გრანპრის ფინალში დამარცხებული ჩინეთი
ბრაზილიის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო გრანპრის ფინალური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ჩინეთის ნაკრები დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალური შეხვედრა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა და ბრაზილიელებმა "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვეს - 3:0 (25:15, 25:14, 25:20). ამ მატჩის წინ, ორივე გუნდს ოთხ-ოთხი მოგება ჰქონდა და გრანპრის ტრიუმფატორი სწორედ მათ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო.

ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა პირველი ტაიმ-აუტი სასტარტო სეტის დასაწყისში აეღო, როცა ბრაზილიელებმა 6:1 წაიყვანეს ანგარიში. ამ მატჩამდე ჩინეთის ნაკრებმა ურთულესი ხუთსეტიანი შეხვედრა ჩაატარა იაპონიის გუნდთან, ამიტომაც აზიელები ფიზიკურად არც ისე კარგად გამოიყურებოდნენ. სათადარიგოთა სკამზე დარჩა ჟუ ტინგი, რომელმაც იაპონიასთან 33 ქულა დააგროვა.

მეორე პარტიაში დიდი ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ სეტის შუაში ბრაზილიელებმა შეილა კასტროს (მატჩში 18 ქულა) მონდომებით გაქცევა შეძლეს და ანგარიში გახდა - 19:11. მორიგმა ტაიმ-აუტმა ჩინელებს არ უშველა და ბრაზილია სეტებში 2:0 დაწინაურდა.

მესამე პარტია მატჩში ყველაზე დაძაბული გამოვიდა. პირველი შესვენებისთვის ბრაზილიელები მდევრის როლში აღმოჩდნენ - 6:8, არადა, იგებდნენ პარტიას 3:0. პაუზის შემდეგ, ჩინელებმა 11:7-მდე გაზარდეს უპირატესობა, მაგრამ ამის მათი გმირობები დასრულდა. ბრაზილიამ ტაიმ-აუტი აიღო და ამას მოჰყვა შესანიშნავი სპურტი, რომლითაც ეს გუნდი წინ გავიდა - 14:12. ბოლო პაუზა ჩინელებმა მაშინ აიღეს, როცა სამხრეთამერიკელები 20:19-ს იგებდნენ და მათ, საბოლოოდ, დამაჯერებლად მიიყვანეს მატჩი მოგებამდე.

ბრაზილიის ქალთა ნაკრებისთვის ეს წარმატება მეცხრეა ამ ტურნირის ისტორიაში. მესამე ადგილი სერბეთის გუნდმა დაიკავა, რომელმაც ბოლო მატჩში იტალიას მოუგო - 3:2 (22:25, 25:23, 20:25, 25:16, 15:11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა