაშიათ იმ დღეს სამწუხაროდ... იმ დღეს თქვენ ქართული ფეხბურთი შეურაწყვეთ...2-3 კაცის მონდომების გარდა ყველას დიდი სირცხვილი....
Dinamo Fan
100% სიმართლე!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რას ფიქრობენ ნაკრების ყოფილი წევრები?
აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს
...ასეთ უცნაურ ქვეყანაში არასოდეს მითამაშია - გივი კვარაცხელია დაფასებამ გააოცა
პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" დაბრუნდა
ვალვერდე პაულინიოს მისი ნებართვის გარეშე გაყიდვის გამო უკმაყოფილოა
"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები პორტუგალიასთანაც დამარცხდა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
პაულინიოს შეიძლება მარჯვენა ფეხი ჰქონდეს მოტეხილი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
პაულინიოს ტრავმა სერიოზული არაა და შეიძლება "ბეტისთან" ითამაშოს
აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი
ᓔᕡ ᓨᓔᕪᕓᓝᓛᓐ ᓘᓧᓝ - ᕒᓘᕐ ᓙᕕᓐᓠᓐᕪᓮᓔᕚᕘᕐᕛ ᓡᓐᓩᓮᓔᕠᓘᓡ "ᓩᓘᓮᓣᓠᓐ" ᓓᕐᓢᓝᓕᓐ
პაულინიო" "გუანჯოუ ევერგრანდიდან" "ბარსელონაში" არ დაბრუნდება
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
"ბარსელონა" პაულინიოს 50 მილიონ ევროდ გაყიდის
ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]
ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?
ᓒᓘᓐ ᓙᓕᓐᓠᓐᓪᓮᓔᓚᓘᓐ: ᓑᓣᓪᓔᓑᓘᓡ ᓚᓣᓠᓡᓛᓐᓜᓖᓔ ᓩᓐᓛᓝᓙᓘᓓᓔᓑᓐ ᓡᓮᓕᓐ ᓓᓠᓝᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓒᓐᓓᓐᓕᓓᓔ
აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა