ბოლო წლებში ჩვენში კვლავ ეთმობა სერიოზული ყურადღება სპორტის ამ რაინდულ სახეობას
ამირან შეროზია წარმატებული სპორტსმენი იყო და შეგირდთა აღზრდაშიც გაუმართლა - 1978 წლიდან არის საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდელთა უფროსი მწვრთნელი.

მისი ხელმძღვანელობით 1981 წელს საქართველოს ნაკრებმა საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო, ევროპის თასზე კი სსრ კავშირის ნაკრების სახელით მესამე ადგილზე გავიდა, რაც დიდი წარმატება იყო.

პირად პირველობაში 1985 წელს იგორ ბრიზგალოვი ევროპის თასს დაეუფლა. სსრ კავშირის ნაკრებში 1988 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა ახალგაზრდებს შორის რევაზ ლოხიშვილმა მოიპოვა.

იმავე წელს სეულში გამართული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად ვახტანგ იაგორაშვილს, მომდევნო წელს კი ვახტანგი მსოფლიოს პირველობის გუნდური პირველობის მეორე პრიზიორი გახდა, 1990 წელს - ჩემპიონი.

ასეთი წარმატებები მოიტანა სპორტის ოლიმპიურმა სახეობამ, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა და ალბათ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არც არასდროს იქნება (არა მხოლოდ ჩვენთან) მასობრივი (შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ხუთჭიდში შედის ფარიკაობა, ცურვა, ცხენოსნობა, ტყვიის სროლა და რბენა).

ბოლო წლებში ჩვენში კვლავ ეთმობა სერიოზული ყურადღება სპორტის ამ რაინდულ სახეობას.

- 2012 წლის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ჩვენმა ფედერაციამ მთავარ მიმართულებად დაისახა 11-16-წლამდელ მოზარდებთან მუშაობის გააქტიურება. ამის შედეგია, რომ დღეს უკვე გვყავს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ემზადება საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად - გვითხრა ამირან შეროზიამ, რომელიც გუშინ გვსტუმრობდა რედაქციაში.

- რა შეჯიბრებებს გულისხმობთ?

- უპირველესად, ეს არის ახალგაზრდული მეორე ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2014 წელს გაიმართება, მანამდე კი, ასევე გაისად, ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვალთ.

ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სერიოზულად ვემზადებით. 29 აგვისტოს, დილით, საბერძნეთში მივემგზავრებით. იქ შეკრებას გავივლით, შემდეგ კი პორტუგალიაში ჩავალთ და მონაწილეობას მივიღებთ ხსენებული ოლიმპიადისთვის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ტურნირში.

- გაქვთ საგზურის მოპოვების იმედი?

- უიმედოდ არ ვართ. ვფიქრობთ, ოთხიდან ერთმა მაინც უნდა მიიღოს ლიცენზია. თითოეული პირად შედეგებს დღითი-დღე აუმჯობესებს.

- გამოდის, რომ საქართველო თქვენ მიერ დასახელებული ოთხეულის იმედადაა დღეს და სპორტის ამ სახეობის ხელახალი აღორძინებაც მათით იწყება. ვინ არიან ისინი?

- ესენია: გიორგი ჯარაშნელი, გიორგი თანდაშვილი, დავით კაპანაძე და ქეთინო ცომაია. ჯარაშნელი 17 წლისაა, დანარჩენები - 16-16-ის.

- გოგონას გამოჩენა მისასალმებელია. როგორ მოახერხეთ?..

- ნაცნობის ოჯახიდანაა, თავადაც ძალიან მოინდომა და მშობლებმაც.

- დღესდღეობით თანამედროვე ხუთჭიდი, რამდენადაც ვიცით, მხოლოდ თბილისით შემოიფარგლება. არის პერსპექტივა?

- ნამდვილად არის. მთავარი ცურვაა, საიდანაც ძირითადად ვარჩევთ კონტინგენტს. სადაც საცურაო აუზებია, პერსპექტივაც იქ ჩნდება.

მაგალითად, საჩხერიდან და ჭიათურიდან წლეულს ბიატლში (ცურვა, რბენა) საქართველოს პირველობაზე გამოდიოდნენ სპორტსმენები. ორმა ჯგუფმა დაიწყო მეცადინეობა გლდანის საცურაო აუზზე. იმედი გვაქვს, მალე გამოსწორდება მდგომარეობა ქუთაისსა და რუსთავში.

- ყოველთვის ჭირდა დაფინანსება, ინვენტარი...

- ფინანსურად ახლა მხარში გვიდგას ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი და თბილისის მერია. შევიძინეთ 10 წყვილი საფარიკაო ინვენტარი.

- ძველი წესები შეიცვალა. ახლა როგორ და რა თანმიმდევრობით ტარდება ხუთჭიდში შემავალი სპორტის სახეობების მიხედვით შეჯიბრებები?

- ადრე რამდენიმე დღეზე იყო პროგრამა გათვლილი. ახლა ყველაფერი ერთ დღეში იწყება და მთავრდება. შეჯიბრება იხსნება ფარიკაობით, მერე თანმიმდევრულად მოდის ცურვა, ცხენოსნობა, ტყვიის სროლა და რბენა. თანაც, ეს ორი ბოლო სახეობა კომბინირებულია - სამიზნეები რბენის ტრასაზეა განლაგებული. თითოეულ 36 ფინალისტს თავისი სამიზნე აქვს რიგითი ნომრის მიხედვით.

- კიდევ რა შეიცვალა?

- ასაკი და პროგრამა. მაგალითად, 19-წლამდელი სპორტსმენებისთვის თანამედროვე ხუთჭიდის პროგრამიდან ამოღებულია ცხენოსნობა. მხოლოდ 19 წლის ზევითაა ნებადართული სპორტის ამ სახეობის ჩართვა პროგრამაში.

- წარმატებებს გისურვებთ!

- გმადლობთ!

თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
შვილის მიყვანა მინდა ხუთჭიდზე . სადაა მათი ბაზა ?
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის