ევროპის ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
"დინამომ" 29 აგვისტოსაც წააგო: ამჯერად 3 გოლი გაუშვა, ოღონდ - კვლავ უპასუხოდ.

მატჩის წინ ორივე გუნდის მწვრთნელებს ერთი პრობლემა ჰქონდათ - ფეხბურთელების მოტივირება. სტუმრად 5:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ ძნელია, შეგირდები საბრძოლველად განაწყო.

ასეთივე მდგომარეობაში იყო უშანსოდ დარჩენილი "დინამოს" თავკაცი დუშან უჰრინიც...

განსხვავება კი პროფესიონალიზმში და, რა თქმა უნდა, რესურსებშია. ანდრე ვილაშ-ბოაშმა საკითხი შემადგენლობის როტაციით გადაწყვიტა - იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომელთაც თბილისში არ უთამაშიათ.

ლორისმა, სოლდადომ, პაულინიომ... სკამზე გადაინაცვლეს; სამაგიეროდ, ითამაშეს დეფომ, ჰოლტბიმ, ვერტონგენმა, სანდრომ... ამიტომაც გამოიდეს თავი, შეთხელებულ "უაით ჰარტ ლეინსაც" სცეს პატივი და ლაღადაც გააგორეს ბურთი...

ცვლილებები იყო უჰრინის გუნდშიც - სასტარტოში იყვნენ პატრიკ ვუო და დორინ გოგა. არ უთამაშიათ ჯაბა დვალსა და გიორგი პაპავას...

თუმცა გავუსწრებთ მოვლენებს და აქვე გეტყვით, რომ ვერც ამ გადაადგილებებმა გამოიღო ნაყოფი. აქ საბოლოო შედეგს არ ვგულისხმობთ, ლაპარაკია თამაშის ხარისხზე, რომელიც კიდევ უფრო მდარე იყო.

90 წუთის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონს ერთი დასამახსოვრებელი შეტევაც არ განუხორციელებია; რაღა ვთქვათ უბრალო კომბინაციაზე, აურაცხელ ტექნიკურ წუნზე...

მთელი შეხვედრა ერთი მარტივი სცენარით წარიმართა - ლონდონელები ფართო ფრონტით უტევდნენ, ფლანგებიდან წელავდნენ "დინამოს" დაცვით ზღუდეს და მერე უცბად გაჰყავდათ გარღვევაზე ჯერმეინ დეფო.

"დეზების" ფორვარდმა ერთი ასეთი ეპიზოდი გოლით დაასრულა (გიორგი ლორიამ ახლო კუთხეში გააყოლა ბურთს თვალი), მეორე შემთხვევაში კი პასი ფლანგიდან, ზედ კარის წინ მიიღო, ისე, რომ კაციშვილმა ხელი ვერ შეუშალა - 2:0.

ასევ გაუშვა "დინამომ" ორი გოლი პირველი ტაიმის ბოლო 5-წუთიან მონაკვეთში.

მეორე ნახევარიც პირველის იდენტური იყო. ერთი კარგი ბურთი მოიგერია ლორიამ, ძელიც შეგვიზანზარეს, ჰოლტბის შორეული დარტყმა კი "ცხრიანში" მოხვდა - 3:0.

იხილეთ ვიდეო

ლონდონში გამართული მატჩის შემდეგ დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა.

"დღეს "ტოტენჰემმა" განსხვავებული სასტარტო შემადგენლობით ითამაშა, ვიდრე პირველ მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა.

ჩვენ ვეცადეთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით, დღეს უკეთესად გვეთამაშა. პირველ გაშვებულ გოლამდე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობას ვუწევდით, თუმცა ტაიმის მიწურულს ორი გოლი გავუშვით.

სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაშიც დავმარცხდით - "ტოტენჰემს" კი ევროპის ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]

sdfghjk
ნაგლი.ტოტენხემს წარმატებას უსურვებს.ეს რომ არ ეთქვა,რა ეშველებოდა ლონდონელებს.
ნიკა
სირბილი მაინც ისწავლეთ, რომ დგახართ ჯორებივით
guja_kakhadze
ქართული ფეხბურთი მომგებიან ბიზნესად უნდა გადაიქცეს. 1 მილიონი ლარი კლუბისთვის სრულიად საკმარისია და ამის დასაბუთება შემიძლია!!!!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ᓔᓕᓠᓝᓡᓔᓖᓝᓜᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓡ ᓜᓐᓗᓔᓚᓡ ᓩᓔᓮᓘ ᓛᓝᓰᓤᓔᓜᓡ
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓧᓐᓖᓐᓮᓣᓠ "ᓐᓥᓢᓝᓑᓔᓡᓗᓐᓜ" ᓨᓘᓜ ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
XXV ᕩᓔᓛᓞᕘᓝᓜᓐᓢᓘᕡ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ: ᓣᓪᓜᕐᕣᓠᓘ ᓡᓔᕖᓝᓜᓘᓡ ᕪᓘᓤᓠᓣᕚᓘ ᓛᓝᓖᕐᓘᓙᓐ
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᕘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓡᓐᓛᓛᓐ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᕔᓚᓛᓐ ᓓᓐᓢᓝᓕᓐ
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝ" ᓑᓔᓚᓒᓘᓣᓠ "ᓒᓔᓜᓢᓗᓐᓜ" ᓓᓐᓛᓐᓠᓪᓮᓓᓐ - 1:3 [VIDEO]
ᓓᓘᓜᓐᓛᓝ-ᓐᓥᓢᓝᓑᓔ 0:1 - ᓨᓔᓛᓖᓐᓠᓐᓕᓘ ᓠᓔᓐᓚᓝᓑᓐ [VIDEO+PHOTO]
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
თბილისის "დინამო" სეზონის განახლებისთვის სრულფასოვან მზადებას იწყებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
დინამო-ნებითიჩი 3:1 - ბოლო მაინც ტკბილი იყო... [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
უმაღლესი ლიგის XIX ტურის წინ: სასტარტო პოზიცია
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ᕡᓔᕖᓝᓜᓘᓡ ᓜᓝᓛᓘᓜᓐᓜᕢᓔᓑᓘ. ᓡᕐᓣᕙᓔᓗᕔᓡᓝ ᕤᓔᓮᕑᕣᓠᕗᕔᕚᓘ/ᓡᕐᓣᕙᓔᓗᕔᓡᓝ ᕚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ - ᓩᕘᓡᕙᓝ
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ" ᓩᓔᓮᓣᓠᓘ ᓓᓘᓐᓡᓞᓝᓠᓐ ᓘᓖᓠᓓᓔᓑᓐ
ᓑᓔᓚᓒᓘᓣᓠᓘ ᓡᓘᓜᓓᓠᓝᓛᓘ ᓓᓐ ᓙᓘᓓᓔᓕ ᓔᓠᓗᓘ ᓔᓡᓞᓐᓜᓔᓚᓘ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓨᓘ"
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს