კვირას, ჩვენი დროით 14 საათზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" და ბილბაოს "ატლეტიკი" ითამაშებენ, 23 საათზე კი "მესტალიას" "ბარსელონა" ესტუმრება...
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს. ცენტრალურად ტურის ორი დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ - კვირას, ჩვენი დროით 14 საათზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" და ბილბაოს "ატლეტიკი" ითამაშებენ, 23 საათზე კი "მესტალიას" "ბარსელონა" ესტუმრება...

რეალი - ატლეტიკი

იმ სამი გუნდიდან, რომელთაც პრიმერა არასდროს დაუტოვებიათ, ორი ერთმანეთს მადრიდში შეხვდება. "სამეფო კლუბის" და ბასკების დაპირისპირება, მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობაშია ეს უკანასკნელი, ყოველთვის ძალიან საინტერესოა. 1 სექტემბერს გასამართი შეხვედრა კი მართლაც გამორჩეული უნდა გამოდგეს, რადგან ჯერ ვერც "რეალი" უჩვენებს ისეთ თამაშს როგორსაც მისგან გულშემატკივრები ელიან და "ბილბაომაც" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო.

ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს და ახლა ერთ-ერთ ყველაზე საძულველ მეტოქესთან არსებული ხანგრძლივი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდებიან. ბასკებს შესაძლოა გორკა ირაისოსი და ეკისა არ ჰყავდეთ - ეკისამ ტრავმა პირველ ტურში მიიღო, ირაისოსი კი ვარჯიშზე დაშავდა და წინა ტურში მის ნაცვლად იაგომ ითამაშა, ვინც კარი მშრალად შეინახა.

კარლო ანჩელოტის პრობლემა ისევ ნახევარდაცვის ცენტრია - ჩაბი ალონსოს, სამი ხედირას და ასიერ ილიარამენდის კვლავ ტრავმები აწუხებთ. ესპანელი ჟურნალისტების აზრით, მათ ადგილზე ისევ ლუკა მოდრიჩს და ისკოს ვიხილათ, წინ კი დი მარია, იოზილი, რონალდო და ბენზემა იმოქმედებენ.

ცალკე სალაპარაკო თემაა რონალდოს არადამაჯერებელი თამაში - პორტუგალიელმა ორ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა და თავიც დიდად არ გამოუჩენია.

ბასკების მოუგებელი სერია ვახსენეთ და გეტყვით, რომ "რეალმა" მეტოქეს ბოლო 7 მატჩი მოუგო (ბურთები: 28:4) და თითოეულ ამ შეხვედრაში მინიმუმ სამი გოლი გაუტანა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი "ატლეტიკს" უკანასკნელი 9 მატჩი აქვს წაგებული - ბოლოს ამ სტადიონზე 2005 წელს, 2:0 იმარჯვა.

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, ისკო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ბენზემა

ატლეტიკი (4-2-3-1): იაგო - ირაოლა, გურპეგი, სან ხოსე, ბალენსიაგა - ბენიატი, იტურასპე - სუსაეტა, ანდერ ერერა, მუნიაინი - კიკე სოლა

ვალენსია - ბარსელონა

ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონა" ვალენსიას ესტუმრება. მასპინძელთა თავკაცი მიროსლავ ჯუკიჩი ხვდება გუნდს, რომელმაც 1994 წელს, მის მიერ გაფუჭებული პენალტის გამო ("დეპორტივოს" რიგებში, "ვალენსიას" წინააღმდეგ, მატჩის ბოლო წუთზე) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

"ღამურებმა" ერთ კატალონიურ გუნდთან უკვე ითამაშეს და წინა ტურში "ესპანიოლთან" წააგეს (1:3). "ბარსასთან" კი "ვალენსიას" საკმაოდ დიდი ხანი, 2007 წლის შემდეგ არ მოუგია და ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 4 არ წააგო.

ხერარდო მარტინოს გუნდი ერთადერთია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია. კატალონიელებმა სეზონი ტიტულის მოგებით კი გახსნეს, მაგრამ სუპერთასზე ისე იმარჯვეს, რომ "ატლეტიკო" ერთხელაც ვერ დაამარცხეს. ამ ორ შეხვედრას შორის იყო "მალაგასთან" გამართული მატჩიც, სადაც "ბარსამ" მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო, ანუ ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში "ტატას" გუნდმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს ნეიმარი ძირითადში იყო, ესპანელი ჟურნალისტების აზრით, ბრაზილიელი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იქნება, მესისთან ერთად კი ალექსის სანჩესი და პედრო შეუტევენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რამი, რ. კოშტა, ბერნატი - ხავი ფუეგო, პარეხო - ფეგული, ბანეგა, ვიერა - ელდერ პოშტიგა

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, პედრო

მცირე ანდალუსიური დერბი

"სანჩეს პისხუანზე" მცირე ანდალუსიური დერბი გაიმართება. ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრილი "სევილია" იმ "მალაგას" უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ორ ტურში წააგო, მისმა მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა კი სეზონის წინ განაცხადა: "შესაძლოა საწყისი სამი მატჩი წავაგოთ და ეს დიდად არც გამიკვირდება".

მართლაც, "მალაგა" ლამის ყველა ლიდერმა დატოვა, კალენდარი კი გუნდს უმძიმესი შეხვდა: "ვალენსია" (სტუმრად), "ბარსელონა" (შინ) და "სევილია" (სტუმრად). პირველ ორ ტურში ანდალუსიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ თითო გოლი მაინც გაუშვეს. დერბიში სტუმრებს ტრავმების გამო ველიგტონი და ფლავიო არ ეყოლებათ.

"სევილიას" დანაკლისი უფრო სერიოზული კი არის, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, უნაი ემერის განკარგულებაში ბევრი ფეხბურთელია და ბასკ სპეციალისტს ტრავმირებულთა შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს.

საინტერესოა, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას არა უფრო ტიტულოვანი "სევილია", არამედ "მალაგა" ფლობს. "ლა როსალედას" ბინადრებს "სევილიასთან" ბოლო 3 მატჩია არ წაუგიათ, 2003-05 წლეში კი "მალაგამ" მეტოქეს 7 მატჩიდან 6 მოუგო, ერთი ფრედ დაასრულა და საკუთარ კარში მხოლოდ 2 გოლი მიიღო.

კარგი განწყობით

"რეალ სოსიედადმა" ფრანგულ "ლიონს" ერთი თავით აჯობა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ამ ტურში, კარგ ხასიათზე მყოფი ბასკები მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებენ, ვინც მართალია სუპერთასი ვერ მოიპოვა, მაგრამ "ბარსელონასთან" არც ამჯერად დამარცხდა, წინა ტურში კი "რაიო ვალეკანოს" კუდით ქვა ასროლინა (5:0).

ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და შესაბამისად, მატჩიც დაძაბული და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. მოსალოდნელია, რომ არასატეც და დიეგო სიმეონეც იმავე 11-ეულს მიენდობიან, ვინც შუა კვირაში ითამაშა. მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" არდა თურანი (სათადარიგოთა სკამიდან) და ფილიპე ლუიში გაუძევეს, მაგრამ დისკვალიფიკაცია ესპანეთის ჩემპიონატზე არ ვრცელდება.

ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური

31 აგვისტო

სელტა-გრანადა 21:00

დისკვალიფიკაცია: ბორხა ოუბინა (სელტა)

ტრავმა: ლორკა, ბერმეხო (სელტა)

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +2 =2 -2, (6-6)

ვალიადოლიდი-ხეტაფე 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ებერტი, დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი - გავილანი

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +3 =2 -4, (7-6)

ოსასუნა-ვილიარეალი 01:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დე ლას კუევასი, სეხუდო, მიგელ ფლანიო, ლოლო, ნინო, სატრუსტეგი - იოკიჩი

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +11 =7 -12, (39-42)

1 სექტემბერი

რეალი-ატლეტიკი 14:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჩაბი ალონსო, ხედირა, ილიარამენდი, ვარანი - ირაისოსი, ეკისა, სან ხოსე

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +27 =5 -10, (97-40)

ესპანიოლი-ბეტისი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვიქტორ ალვარესი - რუბენ კასტრო, ვილარჩაო

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +13 =13 -6, (52-35)

სოსიედადი-ატლეტიკო 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ხოსე ანხელი, აგირეჩე, მიკელ გონსალესი, იფრანი (სოსიედადი)

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +13 =7 -10, (42-46)

სევილია-მალაგა 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პარეხა, კარიკო, რეიესი, სისინიო - ველიგტონი, ფლავიო

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +9 =6 -11, (32-34)

ვალენსია-ბარსელონა 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კუენკა, აფელაი, პუიოლი (ბარსელონა)

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +10 =12 -22, (52-85)

სატურნირო მდგომარეობა

(30 აგვისტოსთვის)

ბომბარდირები: 3 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), როდრი (ალმერია); 2 - ბენზემა (რეალი), ტიევი (ესპანიოლი), ბუენო (რაიო ვალეკანო), შარლესი (სელტა), ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), რაულ გარსია (ატლეტიკო), მესი (ბარსელონა), პერდო (ბარსელონა), ველა (სოსიედადი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი