გიორგი დევდარიანის შეგირდებმა მიხეილ მესხის სტადიონზე სამი გოლი გაუშვეს და ევროსარბიელზე გამოსვლა დაასრულეს
29 აგვისტოს გორის "დილამ" ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი გამართა ვენის "რაპიდთან" და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორელებმა, რომლებიც ავსტრიულ გუნდთან ორი მატჩის ჯამში ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, ევროსარბიელზე გამოსვლა ამით დაასრულეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს მეტოქეს და გოლის გატანის რამდენიმე რეალური მომენტიც შეექმნათ, თუმცა გორელთა ბომბარდირმა გრიგოლ დოლიძემ შანსი ვერცერთხელ გამოიყენა.

ნუკრი რევიშვილის კარზე მწვავე იერიში რამდენჯერმე სტუმრებმაც მიიტანეს და თუ პირველი ტაიმის მიწურულს გორელთა კარი ერთხელ ხარიხამ იხსნა, მეორე ეპიზოდში "რაპიდმა" მაინც გაიტანა - ლუის შაუბმა, ვინც "დილას" ავსტრიულ მატჩშიც გაუტანა, თავი ამჯერადაც გამოიჩინა - 0:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში გატანის კარგი შანსი გრიგოლ დოლიძეს კვლავ ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მის დარტყმულს გოლი არ მოჰყვა. სამაგიეროდ, გოლით დააგვირგვინა სწრაფი კონტშეტევა მარსელ ზაბიცერმა (63 წუთი).

მატჩის საბოლოო ანგარიში (0:3) შეცვლაზე შემოსულმა ბრაინ ბეჰრენდტმა დააფიქსირა, რომელმაც მსაჯის მიერ წამატებულ დროში ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა, მოატყუა ლამის მთელი "დილა", გასცდა ნუკრი რევიშვილსაც და ბურთი კარში გადაგზავნა.

დავით
ვის გაუმართლა დილას? კი არ გაუმართლა დამსახურებულად მოუგეს დიდ ბრძლოლაში ყველას რაპიდის მოგებაც შეიძლებიდა ცოტა რომ გამართლებოდათ, დილა ის გუნდია რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დალაგებული ფეხბურთი ითამაშა საქართველოდან, მესე ნეტავ ნაკრები იყოს აწყობილი..დილა შენს გვერDით ვართ თითქმის მთელი საქართველო რამოდენიმე დაუნახავის გარდა მარტო ბარსელონა რეალის თამაში რომ მოწონს
gela
კარგი იქნება სხვა ანგარისშებსაც თუ გადავხედავთ. მაინც ყოჩაღ გორელები. ეს გუნდი არ უნდა დაიშალოს და მომავალ სეზონზე შედეგს დადებენ.
roma
ხალხო,ცოტა აზრზზე მოდით,როგორ კომენტარებს აკეთებთ არ გრცხვენიათ,გორის დილას გაუმართლა ოთხ შეხვედრაში,შემდეგ ოდნავ უკეთესი გუნდი შეხვდა და მორჩა კონცერტი,დამისახელეთ ერთი ევროპის საშუალო დონის ფეხბურთელი,რომელიც ამ გუნდში თამაშობს,არ არის.აბა,როგორ მოვიგებთ.
Gia
2 თვის შექმნილი გუნდია და რაც შეეძლოთ იბრძოლეს უბრალოდ შემთხვევით გაუშვეს გოლი და მერე დაიბნენ, ევროპული გუნდია რაპიდი დიდი გამოცდილების და გვაჯობეს, ეს გუნდი შენარჩუნდეს და გაისად რაპიდზე მეტს გუნდს გავანადგურებთ
Gia
არაუსავს ბიჭებო ვამაყობ თქვენით, მაგრები ხართ
kuku
ჩვენ გვაქვს ბრაზილიის ამბიციები და ფარერების დონე
Basa-tsiteli furiis qveynidan
რატომ იტყვილებით თავიდანვე დაცვაში ჩააჯინა გუნდი.თუ მეტოქეც არ გიტევს რა კონტრშეტევების იმედი გაქვს.უნდა შეგვეტია გოლი უნდა გაგვეტანა.ვერ ვართ,ბოლომდე მებრძოლნი დ ქომაგებიც უჯიროები,ავსრიელები როგორ ქომაგობდენ
gocha
unda sheveguot rom chven farerebis ikit veravis mougebt, farerebs cotati vjobivart,kidev ertxel dagvanaxes evropulma gundebma rom zalian grma krizishia chveni fexburti,
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
"რაპიდმა" გეილს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
გიორგი ქვილითაია "გენტის" განაცხადშია და დიდი ალბათობით, დღეს მისი დებიუტი შედგება
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას, რომ იხდიან... - რატომ გადავიდა გიორგი ქვილითაია "გენტში"?
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ბოლო დეტალები მოგვარებულია - "გენტი" გიორგი ქვილითაიას დღეს წარადგენს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან