კვიტოვამ TOP-10 დატოვა
ქალებს შორის თითქმის ყველა მატჩში იმ ჩოგბურთელებმა გაიმარჯვეს, რომლებიც რეიტინგში მეტოქეთა ზემოთ იდგნენ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ნა ლისა და ლორა რობსონს შორის.

ისინი აქამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 2012 წლის აშშ-ის ღიას მესამე რაუნდში, როცა ბრიტანელმა სამ სეტში გაიმარჯვა. ამჯერად ლორა მზად არ აღმოჩნდა ჩინელთან საბრძოლველად. ის პირველ სეტში ძალიან ბევრს ცდებოდა, მაგრამ მეორე სეტში გაბრძოლება შეძლო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ რთული იყო გამარჯვებაზე ფიქრი იმ დროს, როცა შვიდი "ვინერსი" და 30 უნებლიე შეცდომა დააგროვა - 2:6, 5:7.

კვიტოვამ TOP-10 დატოვა

ბოლო დროს პეტრა კვიტოვას სტატუსი ამა თუ იმ ტურნირზე გაურკვეველი რჩება. მას ყოველთვის განიხილავენ ფავორიტებს შორის, მაგრამ ადრეულ ეტაპზე მისი წაგებებიც აღარავის უკვირს. ელისონ რისკესთან მატჩში, რომელიც ტურნირზე სპეციალური მიწვევით მოხვდა, ჩეხი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. მართალია, ახალგაზრდა ამერიკელმა ბოლო დროს ოდნავ მოუმატა თამაშს, მაგრამ მისი მესამე წრეში გასვლა დიდ მოულოდნელობად აღიქვეს.

რისკე კორტზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პირველ სეტში მან რამდენიმე რთული მომენტი გადალახა და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. რა თქმა უნდა, მას მეტოქეც ეხმარებოდა. რისკე ძალიან სუფთად თამაშობდა და მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა, კვიტოვას კი ორ სეტში 27 შეცდომა დაუგროვდა.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ პეტრამ მეორე სეტის "მშრალად" წაგება დაიმსახურა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მუდმივად ცდებოდა - 3:6, 0:6. ჩეხის გასამართლებლად ის შეიძლება ითქვას, რომ მას წინა დღეს სიცხე ჰქონდა. საბოლოოდ, ამ წაგების გამო კვიტოვა დატოვებს WTA-ს რეიტინგის პირველ ათეულს და იქ ადგილს ელენა იანკოვიჩი დაიკავებს.

რისკეს მეტოქე მერვედფინალში გამოცდილი დანიელა ჰანტუხოვასა და ახალგაზრდა იულია გლუშკოს მატჩში ირკვეოდა. მეორე სეტში გლუშკომ მატჩზე ვერ ჩააწოდა და მესამე სეტში ჰანტუხოვამ კარგად გამოიყენე მეტოქის ეს საჩუქარი.

კინაღამ გამოეთიშა ბრძოლას პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი. სერბს ცენტრალურ კორტზე სერიოზული პრობლემები შეექმნა კრისტინა მაკჰეილთან მატჩში. ამერიკელმა აიღო პირველი სეტი და მეორეში მატჩზე აწვდიდა. ამ რთულ მომენტში ივანოვიჩმა კონცენტრაციის მოკრება მოახერხა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო. ამასთან, მაკჰილი ფსიქოლოგიურად არ გატყდა და მესამე სეტში ბევრი იბრძოლა, თუმცა ორსაათნახევრიან ბრძოლაში მაინც დამარცხდა.

აზარენკას პრობლემები

ვიქტორია აზარენკასთვის ტურნირის დასაწყისი კარგი გამოვიდა. ორ რაუნდში მან მხოლოდ ოთხი გეიმი წააგო, თუმცა ამით მისთვის იოლი მეტოქეები დასრულდა. მესამე წრეში მისი მოწინააღმდეგე იყო ალიზ კორნე, რომელიც ნელ, მაგრამ მეთოდურ პროგრესს აღწევს. ამ მოთამაშეთა გზები როლან გაროსზე გადაიკვეთა და მაშინ აზარენკას სამი სეტი დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ისტორია ნიუ იორკში გაგრძელდა.

პირველივე გეიმებიდან კორნემ მისთვის მოსახერხებელი ჩოგბურთის თამაში აიძულა მეტოქეს და მუდმივად მცირე უპირატესობა ჰქონდა ანგარიშში. სეტის ბოლოს ბელორუსმა ორი სეტბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, მაგრა იქ კორნე აშკარად უფრო ძლიერი იყო და დაწინაურდა პარტიებში.

მეორე სეტში ბელორუსმა მოუმატა თამაშს, შეცდომებსაც უკლო, მაგრამ კორნე კარგი მოწოდების ხარჯზე ინარჩუნებდა თანაფარდობას. თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში ფრანგმა შეცდომები ვერ აიცილა თავიდან, ბელორუსმა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მართალია, სეტის ბოლოს მსაჯთან კამათი მოუწია, მაგრამ კონცენტრაცია არ დაკარგა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მესამე პარტიაში ბელორუსმა იგრძნო თამაში და აშკარა უპირატესობა მიიღო. კორნე ცალკეულ გათამაშებებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ საერთო წარმატებაზე აღარ უნდა ეფიქრა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ჩააბარა ტურნირზე პირველი ტესტი - 6:7(2), 6:3, 6:2. აზარენკას წინ კიდევ ერთი გამოცდა აქვს - მერვედფინალში ანა ივანოვიჩთან.

იტალიური სიურპრიზი

კაროლინ ვოზნიაცკის ზედიზედ მეორედ მოუწია ღამის პროგრამაში ცენტრალურ კორტზე თამაში. თავიდან ისე ჩანდა, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი იოლად გაივლიდა იტალიელი კამილა ჯორჯის ბარიერს. დანიელმა მოიგო პირველი პარტია, მაგრამ შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნა.

იტალიელი აქტიურად მოქმედებდა და თუ პირველ სეტში ბევრი შეცდომა დაუგროვდა, მეორესა და მესამეში ეს ნაკლი გამოასწორა. გადამწყვეტ პარტიაში ვოზნიაცკიმ მატჩბოლებიდან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, მაგრამ კამილას სოლიდური უპირატესობა ჰქონდა ანგარიშში, მღელვარებას გაუმკლავდა და თავის მოწოდებაზე დაასრულა შეხვედრა - 4:6, 6:4, 6:3.

შემდეგ წრეში ის კიდევ ერთ იტალიელთან, რობერტა ვინჩისთან ითამაშებს. სხვათა შორის, ჯორჯი მეორედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში. პირველად ეს 2012 წლის უიმბლდონზე მოხდა.

განადგურება ჰალეპისგან

სიმონა ჰალეპისა და მარია კირილენკოს შეხვედრაში აშკარა ფავორიტი არ ყოფილა. რუსი რეიტინგში ოდნავ მაღლა დგას, მაგრამ რუმინელს კარიერაში საუკეთესო მომენტი უდგას. ჰალეპმა ამ ზაფხულს ოთხი ტურნირი მოიგო, თან ყველანაირ საფარზე. მოკლედ, სიმონა ბრწყინვალე ფორმაშია და მან ეს კირილენკოსთან მატჩში დაამტკიცა.

რუმინელი თამაშის ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, განსაკუთრებით კარგად კი, პირველი მოწოდება გამოსდიოდა; კირილენკოს კი პირველ სეტში მხოლოდ ერთი "ვინერსი" ჰქონდა. რაღაც მომენტში ჰალეპმა ზედიზედ 17 (!) ქულა აიღო.

მეორე სეტში თამაშის სურათი არ შეცვლილა. მართალია, იყო რამდენიმე რთული გეიმი, მაგრამ რუსი ბოლო მომენტში წარუმატებლად მოქმედებდა. ერთხელ კირილენკომ ჩოგანიც კი დაამტვრია, თუმცა ამას თამაშის მსვლელობაში გარდატეხა არ შეუტანია - 6:1, 6:0.

III წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:3, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ, 15)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ, 23) 6:1, 6:3; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 18)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-კაია კანეპი (ესტ, 25) 6:0, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 32) 6:4, 7:6(1); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 24)-საბინ ლისიცკი (გერ, 16) 6:4, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 9)-კურუმი ნარა (იაპ) 6:4, 7:6(5); ნა ლი (ჩინ, 5)-ლორა რობსონი (ბრიტ, 30) 6:2, 7:5; კამილა ჯორჯი (იტა)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 6) 4:6, 6:4, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 10)-კარინ კნაპი (იტა) 6:4, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 21)-მარია კირილენკო (რუს, 14) 6:1, 6:0; ფლავია პენეტა (იტა)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 27) 7:5, 6:1; ელისონ რისკე (აშშ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7) 6:3, 6:0; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-იულია გლუშკო (ისრ) 3:6, 7:5, 7:6(4); ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 4:6, 7:5, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ალიზ კორნე (საფ, 26) 6:7(2), 6:3, 6:2.

1/8-ფინალი

ს. უილიამსი (1)-სტივენსი (15); ნავარო (18)-კერბერი (8); ა. რადვანსკა (3)-მაკაროვა (24); იანკოვიჩი (9)-ლი (5); ჯორჯი-ვინჩი (10); ჰალეპი (21)-პენეტა; რისკე-ჰანტუხოვა; ივანოვიჩი (13)-აზარენკა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-ის ღია პირველობა: მეორე სენსაცია ქალებში

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"თითქოს პირველად ესმოდათ უკრაინის შესახებ, ომზე, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ" - უკრაინელმა სამხედრომ პსჟ-ის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი მოჰყვა
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
აშშ-ის ღია პირველობა: ამერიკას ერთი ამერიკელი შემორჩა
ᓥᓐᓚᓔᓑᓘ ᓨᓐᓜᓮᓐᓘᓡ "ᓛᓐᓡᓢᓔᓠᓡᓘᓡ" ᓩᓠᓓᓘᓚᓨᓘ
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ