ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის უმნიშვნელოვანესი მომენტები სეზონში
სეზონის ბოლო ეტაპის მოგების შემდეგ, სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. ბრიტანული ჟურნალი Autosport გერმანელის საჩემპიონო გზის უმნიშვნელოვანეს მომენტებს იხსენებს.

ტექნიკური პრობლემა ბაჰრეინში

სეზონის სტარტზევე ფეტელმა ყველას მიანიშნა, რომ მისი "რედ ბული" სერიოზული ბრძოლისთვის იყო განწყობილი: ბაჰრეინში პირველ ეტაპზე პოული მოიპოვა, რბოლის დიდი ნაწილი ლიდერობდა და დამაჯერებლად უგებდა "ფერარის" წყვილს, მაგრამ მისმა ძრავამ მოულოდნელად სიმძლავრე დაკარგა და გერმანელი მხოლოდ მეოთხე მივიდა ფინიშთან.

დამაჯერებელი მოგება მალაიზიაში

მელბურნში კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუების შემდეგ (სებასტიანი ისევ ლიდერობდა, მაგრამ ბრძოლა საბურავთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეწყვიტა), ფეტელმა "სეპანგზე" გამოიყენა სისწრაფეში უპირატესობა. კვალიფიკაციაში მესამე პოზიციის მოპოვების შემდეგ, მან კვირას პირველივე მოსახვევში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. გერმანელი აკონტროლებდა რბოლას და ბოლოს და ბოლოს, მოიგო სეზონში პირველი ეტაპი.

შეჯახება უებერთან

"სეპანგზე" სებასტიანის გამარჯვების შემდეგ, ინციატივა მარკ უებერის მხარეს გადავიდა და ავსტრალიელმა ზედიზედ ორი რბოლა მოიგო - ესპანეთსა და მონაკოში. მარკი თურქეთშიც ლიდერობდა, მაგრამ ფეტელი კვალში ედგა. ბოლოს გერმანელმა შეტევა გადაწყვიტა, რომელიც ორი "რედ ბულის" ავარიით დასრულდა. სებასტიანი დისტანციას ჩამოშორდა, უებერმა კი ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ წინ გაუშვა "მაკლარენების" წყვილი. ამ ავარიის შემდეგ ავსტრიულ საჯინიბოში სიტუაცია დაიძაბა...

დაბრუნება ვალენსიაში

მონრეალის ტრასა სტილით არ შეესაბმებოდა "რედ ბულის" ბოლიდებს და სებასტიანმა ჩააგდო კანადური ეტაპი. სამაგიეროდ, ორი კვირის შემდეგ ვალენსიაში დაკარგული აინაზღაურა - პოული და შემდეგ რბოლა მოიგო, მის თანაგუნდელს კი ესპანური ეტაპი საკუთარი ბოლიდის "გაფრენით" დაამახსოვრდა.

პირველი წრე სილვერსტოუნში

"რედ ბულში" დაძაბულობამ კულმინაციას ბრიტანეთში მიაღწია, როცა გუნდმა უშუალოდ კვალიფიკაციის წინ გადაწყვიტა ერთადერთი მოდიფიცირებული ანტიფრთის უებერის ბოლიდიდან ფეტელის მანქანაზე გადატანა. სებასტიანმა პოული მოიპოვა, მაგრამ სტარტი წააგო მარკთან. შემდეგ ლიდერობის დაბრუნება სცადა, თუმცა საბურავი გაუსკდა და რბოლის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ფეტელი მხოლოდ მეშვიდე მივიდა ფინიშთან.

კონტრაქტი ბატონთან

სპაზე სებასტიანი დიდი ხანი მესამე ადგილზე იყო - ის კვალში ედგა ჯენსონ ბატონს. შეტევაზე წასულმა გერმანელმა მართვა დაკარგა და ინგლისელი ტრასიდან გადააგდო. ბატონმა რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო, ფეტელი კი ტრასაზე დაბრუნდა, მაგრამ ვიტანტონიო ლიუცისთან შეჯახებამ მხოლოდ მე-15 ადგილი მოუტანა. ბელგიური უქმეების შემდეგ სებასტიანი ჩემპიონატის ლიდერ უებერთან 31 ქულას აგებდა.

ზედიზედ მეორე მოგება სუზუკაზე

მონცაზე მეოთხე და სინგაპურში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, სებასტიანი, როგორც იქნა, დაბრუნდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. ფეტელმა ზედიზედ მეორედ მოიგო იაპონიის გრან-პრი, რისი წყალობითაც უებერთან ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირა - ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპის ადრე გერმანელს ტიტულის მოგების პერსპექტივა გაუჩნდა.

დრამა კორეაში

კორეის გრან-პრის დიდი ნაწილის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ სებასტიანი სეზონში პირველად შეძლებდა საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადასვლას. წინა დღეს მან პოული მოიპოვა და რბოლას სტარტიდანვე ლიდერობდა, უებერმა კი მანქანა ეტაპის სტარტზევე დაამტვრია. მაგრამ ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე ფეტელის ბოლიდის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და გერმანელი უქულოდ დარჩა.

გამარჯვება ბრაზილიაში

"ინტერლაგუშის" რბოლის სტარტზევე ფეტელმა გაასწრო პოულის მოულოდნელ მფლობელ ნიკო ჰიულკენბერგს, რის შემდეგაც უპრობლემოდ მოიპოვა უებერზე სოლიდური უპირატესობა. მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - გამოიყენებდა თუ არა "რედ ბული" გუნდურ ტაქტიკას და აქცენტს მარკ უებერის წარმატებაზე გადაიტანდა? მაგრამ ავსტრიელებმა პრინციპებს არ უღალატეს - სებასტიანმა რბოლა მოიგო და ტიტულის შანსი შეინარჩუნა - ბოლო რბოლის წინ ლიდერ ფერნანდო ალონსოსთან 15 ქულას აგებდა.

ტრიუმფი აბუ დაბიში

ფეტელს აუცილებლად უნდა მოეგო სეზონის ფინალური ეტაპი და მან ეს გააკეთა. მისი მთავარი კონკურენტები - ალონსო და უებერი ადრეულ პიტ-სტოპზე შევიდნენ და ვიტალი პეტროვის უკან ჩარჩნენ. ალონსოსთვის გასაკვირად, რუსი არ აპირებდა ტიტულის პრეტენდენტთა გატარებას. სებასტიანს აწყობდა მოვლენათა ამგვარი განვითარება - და მან სეზონში მეექვსე მოგებით პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

avtuko
რედბულმა შეუძლებელი შეძლო
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა