ფეხბურთელი ტყუპები კომპანია Warner Bros-მა დაამზადა

ვარშავაში, პოლონეთის ნაციონალურ თეატრში ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ოფიციალური თილისმის პრეზენტაცია გაიმართა. უკრაინასა და პოლონეთში გასამართი ჩემპიონატის თილისმა ფეხბურთელი-ტყუპები გახდნენ, რომლებიც მასპინძელი ქვეყნების ნაციონალურ ფერებში არიან გამოწყობილნი. შესაბამისად, უკრაინის წარმომადგენელს ყვითელ-ლურჯი ფორმა აცვია,

პოლონელს კი თეთრ-წითელი [ნახეთ ვიდეო].

თილისმის პრეზენტაციის ცერემონიაში მონაწილეობდნენ UEFA Events-ის დირექტორი დევიდ ტეილორი და ტურნირის დირექტორი მარტინ კალენი. სიმბოლოები კომპანია Warner Bros-მა დაამზადა, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის თილისმის შემქმნელია.

ჩემპიონატის თილისმათა სახელებს ორივე მასპინძელი ქვეყნის მაცხოვრებლები შეარჩევენ. ამისთვის სპეციალური არჩევნები ჩატარდება. ამჟამად შერჩეულია სამი სახელი, რომელთაგან ერთერთისთვის ხმის მიცემა შეიძლება, ესენია: სლავეკი და სლავკო, სემკო და სტრიმკო, კლემეკი და ლადკო.

იმავდროულად უკრაინაში კონკურსი არაოფიციალური ”სახალხო” თილისმის გამოსავლენად ტარდება. წლის ბოლომდე უკრაინელები აირჩევენ ”მხეცუნას, რომელიც არსებობს უკრაინის ფაუნაში”. ეს მთავარი მოთხოვნაა არაოფიციალური თილისმისთვის. აღნიშნული ინიციატივით უკრაინის ვიცე-პრემიერი ბორის კოლესნიკოვი გამოვიდა, რომელიც ქვეყნის ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისზეა პასუხისმგებელი. კონკურსი 5 ნოემბერს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს კიევში უკრაინის ლოგოტიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპეციალურად ევრო-2012-თვის შეიქმნა. ის გახდა მზესუმზირა, რომელიც სიმბოლურად მასპინძელი ქვეყნების სითბოსა და სტუმართმოყვარეობას განასახიერებს. 2009 წლის 14 დეკემბერს კიევში თავად ტურნირის ლოგოტიპი წარმოადგინეს.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მატჩები ოთხ უკრაინულ (კიევი, ლვოვი, დონეცკი და ხარკოვი) და ოთხ პოლონურ (ვარშავა, პოზნანი, ვროცლავი და გდანსკი) ქალაქში ჩატარდება. ფინალი კიევში გაიმართება.

მომზადებულია "Украина-2012"-ის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა