"ხარებში" არსებულ მდგომარეობასა და მომავლის გეგმებზე გუნდის მთავარ მწვრთნელი საუბრობს
რუსთავის "ხარები" 1990 წელს ჩამოყალიბდა, საშა ლობჟანიძის თაოსნობით.

ერთი წლის შემდეგ გუნდი უკვე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და 1993 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მომდევნო წელს რუსთაველები მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო 3 წლის მერე მესამე საპრიზო ადგილს გამოჰკრეს ხელი.

სამწუხაროდ, შემდეგ გუნდმა შეწყვიტა არსებობა და კვლავ აღდგა 2001 წელს. 2009 წლიდან კი ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

ერთი სიტყვით, რუსთავურ რაგბის ტრადიციები არ აკლია. მის არაერთ აღზრდილს უთამაშია ეროვნულ თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში.

"ხარებში" არსებულ მდგომარეობასა და მომავლის გეგმებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ზაზა ხუციშვილს ვესაუბრეთ.

- რამ გამოიწვია ბოლო წლებში ჩავარდნა, რის გამოც გუნდი მუდმივად სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია?

- ძირითადად, ჩვენი რესურსით ვცდილობთ, გუნდი შევავსოთ, რუსთავის სკოლის აღზრდილებით გავდივართ ფონს. შედეგიც ამის ბრალია, რადგან არის პოზიციები, რომლებსაც ვერ ვავსებთ და გუნდში სუსტი ადგილი რჩება. წლეულს, საბედნიეროდ, პირობები გაუმჯობესდა და, ვეცდებით, ნელ-ნელა კარგი შედეგიც ვაჩვენოთ.

- რა ცვლილებები მოხდა გუნდში სეზონებს შორის შესვენებაზე?

- კლუბი ლევან შაშიაშვილმა და თომა ბალიაშვილმა დატოვეს და საფრანგეთში განაგრძობენ კარიერას.

თავის მშობლიურ კლუბ "ლელოს" დაუბრუნდა უჩა მჭედლიშვილი, რომელმაც გასულ სეზონში გამოთქვა სურვილი, ჩვენს გუნდში ეთამაშა.

მიხეილ წიკლაური სასწავლებლად მიემგზავრება და სპორტული კარიერა შეწყვიტა, ხოლო რატი ხარძიანი "ლოკომოტივში" გადაბარგდა.

გვაქვს შევსებაც. ძირითადად, საკუთარი სკოლის აღზრდილებით გავძლიერდით. ჭაბუკთა A ლიგის გუნდიდან ძირითად გუნდში გადავიყვანეთ: მიხეილ ზურიკაშვილი, გიორგი გოგოლაძე, ჟორა მღებრიშვილი და დავით გულიტაშვილი.

სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც, ჩემთან და პალიკო ჯიმშელაძესთან ერთად რუსთაველ მორაგბეებს მამუკა მინდორაშვილიც გაწვრთნის.

- როგორ ემზადება გუნდი ჩემპიონატისთვის?

- საწვრთნელი შეკრება აგვისტოს დასაწყისში დავიწყეთ. "ხარები" ძირითად მოსამზადებელ პერიოდს რუსთავის სტადიონზე გადის. გეგმის მიხედვით ვმუშაობთ.

ამ პერიოდში ამხანაგური მატჩიც გავმართეთ სამოყვარულო კლუბ "დევებთან" და გავიმარჯვეთ. შეხვედრაში ბევრი რამ გამოჩნდა. რაღაც გამოსწორებულია, თუმცა გამოსასწორებელიც ბევრია და, საამისოდ, ვარჯიშებს ინტენსიურად განვაგრძობთ.

- რა მიზანი გაქვთ მომავალ ჩემპიონატში?

- ძირითადი მიზანი გასული სეზონის შედეგის გაუმჯობესებაა. დანარჩენს კი ჩემპიონატის მსვლელობა გვიჩვენებს. ვეცდებით, ბევრად უკეთესი შედეგი გვქონდეს, ვიდრე განვლილ ჩემპიონატში.

- "ხარებს" სპონსორი თუ ჰყავს? რის ხარჯზე არსებობს გუნდი?

- გუნდს რუსთავის მერია უდგას გვერდში და აფინანსებს; ამას დაუმატეთ ის სახელმწიფო დახმარება, რომელიც ყველა კლუბს გადმოეცა. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარა მოსამზადებელ პერიოდში.

- კლუბის ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო პირობები წლეულს, უწინდელთან შედარებით, ბევრად გაუმჯობესებულია...

- წელს ძალიან კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს, რადგან რუსთავში რაგბის სტადიონი აშენდა, სადაც უმაღლეს დონეზეა ყველაფერი მოწყობილი: ძალოსნობის დარბაზი, საშხაპეები, მწვრთნელებისთვის სამუშაო ოთახები. გუნდს ყველანაირი პირობა აქვს, რომ კარგად მოემზადოს.

- "ხარებს" საკუთარი, საკმაოდ მძლავრი სკოლა აქვს. ჭაბუკთა ლიგებში თქვენი კლუბის გუნდები წარმატებით ასპარეზობენ...

- ჭაბუკთა A და B ლიგაც პრეტენზიას აცხადებენ, რომ შეჯიბრებაში მაღალი ადგილები დაიკავონ. B ლიგის გუნდს ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს, ხოლო A ლიგას რაც შეეხება, მისი მოთამაშეების ნაწილს სათადარიგო გუნდში უწევს გადასვლა და ამიტომ გუნდი ორად იყოფა.

თუმცა არის რესურსი და იმ სპორტსმენებს, რომლებიც რჩებიან A ლიგაში, აქვთ შანსი, ფინალური მატჩიც ითამაშონ. ნამდვილად კარგი თაობა მოდის და ჩვენი სკოლის აღზრდილებს არაერთი წარმატებისთვისაც მიუღწევიათ. რაც მთავარია, უმაღლესი ლიგის გუნდის 95% ყოველთვის რუსთაველი მორაგბეებით არის დაკომპლექტებული.

ნათია ჯიოშვილი

რუსთავის "ხარების" პრესსამსახური

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო