ხოსეპ გვარდიოლამაც იფიქრა, ბრაისგაუდან სამ ქულას გადახალისებული შემადგენლობითაც წამოვიღებო
"ფრაიბურგს" მოგება არ ჰქონდა, "ბაიერნს" კი პარასკევს "ჩელსისთან" ევროპის სუპერთასისთვის სუპერბრძოლა ელის - ჰოდა, ხოსეპ გვარდიოლამაც იფიქრა, ბრაისგაუდან სამ ქულას გადახალისებული შემადგენლობითაც წამოვიღებო.

იფიქრა და შეცდა: "ბაიერნი" ფრაიბურგში მხოლოდ 1:1-ს დასჯერდა და ახალ სეზონში პირველი ქულები დაკარგა. პეპმა ვერ გათვალა...

"ნიურნბერგთან" (2:0 მიუნხენელთა სასარგებლოდ) ნაჩვენები უნიათო ფეხბურთით განრისხებულმა და "ჩელსისთან" მატჩით მოტივირებულმა გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობა შვიდ (!) პოზიციაზე შეცვალა და წამყვანი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა სათადარიგოთა სკამზე დატოვა - ფრაიბურგში "ბაიერნის" სკამზე ჯამში 166 მილიონი ევროს ღირებულების მქონე მოთამაშეები ისხდნენ: ფილიპ ლამი, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, დავიდ ალაბა, მარიო მანჯუკიჩი და ა.შ.

ეს გახლდათ პეპის აღიარება იმის შესახებ, რომ მისთვის სუპერთასის მატჩი და ჟოზე მოურინიოსთან დუელი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კრისტიან შტრაიხის მოუგებელ "ფრაიბურგთან" თამაში, რაც გაუგებარი ნამდვილად ვერ იქნება - რაც უნდა იყოს, პეპმა "ბაიერნში" პირველი ტიტული უკვე დათმო (გერმანიის სუპერთასზე "დორტმუნდთან" 2:4 დამარცხდა), მეორე ტიტულის დათმობა კი, თანაც პრინციპულ ვიზავისთან, არაფრის დიდებით აღარ სურს.

სწორედ ამას შეეწირა ის ორი ქულა, რომელიც რეკორდმაისტერმა გუშინწინ, ბუნდესლიგის მეოთხე ტურის გადმოტანილ შეხვედრაში დაკარგა.

"ასეთი შემადგენლობა განგებ გავამწესე. ზოგადად, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, რომ თამაშს ყველა იმსახურებს. თანაც, ფრაიბურგში ცუდად არ გვითამაშია," - განაცხადა მატჩის შემდეგ პეპმა.

"როტაცია ალიბად არ გამოდგება. ის გუნდიც ძალიან ძლიერია, რომელიც "ფრაიბურგის" წინააღმდეგ წარსდგა. თანაც, "ჩელსისთან" იმ ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც "ბაიერნს" არასდროს მოუგია," - ეს კი კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია, რომელიც პეპმა თამაშში 62-ე წუთიდან ჩართო.

ორ ქულასთან ერთად, რეკორდმაისტერმა ბასტიან შვაინშტაიგერიც დაკარგა - შვაინი დაშავდა და მისი ასპარეზობა "ჩელსისთან" კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ბასტიანის არყოფნა კი მიუნხენური გრანდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნებოდა, რადგან ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესიც დაშავებულები არიან, რაც გვარდიოლასთვის ნახვარდაცვის ცენტრში სერიოზულ საკადრო პრობლემებს ნიშნავს.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ბაიერნი" გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ფრაიბურგთან" დამარცხდა [VIDEO]
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"ბარსელონამ" 16 წლის გერმანელი ნახევარმცველი შეიძინა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ისევ მარცხი განიცადა [VIDEO]
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს