უკრაინის ჩემპიონატში უკვე 7 ტური ჩატარდა, მაგრამ 26 წლის ქართველს "დნიპროს" მაისურა ჯერ არ მოურგია
ფოტოზე: სანდრო კობახიძეს (მარცხნივ) და კაბა კანკავას ერთად ყოფნა მხოლოდ მოედნის მიღმა უწევთ

დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ესტონურ "კალიუს" 2:0 სძლია და ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

როგორც ვწერდით, ქართველებიდან უჩა ლობჟანიძემ და სანდრო კობახიძემ ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი 39-ე წუთზე გოლიც გაიტანა (ანგარიში გახსნა).

კობახიძის თანაგუნდელმა ევგენი სელეზნიოვმა შენიშნა, რომ ქართველი მცველებს გაექცა, მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და მოჭრილი დარტყმით ესტონელთა კიპერს შანსი არ დაუტოვა.

უკრაინის ჩემპიონატში უკვე 7 ტური ჩატარდა, მაგრამ 26 წლის კობახიძეს "დნიპროს" მაისურა ჯერ არ მოურგია. "ფუტბოლთან" ინტერვიუში ქართველმა დაიჩივლასავით - ფეხბურთი ძალიან მომენატრაო...

- ესტონელებთან ძალიან აქტიური იყავით...

- დიდი ხანია, შემადგენლობაში არ ვყოფილვარ და თამაში მომენატრა. მსურდა, თავი გამომეჩინა. სტადიონზეც ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, ჩვენც მოედანზე ნამდვილი ფეხბურთის სათამაშოდ გავედით.

- საშინაო მატჩში უფრო გაგიჭირდათ, ვიდრე ტალინში?

- ასე ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივი თამაში იყო. მატჩს სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ, ვითომც პირველი შეხვედრა სულ არ ყოფილა. მით უმეტეს, დღეს იმ ფეხბურთელებმა ვითამაშეთ, რომელთაც მოედანზე გასვლა იშვიათად გვიწევს და, ბუნებრივია, ყველას თავის გამოჩენა გვსურდა.

- შეიძლება ითქვას, ესტონელებთან გულიანად ითამაშეთ?

- ყველა მატჩი გულიანად უნდა ითამაშო, სხვანაირად არაფერი გამოვა.

- ...მაგრამ დღეს ხომ განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არ ყოფილხართ? რაც პირველი მატჩის შედეგმა ("დნიპრომ" ტალინში 3:1 მოიგო) განაპირობა...

- ამ თვალსაზრისით მართლაც იოლი მატჩი იყო, რადგან სტუმრად გავიმარჯვეთ და ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მშვენიერი საფუძველი ჩავყარეთ. ამიტომ დღეს თავისუფლად ვთამაშობდით...

რაც შეეხება გოლს, სელეზნიოვმა ძალიან კარგი გადაცემა გამიკეთა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დავინახე, რომ კუთხე დაუცველი იყო და სწორედ იმ კუთხეში დავარტყი. გამიმართლა, ბურთი მიზანში მოხვდა.

- ევროპა ლიგაზე არიან ისეთი გუნდები, რომელთაც მეტოქეებად ისურვებდით?

- რომელიმე სასურველ მეტოქეს ვერ გამოვარჩევ. მთავარია, ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით და წინ ძალზე საინტერესო თამაშები გველის.

სპორტულ ტელეკომპანია " 2+2"-თან ინტერვიუში კი კობახიძემ თამაშის დასაწყისში მომხდარი უსიამოვნო ამბავი გაიხსენა, როცა სამედიცინო დახმარება დასჭირდა:

"ჩვეულებრივი საფეხბურთო ორთაბრძოლა იყო. ყველაფერი შემთხვევით მოხდა, ერთმანეთს შევეჯახეთ და თავი ოდნავ დამიზიანდა. პირველივე წუთებიდან მოედნის დატოვება არ მსურდა.

განსაკუთრებული არაფერია, ფეხბურთში ასეთები ხდება. დღეს მოედანზე პირველივე წუთებიდან გავედი, ფეხბურთელი კი თამაშისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს. მეც თავს აბსოლუტურად ნორმალურად ვგრძნობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

transferist
ჩვენი სასიქადულო თუ სასიხარულო ტრანსფერი, როგორც არი რა კაროჩე, :D))) ნუ *** ამ "ვაჰ რა მაგარი" ტრანსფერებით
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს