თითქმის გადაწყვეტილია, რომ კალიფორნიული კლუბი გამოცდილ ცენტრთან კონტრაქტს გააფორმებს
გასული სეზონისგან განსხვავებით, "კლიპერსს" უკვე აღარ გააჩნია ღრმა და ხარისხიანი რეზერვი. ამიტომაც ამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის შენაძენი, რომელსაც ამ დღეებში გააკეთებს.

კერძოდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კალიფორნიული კლუბი კონტრაქტს გააფორმებს გამოცდილ ცენტრთან, ანტუან ჯეიმისონთან, რომელიც შარშანდელ "ლეიკერსში" კობი ბრაიანტის შემდეგ, ალბათ, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.

მაშინ ის საშუალოდ მატჩში 9.4 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა, რაც ცუდი სტატისტიკა არ არის იმის გათვალისწინებით, რომ დუაიტ ჰოვარდის დუბლიორი იყო და ამიტომაც ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა.

მოკლედ, "კლიპერსმა" საკმაოდ სარფიანი გარიგება გაჩარხა - თითქმის უფასოდ მიიღო გამოცდილი შემსრულებელი, რომელსაც გუნდის თამაშის გამრავალფეროვნება შეუძლია.

მოგებული დარჩება ჯეიმისონიც: ის 20-ათასქულიანი ზღვრის გადალახვის საშუალებას მიიღებს და კარიერაში პირველი საჩემპიონო ბეჭდის მოგების შანსიც ექნება.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი მომავალ სეზონში სერიოზულ მორალურ მხარდაჭერას მიიღებს, რადგან "მეომრების" რიგებში ჩაირიცხება მისი უმცროსი ძმა - სეტ კარი. მან უკვე გააფორმა არაგარანტირებული კონტრაქტი "უორიორზთან".

დიუკის უნივერსიტეტის ყოფილი მცველი NCAA-ში, თავის ბოლო სეზონში საშუალოდ 17.5 ქულას იხვეჭდა. თავის ახალ გუნდს სეტი სექტემბერში შეუერთდება.

სხვათა შორის, "მეომრების" ხელმძღვანელობა უკვე დღეს ფიქრობს უმცროსი კარის ფარმ-კლუბში გაშვებას, სადაც ის სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. რაც უნდა იყოს, "გოლდენ სტეიტში" მცველის პოზიციაზე ძალიან მაღალი კონკურენციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კლიპერსის" ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია "ოკლაჰომამ" დაასრულა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის 4 წუთი - "სან ანტონიო" "კლიპერსთან" დამარცხდა [VIDEO]
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს