სასჯელის მოხდის შემდეგ ძიუდოისტმა ქვეყანა ესპანეთში ასახელა
იმ დროს, როცა ქართველი ძიუდოისტები შინაური ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დიმიტრი ტურაშვილმა ესპანეთში ევროპის თასზე იმარჯვა. ტურაშვილი ერთი იმათგანია, 2005 წელს ეგრეთ წოდებული მოჭიდავეების გამოსვლებისას რომ დააპატიმრეს, მაგრამ აქტიური სპორტი სასჯელის მოხდის შემდეგაც არ მიუტოვებია. აქამდე მის კარიერაში ყველაზე წონადი მედალი 2003 წელს თბილისის მსოფლიოს თასზე მოპოვებული ვერცხლი იყო. მაშინ ის 100 კილოგრამში გამოდიოდა და ფინალამდე იაპონელი არატა კოჯიმა მართლაც ჩინებულად დაამარცხა, მაგრამ ფინალში ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორთან, ებრაელ არიელ ზეევთან ვერაფერს გახდა.

ამჯერად ტურაშვილი ესპანეთის ზღვისპირა კურორტ მარბელაში ჩატარებულ ტურნირზე მძიმე წონაში გამოვიდა. მსგავსი რანგის შეჯიბრებები სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდება მსოფლიოს თასებს და ისინი უფრო სათადარიგო მონაწილეთა გამოსაცდელადაა განკუთვნილი, ან ისეთი ფალავნებისთვის, ვისაც სატურნირო პრაქტიკა აკლია. მაინცდამაინც ძლიერი არც მარბელური შეჯიბრება ყოფილა - ქალ-ვაჟიანად 140 მონაწილე გამოდიოდა 10 ქვეყნიდან, ამათგან კი 115 ესპანელი იყო. მასპინძელთა შემდეგ ყველაზე "დიდი" გუნდები პორტუგალიას (8) და დიდ ბრიტანეთს (6) ჰყავდათ.

მარბელაში ჩვენგან მხოლოდ ტურაშვილი მონაწილეობდა და ისიც საკუთარი ხარჯით წავიდა. მან წინასწარ ეტაპზე მასპინძელი ხესუს პორას დიგუესი პირწმინდად დაჩაგრა - ჯერ ვაზარი აართვა, დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე კი იპონზე დააგდო. ნახევარფინალშიც მასპინძელი ანხელ პარა დაამარცხა - და ისიც იპონით, ფინალში კი მორიგი წმინდა გამარჯვება ისლანდიელ ტორმოდურ იონსონთან მიითვალა. ამ შეხვედრაში ჩვენებური იუკოს იგებდა, მაგრამ მეტოქე გაფრთხილებებით მოახსნევინა.

ვიმეორებთ, რომ ტურნირი არც ისე ძლიერი გამოდგა, მაგრამ ეს არაა ტურაშვილის პრობლემა - მან თავისი შანსი მშვენივრად გამოიყენა. თან, არც ურიგო მოჭიდავეებს მოუგო - პარა ამ წონაში ესპანეთის ნაკრების ლიდერია, ისლანდიელს კი რამდენჯერმე ჩვენი მძიმეწონოსნებიც გაუმწარებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Shoda
უცნაურია ავტორის პოზიცია. თითქოს ცდილობს დაამციროს დიმიტრის წარმატება, ბოლოს კი ვერ მალავს და ამბობს რამდენიმე ძლიერი მოჭიდავე ღებულობდაო მონაწილეობას. საოცარია???
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა