ერთ-ერთმა მიმომხილველმა საქართველოს ეროვნულ გუნდს, ისტორიის თვალსაზრისით, ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ ამბიციური ნაკრები უწოდა
ცოტაც და სლოვენიაში სტარტს აიღებს კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

მოახლოებული ევრობასკეტის წინ სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები და ექსპერტები პრესის ფურცლებზე აანალიზებენ თითოეული გუნდის შესაძლებლობებსა თუ შანსებს მედლებისთვის ბრძოლაში.

უცხოელებს უყურადღებოდ არც იგორ კოკოშკოვის შეგირდები დარჩენიათ. ერთ-ერთმა მიმომხილველმა (ივან მანჩევი, "სპორტ.რუ") საქართველოს ეროვნულ გუნდს, ისტორიის თვალსაზრისით, ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ ამბიციური ნაკრები უწოდა.

მისი მოსაზრება, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველებისთვისაც არ იქნება უინტერესო.

ისტორია

ხუთი წლის წინათ ვიღაცამ რომ თქვა, ქართველები ევროპის საკალათბურთო ელიტაში ხმაურით შემოვლენო, ანალიტიკოსთა უმეტესობას ეს სასაცილოდაც არ ეყო.

როგორც დრომ გვიჩვენა, სკეპტიციზმი უადგილო ყოფილა. ამაყმა მთიელებმა ბრძოლებით აიმაღლეს ოსტატობა, რის შემდეგაც საკმაოდ იოლად მოხვდნენ ლიტვის ევრობასკეტზე. აღმოჩნდა, რომ ნატურალიზებული ამერიკელების მიზიდვაც შესძლებიათ და ქართული საკალათბურთო სკოლაც არ მუშაობს ურიგოდ.

ეს იქიდანაც ჩანს, რომ საკმაოდ ბევრი ქართველი კალათბურთელი უძლიერეს ევროპულ ჩემპიონატებში მონაწილეობს.

ტურნირის უკვე პირველ მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა ბელგიელები დაიფრინეს. სწრაფი და კომბინაციური კალათბურთის მიმდევარი იგორ კოკოშკოვის გუნდისგან ყველა ელოდა ონავრულ თამაშს, ანუ შვიდ წამში ბურთის კალათისკენ ტყორცნას; სანაცვლოდ კი ფარებზე თავდაჯერებული თამაში იხილეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

რუსეთისა და სლოვენიის წინააღმდეგ კავკასიელები ბოლო წამებამდე თავგამოდებით იბრძოდნენ, მაგრამ რეალური პაექრობისთვის ძალები მხოლოდ 30-35 წუთის განმავლობაში ეყოთ.

უკრაინასთან გადამწყვეტ გამარჯვებას უფრო მაიკლ ფრატელოს შტაბის მიერ ფიზმომზადებაში დაშვებული შეცდომის ხარჯზე მიაღწიეს.

მესამე ადგილზე დაბლა დასაშვებად ქართველებს ბულგარელებთან დიდი ანგარიშით უნდა წაეგოთ, მაგრამ ერლ როულენდმა და მისმა მეგობრებმა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებს მხოლოდ 10 ქულით (79:69) აჯობეს.

ჩემპიონატის მეორე რაუნდი სრული იმედგაცრუების ეტაპი გამოდგა: ქართველებს მცირედი დააკლდათ მომავალი ნახევარფინალისტების (მაკედონიელების) დასამარცხებლად.

ბერძნებთან და ფინელებთან შეხვედრები უკანა ხაზის ტოტალური ჩავარდნით წარიმართა: მარკიზ ჰაინსზე აქცენტირებამ არ გაამართლა (ქართველები მაშინ პარალელურად მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ჯერემი პარგოსთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ ლიტვაში პირველივე შესაძლო ვარიანტით გაემგზავრნენ).

ყოველივეს მიუხედავად, ჩემპიონატში მე-11 ადგილი საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია მომავალ შეჯიბრებებში საორიენტაციოდ.

შემადგენლობა

იგორ კოკოშკოვისთვის საკლუბო დონეზე ზაფხულის მთავარი მოვლენა სამუშაო ადგილის შეცვლა იყო - ახლა იგი მაიკ ბრაუნს დაეხმარება "კლივლენდში".

ამასთანავე, სერბმა ნაკრებსაც სათანადო დრო დაუთმო. წინასწარი განაცხადით, ორ ათეულამდე კალათბურთელს უხმო ნაკრებში, მათ შორის, ამერიკული უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტებს, რაც უწინ არასდროს მომხდარა.

ოთარ ფხაკაძისა და დუდა სანაძის დუეტიდან ერთ-ერთი, ალბათ, აუცილებლად გაემგზავრება სლოვენიაში.

გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ ოთარი და დუდა წლეულს კოკოშკოვის მხედველობის არეში არ ყოფილან. პირიქით, მთავარი მწვრთნელი შესაძლებლობის მაქსიმუმს იყენებდა მათი თამაშისთვის თვალის მისადევნებლად.

საქართველოს ნაკრებში არის დანაკლისი, თანაც - საკმაოდ წონადი. თავად განსაჯეთ, მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ორი წარმომადგენელი (ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია) ევრობასკეტზე ვერ იასპარეზებს.

"ბრუკლინის" ფორვარდის ტრავმა რაღაც უცნაურია: თავიდან ექიმთა ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ შენგელიას გამოსაჯანმრთელებლად ორიოდე კვირა ეყოფოდა, ზოგიც ნახევარ წელიწადს ვარაუდობდა (ივლისის ბოლოს ყველაფერი გაირკვა - შენგელიამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ოქტომბრამდე სარბიელს ვერ დაუბრუნდება-ვ.დ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველთა შემტევი ძალა უწინდელივით ძლიერი აღარ არის.

მთელი სიმძიმე, ცხადია, ვიქტორ სანიკიძეს და გიორგი შერმადინს დააწვებათ, რადგან დანარჩენ გოლიათებს ჯერ ან სათანადო გამოცდილება არ ჰყოფნით, ან საამისო ოსტატობა აკლიათ.

ლეგიონერთა ვაკანსიის პრობლემაც ბოლო მომენტში გადაწყდა: მარკიზ ჰაინსის კანდიდატურა წინასწარვე ჩამოწერეს, როგორც ნაკრებისთვის გამოუსადეგარისა, ჯეიკობ პულენი საკლუბო პრობლემებითაა დაკავებული ("ბარსელონაში" გადასვლა სერიოზული საქმეა), წინა ხაზის ტრავმათა ეპიდემიაც მოულოდნელი და უცხო არ ყოფილა.

ზაფხულში საქართველოს პასპორტები რიკი ჰიკმანსა და ლიუკ ზელერს დაურიგეს. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს "ფინიქსის" ექსცენტრს (ზელერს) საბოლოო განაცხადში მოხვედრის მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ კოკოშკოვმა სოლომონისეული გადაწყვეტილება მიიღო: ფაჩულიას სწრაფი გამოჯანმრთელების შემთხვევაში დამატებითი მე-5 ნომერი საჭირო აღარ იქნებოდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰიკმანი "მაქაბიში" შემტევი მცველია, ანუ მსროლელისა და მსუბუქი ფორვარდის ფუნქციებს ერთდროულად ასრულებს.

პროგნოზი

ექვსეულში პოლონელთა მოხვედრა რომ არა, ქართველების მე-2 ეტაპზე მესამე ადგილით გასვლაზე დამაჯერებლად შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, იგორ კოკოშკოვის შეგირდებს ჯგუფში მხოლოდ მე-5 ადგილისთვის შეეძლებათ ჩეხებთან პაექრობა.

არადა, ქართველთა ნებისმიერი შედეგი სენსაციად არ აღიქმება, თუმცა მეოთხედფინალში მათი გასვლა პარალელურ სამყაროშია შესაძლებელი...

საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში რამდენიმე ტესტმატჩსა და საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა და ყველას დაანახვა, რომ გამოკვეთილი ლიდერების გარეშეც შეუძლია ამ პლანეტაზეც წარმატების მიღწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში