NHL: ნიუ იორკში მაყურებელმა 10 გოლი და უამრავი ჩხუბი იხილა
ყოველმხრივ სანახაობრივი მატჩი გაიმართა ნიუ იორკში, სადაც მაყურებელმა 10 გოლი და უამრავი ჩხუბი იხილა. მესამე მეოთხედში ამტყდარი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ორივე გუნდის მოთამაშეებმა ჯამში 126 (!) საჯარიმო წუთი მიიღეს. მატჩის გმირად კი სამართლიანად აღიარეს მარიან გაბორიკი, რომელმაც სამ შაიბას ერთი საგოლე პასი დაუმატა. ამ მოგებით "რეინჯერსმა" 19 ქულა დააგროვა და თავის დივიზიონში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, "ედმონტონისთვის" კი ეს იყო ზედიზედ მეოთხე წაგება და გუნდი ბოლო ადგილზე დარჩა დასავლეთ კონფერენციაში.

"მინესოტამ" პირველ პერიოდში ექვსჯერ დაარტყა "ტამპა ბეის" კარის მიმართულებით და სამი გოლი გაიტანა. მარტინ ჰავლატის სამმა შედეგიანმა პასმა და ნიკლას ბექსტრიომის 37-მა მოგერიებამ "უაილდს" ბოლო სამ მატჩში პირველი გამარჯვება მოუტანა. "ტამპას" ლიდერმა სტივენ სტემკოსმა ზედიზედ მეოთხე მატჩში მოიპოვა ქულა, მაგრამ ეს გუნდს არ შველის - "ლაითნინგი" უკვე სამი მატჩია ვერ იგებს.

პირველი პერიოდის შემდეგ "ვაშინგტონი" 3:1-ს უგებდა "ატლანტას" და თითქოს არ უნდა გაჭირვებოდა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ სტუმრებმა შემოაბრუნეს თამაშის ბედი და ახლა უკვე ოვეჩკინსა და კომპანიას მოუწია მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელშიც დედაქალაქელებმა შაიბა არ გაუშვეს, თავად კი ორი გოლი შეაგდეს და აგრძელებენ ლიდერობას აღმოსავლეთში.

"ჩიკაგო" საკუთარ მოედანზე "ანაჰაიმს" იღებდა. სტენლის თასის მფლობელი სამმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა ამ შეხვედრას, თავის მრივ, "იხვებს" ექვსი შეხვედრა არ წაეგოთ. მასპინძლებმა მესამე წუთზე გახსნეს ანგარიში - შარპის დარტყმის შემდეგ შაიბა ბარიერმა აისხლიტა და პირდაპირ კეინს მიუვიდა, რომელმაც უპრობლემოდ გაუტანა ჰილერს. მაგრამ "ჩიკაგოს" სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად ერთ წუთში კორი პერიმ გაათანაბრა ანგარიში. შემადგენლობების შეცვლისას ფორვარდმა მოედანზე შესვლისთანავე "ჩიკაგოს" ზონაში ჩაჭრა გააკეთა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მეორე პერიოდში "ბლეკჰოქსი" შტურმზე გადავიდა. რვა წუთში მან შვიდი უპასუხო დარტყმა შეასრულა. უნდა აღინიშნოს იონას ჰილერის შესანიშნავი თამაში, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ პერიოდის ბოლომდე ვერ გაძლო. მარიან ჰოსამ რიცხობრივი უპირატესობისას დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში 2:1 გახდა. პერიოდის ბოლომდე "იხვებმა" ვერ შეძლეს მეტოქის ზონაში დამკვიდრება, თუმცა ერთხელ ბობი რაიანმა ძელს გაარტყა შაიბა.

მესამე პერიოდის მეოთხე წუთზე "ანაჰაიმმა" მაინც გაათანაბრა ანგარიში. პერიმ შორეულ ცხრიანში დარტყმით დუბლი შეასრულა. მეათე წუთზე დანკან კეიტს შეეძლო შორეული დარტყმით "ბლეკჰოქსის" დაწინაურება, მაგრამ შაიბა ძელს მოხვდა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ჯონათან ტეივზმა ააცილა მას შემდეგ, რაც ჩიკაგოელები ორი ერთზე გავიდნენ მცველთან. 50 წამით ადრე კი მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს და "ჩიკაგოს" კიდევ ჰქონდა მატჩის მოგების შანსი, მაგრამ ჰილერმა იყოჩაღა.

ოვერტაიმი უფრო აქტიურად "ანაჰაიმმა" დაიწყო და რომ არა კროუფორდი, "ჩიკაგოს" ზედიზედ მეოთხედ წააგებდა. ყველაფერი ბულიტების სერიებამდე მიდიოდა, მაგრამ 30 წამით ადრე "ჩიკაგომ" მაინც გაიტანა. კეიტის პასის შემდეგ სტალბერგმა უძლიერესი დარტყმით წერტილი დაუსვა შეხვედრას. "ანაჰაიმს" ჰილერის 40 მოგერიებამ ვერ უშველა და ამ გუნდმა ბოლო რვა მატჩში პირველად წააგო.

რეინჯერსი-ედმონტონი 8:2

1:0, 4:2, 3:0

გოლები: 1:0 გაბორიკი-1 (კრისტენსენი-3, ფროლოვი-5), 1:1 რ. ჯონსი-4 (ებერლე-7, სემ განიე-6), 1:2 ჰორკოფი-5 (პეკჰემი-4, რაიან უიტნი-14), 2:2 გაბორიკი-2 (კრისტენსენი-4), 3:2 ბ. ბოილი-8 (ფედოტენკო-6, პრუსტი-4), 4:2 ანისიმოვი-6 (სტეპანი-3, შ. ეივერი-8), 5:2 ფროლოვი-3 (კრისტენსენი-5, გაბორიკი-3), 6:2 ფროლოვი-4, 7:2 ფედოტენკო-3 (სტეპანი-4, გილროი-1), 8:2 გაბორიკი-3 (ფროლოვი-6).

ტამპა ბეი-მინესოტა 1:4

1:3, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 კლატერბეკი-6 (კულენი-11, ჰავლატი-10), 1:1 სენტ ლუისი-7 (ბ. კლარკი-4, სტემკოსი-13), 1:2 მადენი-3 (ჰავლატი-11, ჟიდლიცკი-5), 1:3 მიეტინენი-4 (ბრუნეტი-6, მ. კოივუ-12), 1:4 ნისტრიომი-1 (ჰავლატი-12, მადენი-1).

ვაშინგტონი-ატლანტა 6:4

3:1, 1:3, 2:0

გოლები: 1:0 ოვეჩკინი-10 (ბექსტრიომი-15, სლოუნი-4), 2:0 მ. გრინი-5 (ფერი-4, ნუბლი-5), 2:1 პევერლი-3 (ენსტრიომი-13, ანტროპოვი-4), 3:1 სიომინი-13 (ოვეჩკინი-15, სლოუნი-5), 3:2 ლედი-7 (ბერგფორსი-8), 4:2 ჰენდრიქსი-3 (მ. გრინი-8, შულცი-5), 4:3 ლიტლი-2 (ე. კეინი-5, ე. სტიუარტი-6), 4:4 ლიტლი-3 (ლედი-11), 5:4 ერსკინი-2 (შტეკელი-2, ბრედლი-3), 6:4 შტეკელი-2.

ჩიკაგო-ანაჰაიმი 3:2 (ო)

1:1, 1:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 პ. კეინი-7 (შარპი-9, მარიან ჰოსა-5), 1:1 პერი-7, 2:1 მარიან ჰოსა-8 (პ. კეინი-10, სიბრუკი-8), 2:2 პერი-8 (ფაულერი-6), 3:2 სტალბერგი-6 (კეიტი-12, ბ. კემპბელი-3).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება