არსებობს იმედი, რომ თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო 2014 წლის ბიუჯეტში კლუბისთვისაც გამონახავენ ფინანსებს
უეფას თასის წინასწარი ჯგუფური ეტაპის მატჩები დასასრულს მიუახლოვდა, შემოდგომაზე კი ტურნირის ძირითადი ნაწილი დაიწყება.

უკვე ცნობილია II ჯგუფში "იბერია სტარის" მეტოქეთა ვინაობა და შეხვედრების განრიგი. მატჩებს უნგრეთის ქალაქი დიორი უმასპინძლებს. ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

"იბერია "სტარის" შეხვედრათა განრიგი ასეთია:

1 ოქტომბერი. 18:30 (თბილისის დროით). იბერია სტარი-გრანდ პრო ვარნა (ბულგარეთი); 2 ოქტომბერი. 18:30. ტანგო სარაევო (ბოსნია)-იბერია; 4 ოქტომბერი. 21:30. იბერია-დიორი ეტო (უნგრეთი).

"იბერია სტარმა" უეფაში უკვე წარადგინა განაცხადი: 1. ერნესტ აკოპოვი (მეკარე); 3. ალექსანდრე ძაბირაძე; 4. მურთაზ კაკაბაძე; 5. ზურაბ ლუკავა; 7. გიორგი ალთუნაშვილი; 8. ირაკლი თოდუა; 9. გიორგი თოთლაძე; 10. ვახტანგ ჯვარაშვილი; 11. ლაშა სიგუნავა; 12. თორნიკე ბუკია (მეკარე); 17. გაგა თიბილაშვილი; 20 გიორგი ტიკურიშვილი. მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი.

კლუბის მენეჯერი გიორგი დარჯანია:

"ფინანსური პრობლემების გამო "იბერია სტარი" იძულებული იყო, ყველა ბრაზილიელი გაეშვა. ამჟამად გუნდში არც ერთი ლეგიონერი აღარ არის.

ძველებიდან დარჩნენ აკოპოვი, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი და თიბილაშვილი; დანარჩენები - მეკარე ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, თოდუა, თოთლაძე, სიგუნავა და ტიკურიშვილი - ახალწვეულები არიან".

დარჯანიასვე თქმით, არსებობს იმედი, რომ თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო 2014 წლის ბიუჯეტში "იბერია სტარისთვისაც" გამონახავენ ფინანსებს.

ამასობაში ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა უეფას თასის G ჯგუფის მატჩები. ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა მალტის "ჰიბერნიანსი", რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ავარჯიშებს.

გადამწყვეტ მატჩში "ჰიბერნიანსმა" დანიურ "გენტოფტეს" (სამი ესპანელი ლეგიონერი ჰყავს) 3:2 სძლია. გადამწყვეტი გოლი დავით ბობოხიძის ანგარიშზეა.

მართალია, "ჰიბერნიანსი" ძირითად ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ ამ გუნდმა მალტის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ფუტსალს ბათუმიც შეუერთდება

საქართველოს ფუტსალის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა კვიციანი ბათუმში იმყოფებოდა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს შეხვდა. როგორც ირკვევა, მოლაპარაკება გარკვეული შედეგით დასრულდა.

"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ბათუმის "დინამო" ფუტსალის გუნდს დააფუძნებს და საქართველოს ჩემპიონატშიც გამოიყვანს. მათ გარდა, გუნდს გამოიყვანს გორი, თბილისში კი ახლახან დაფუძნდა "გრანდი".

მიმაჩნია, რომ რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუ გვსურს, რომ ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი მხოლოდ თბილისური კლუბებით არ შემოიფარგლოს. ჩვენი ფუტსალის მომავალს მხოლოდ ამაში ვხედავ", - ამბობს კვიციანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hendrix
იბერია გაბრწყინდა ხალხნოოო! :)))
jimi
არ მესმსის, რატომ უნდა აფინანსოს სახელმწიფონ საქართველოში ბრაზილიელების სამუშაო ადგილების შექმნა. ან რა პოპულარული სახეობა მინი ფეხბურთია, ან რა ყაზახეთივით ვიქცევით.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
ვახტანგ წერეთელი საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად დაარეგისტრირეს
TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
საფიქრალი: როგორ ჩამოვიშოროთ კოსოვო? არსებობს რამდენიმე არგუმენტი
ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ბათუმის "დინამო": სტადიონი თუ არა, ბაზა მაინც...
კლუბების სკანდალური გადაწყვეტილება - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ჩაიშალა?
ფუტსალის ასოციაციაში დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება
ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით
"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"
სასამართლომ ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
ქართულ ფუტსალში დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
ᓕᓐᓮᓢᓐᓜᓒ ᓬᓔᓠᓔᓗᓔᓚᓘ: ᓔᓡ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓡᓞᓝᓠᓢᓣᓚᓘ ᓐᓠᓮᓘ...
[მოედანს მიღმა] მიზანმიმართული, ერთგული და რისკიანი რონინიო