საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა შესარჩევ ციკლის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართა
30 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენი 21-წლამდელები ახალ შესარჩევ ციკლს სექტემბერში იწყებენ. პირველი ორი მატჩი სტუმრად გვაქვს - 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან, 9-ში სლოვაკეთთან. მათ გარდა, ჯგუფში მეტოქეებად ჰოლანდია და შოტლანდიაც გვყავს.

მომდევნო ეტაპზე ჯგუფის პირველადგილოსნების გარდა, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის. პლეი ოფი 14-დან შვიდ გუნდს გაცხრილავს, ამას დაემატება ფინალური ეტაპის მასპინძელი ჩეხეთი. ფინალური ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი კი ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდება.

ახლა კი პრესკონფერენცია:

- ამ ეტაპზე ეს ფეხბურთელები გამოვიძახეთ. შაბათ-კვირას ჩემპიონატების მატჩებია. თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, მაშინ, შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები მოხდეს.

- მიგაჩნიათ, რომ ისეთ ჯგუფში მოხვდით, სადაც ყველასთან შეიძლება თამაში და წარმატების მიღწევა?

- ნუ ვიტყვით იმას, რომ რთულ ჯგუფში არ მოვხვდით, ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. საქართველოს 21-წლამდელთა ეს ნაკრები ახალშექმნილი გუნდია და გრძელვადიანი მომზადების საშუალება არ გვაქვს. ფიფას კალენდრის მიხედვით გვიწევს ფეხბურთელების გამოძახება.

როცა ჯგუფის სიძლიერეზე ვლაპარაკობთ, მთავარი ის არის, ჩვენ რას წარმოვადგენთ. ევროპული ნაკრებების 3/4 კარგად განსწავლული გუნდია და ყველა მათგანს აქვს წინსვლა.

- საბოლოოდ დადასტურდა, რომ გიორგი ჭანტურიას დისკვალიფიკაცია სანაკრებო მატჩებზე არ გავრცელდება?

- ამაზე ოფიციალური წერილი მივიღეთ. ჭანტურიას ნაკრებში თამაშის უფლება აქვს.

- ლუქსემბურგსა და სლოვაკეთზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- ავსტრია-სლოვაკეთის მატჩს დავესწარი, სხვა მეტოქეების მატჩების ჩანაწერებიც გვაქვს...

- რა მიზანია დასახული ამ შესარჩევ ეტაპზე?

- ნაკრები შარშან ჩავიბარე, გუნდის ბირთვს 1990-91 წლებში დაბადებული ფეხბურთელები შეადგენდნენ, თუმცა მერე აქცენტი მომავალზე გადავიტანეთ და მეტწილად 1992-93 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს ვიწვევდი, იმათ, ვისაც მომდევნო შესარჩევშიც ექნებოდა თამაშის უფლება ასაკიდან გამომდინარე.

ვერ ვიტყვით, რომ დიდი ხნის შეთამაშებული გუნდი გვყავს, თუმცა ამ ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, წლობით ერთად რომ თამაშობენ. სელექცია ამით არ დასრულებულა, ის გრძელდება და თვალთახედვის არეში სხვა ფეხბურთელებიც არიან.

ლაშა დვალი ოპერაციას იკეთებს ისრაელში, ნიკა ძალამიძე ტრავმირებულია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ილურიძე ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულები. რაც მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდება ეროვნულ გუნდში, მით უკეთესი.

- წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების გამოსვლაზე რას გვეტყოდით?

- გორის "დილას" ფეხბურთელებმა, ილურიძემ და კობახიძემ კარგი საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს. სამწუხაროა, რომ დინამოელმა გიორგი პაპავამ არ ითამაშა "ტოტენჰემთან" საპასუხო შეხვედრაში. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს ახლა სათამაშო პრაქტიკა რომ აქვთ, ეს აუცილებელია.

პარუნაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ჯიღაური, გიგაური, ფანცულაია - ისინი თავიანთ კლუბებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ხელშემწყობი ფაქტორია.

ჩივაძის რჩეულნი

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (სპარტაკი ცხინვალი), კახა მეშველიანი (ზესტაფონი), გაბრიელ თებიძე (უგუნდოდ);

მცველები: არჩილ ტვილდიანი (სიონი ბოლნისი), მამუკა კობახიძე, გიორგი გაგნიძე (ორივე - დილა), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი), დავით უბილავა (ტორპედო ქუთაისი);

ნახევარმცველები: ლაშა ჩაფიძე, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - სპარტაკი ცხინვალი), ლაშა პარუნაშვილი (სიონი ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), მერაბ გიგაური (ტორპედო ქუთაისი), დავით კირკიტაძე (მეტალურგი რუსთავი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - ჩიხურა);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ნიკა კაჭარავა (რუბინი, რუსეთი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ენდელაძეს რატომ არ იწვევენ? ის ხომ უეფამ ათ საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.
maxo
რომ ამბობ დინამოდან არავინაა ტუ ვერ თამაშობენ როგორ აიყვანს ,მაშინ შენ მოდი და ითამაშე.
Zura
პაპავა რატომ არაა? და საერთოდ დინამოდან არავინ არააა?!
Dinamo Fan
თემურ გამოიძახე ჭანტურია და ყაზაიშვილი მაინც...
Dinamo Fan
ეს თავდასხმა ეროვნული ნაკრებისას 10 თავით ჯობია...
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს