საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური
იმერული დერბი საკმაოდ უღიმღამო და მოსაწყენი გამოდგა. "ჩიხურამ" მატჩის დებიუტშივე გატანილი ერთადერთი გოლით სძლია "ზესტაფონს" და კვლავ პირველ ადგილზე აღზევდა.

მოგებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ საჩხერელებმა თამაშის ხარისხიც თუ არ გააუმჯობესეს, საეჭვოა, ლიდერობა დიდხანს შეინარჩუნონ.

რაც შეეხება "ზესტაფონს", რატკო დოსტანიჩის გუნდს ძალზე ცუდი სტარტი გამოუვიდა. არადა, ეს გუნდი საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და გამოცდილი სამწვრთნელო შტაბიც ჰყავს.

"დინამოსა" და "ტორპედოსთან" დამარცხების მიუხედავად, ზესტაფონელთა თამაშში გარკვეული პერსპექტივები ჩანდა, თუმცა მათი ბოლო თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა...

საჩხერელებმა პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დაასრულეს - მარჯვენა ფრთიდან ბესიკ დეკანოიძემ საჯარიმოში გააკეთა გადაცემა, რატი წინამძღვრიშვილმა ბურთი კარგად გაატარა და გიორგი დათუნაიშვილმა თითქმის პენალტის ნიშნულიდან ნომინალური მასპინძლები დააწინაურა.

სწრაფი გოლის შემდეგ "ჩიხურამ" ორჯერ მწვავედ შეუტია, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

ამასობაში სტუმრებიც გააქტიურდნენ. ირაკლი ქობალიამ საჯარიმოს გარედან საჩხერელთა კარის მიმართულებით დააქუხა. მეკარე რევაზ თევდორაძეს ბურთი აეჭრა, მაგრამ გაუმართლა და ხარიხას ოდნავ გადასცდა.

მომდევნო 10-წუთიან მონაკვეთში თამაში გამოცოცხლდა და შეხვედრა ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. ჯერ მასპინძლებმა შეუტიეს კარგად. გიგა ბეჭვაიას ფლანგური გადაცემის შემდეგ წინამძღვრიშვილი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

საპასუხოდ, ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირამ ჯარიმის გათამაშების შემდეგ ძალზედ სახიფათოდ დაარტყა საჩხერელთა კარის მიმართულებით, თუმცა ფრუიძის შეგირდები ამ ეპიზოდში ძელმა იხსნა.

შეტევების გასაძლიერებლად დოსტანიჩმა ლევან შარიქაძის ნაცვლად მოედანზე გამოცდილი ალექსანდრე გურული შეიყვანა, თუმცა ზესტაფონელთა შეტევებს სიმწვავე არ მომატებია. თამაში დაწყნარდა და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. გუნდები შეტევების განხორციელებას კი ცდილობდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა.

ზესტაფონელთა სერბი მწვრთნელი, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წავიდა, როცა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე ლევან კუტალია შეიყვანა. სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შეტევები კარში დარტყმით იშვიათად სრულდებოდა.

დასამახსოვრებელი იყო ნაემეკა აჯურუს უძლიერესი შორეული დარტყმა, რომელიც ხარიხას გადასცდა.

"ზესტაფონის" ნიგერიელმა ლეგიონერმა კიდევ ერთ ეპიზოდში იაქტიურა, როცა მის ფლანგურ გარღვევასა და ჩაწოდებას ქობალიას თავური მოჰყვა, თუმცა ბურთი ამჯერადაც ასცდა მიზანს. 70-ე წუთზე ზესტაფონელებს ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსიც მიეცათ - გურულმა გიორგი ადამია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა თევდორაძემ კარი დროულად დატოვა და დარტყმა მოიგერია.

ხუთიოდე წუთში ზესტაფონელები უმცირესობაში დარჩნენ. მსაჯმა უხეშობისთვის ვახტანგ ჭანტურიშვილი გააძევა. 10 კაცით დარჩენილი "ზესტაფონი" კვლავ აგრძელებდა შეტევებს, მაგრამ საქართველოს ორგზის ჩემპიონებს კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდათ, მათი შეტევები საკმაოდ იოლად იკითხებოდა.

საჩხერელთა იშვიათი საპასუხო შეტევებიდან დავით ოდიკაძის ძლიერი დარტყმაა გამოსარჩევი, როცა ჯიღაურის ჩაწოდების შემდეგ შეუჩერებლად დაარტყა, თუმცა ხარიხას გადააცილა.

ეს იყო და ეს, დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. "ჩიხურამ" თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და პირველ ადგილზე მოკალათდა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

რატკო დოსტანიჩი ("ზესტაფონის" მწვრთნელი):

"თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ და სწრაფი გოლი მივიღეთ. ამის შემდეგ "ჩიხურა" მთელი ძალებით იცავდა თავს და ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოვახერხეთ. მარცხის მიუხედავად, მჯერა ჩემი გუნდის... თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მე უფრო მჯერა მათი, ვიდრე მათ - საკუთარი თავის. ახალი გუნდი გვყავს, ფეხბურთელები მზადების სხვადასხვა ეტაპზე არიან, შესათამაშებლად და მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო გვჭირდება".

უმაღლესი ლიგის IV ტური

სატურნირო ცხრილი

დერბი უღიმღამო სცენარით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: სიურპრიზების მოლოდინი
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ჩიხურა-სამტრედია 2:2 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს! [VIDEO+PHOTO]
ᓐᓛᓑᓘცᓘუᓠᓘ "ᓡᓐᓡᓙᓝ" ᓡᓐᓥᓐრᓗᓕეᓚᓝᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓧᓝᓤიᓚ ᓛᓝᓗᓐᓛᓐᓨᓔᓔᓑᓡ ᓘᓛᓐᓢᓔᓑᓡ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ტორპედო-ჩიხურა 0:3 - "ჩიხურა" გალიდერდა, "ტორპედო" გოლზე ოცნებობს [VIDEO]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"
ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები
ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი
რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა
მირიან გეწაძე: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც თამაშებს არ ყიდულობს და არც ყიდის!
საქართველოს 2015/16 წლების თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილია
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:2 - გასვლა სჯობდა თუ გაუსვლელობა? [VIDEO]
გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება
ბექა გოცირიძე მარტვილის "მერანში" ერთ თვეა ვარჯიშობს და უკვე 14 კგ დაიკლო
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"ერთმანეთს ვეკითხებოდით - ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე?"
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება