საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციის უმოქმედობა აკვირვებს
ქართულ ფუტსალში არსებული მდგომარეობა უკვე კატასტროფულია. ეროვნული ჩემპიონატი არ ტარდება, კლუბები ფინანსურ გაჭირვებაში არიან და ასე შემდეგ.

ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს დაუსრულებელი დაპირისპირება საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში (სფა). ამის გამო, სფფ-ის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციას 31 დეკემბრამდე წევრობა შეუჩერა, ანუ, ვიდრე ასოციაცია წესდებას არ შეცვლიდა და არჩევნებს არ დანიშნავდა.

ახლა ეს სამყარო ორად არის გახლეჩილი. მცირე ხნის წინათ, გამგეობის წევრებმა ლევან გრიგოლიამ და გიორგი დარჯანიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა გამართეს და გარდაცვლილი ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის, დევი სირაძის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტად ლევან გრიგოლია აირჩიეს, ზვიად ხაჩირაშვილი კი - გამგეობის წევრად.

ისინი აცხადებენ, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა კითხვები კვლავ უპასუხოდ დატოვა და ფინანსური ანგარიში არ წარადგინა. ზემოთ ხსენებულ პირთა შეკრებას სფა-ს პრეზიდენტი კახა დევდარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ბექა კვიციანი უკანონოს უწოდებენ. 21 დეკემბერს არჩევნები მათ თავადაც დაგეგმეს.

"ეს, ეგრეთ წოდებული, ყრილობა უკანონო იყო და იქ მისვლა არც გვიფიქრია. მათ საჯარო რეესტრმა ერთხელ გარკვევით უთხრა, რომ ყრილობის გამართვის წესებს არღვევდნენ, მაგრამ მაინც თავისას ცდილობენ.

უფრო ის მიკვირს, ფეხბურთის ფედერაცია ამ ყველაფერს მშვიდად რომ უყურებს, გამგეობის 2 წევრის მიერ მოწვეულ სხდომას დარბაზს უთმობს, რეაგირებას არ ახდენს და თავისი უმოქმედობით, უკანონობის დაკანონებას უწყობს ხელს. ჩვენ კი სფფ-ს აღმასკომის 9 ოქტომბრის დადგენილებას ვიცავთ.

რაც შეეხება სფა-ს საარჩევნო კონფერენციის თარიღს, ის უკვე დადგენილია - საპრეზიდენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება და უკანონობებს წერტილი დაესმება. უახლოეს დღეებში გამგეობის სხდომა დელეგატების კვოტას დააადგენს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველები კანდიდატურის წარმოდგენას შეძლებენ", - ამბობს კვიციანი.

სფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეროვნული ჩემპიონატი 26 ნოემბერს დაიწყება და თბილისის 3 ("იბერია", "გრანდი", "თელასი") და რეგიონის 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისის, მცხეთისა და შიდა ქართლის, ხოლო თასზე უფრო მეტიც ჩაერთვება, მათ შორის - ლანჩხუთის "გურიაც", რომელიც სფა-ს სუბიექტი გახდა და ფუტსალის გუნდს აყალიბებს.

ამავე დროს, ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც კლუბებს გააცნეს ჩემპიონატის რეგლამენტი და კალენდარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
Anfield Watch: იდეალური ტრანსფერი "ლივერპულისთვის" - ხვიჩას გადაბირება ვერ მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დამატებაა შესაძლებელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
ვახტანგ წერეთელი საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად დაარეგისტრირეს
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
საფიქრალი: როგორ ჩამოვიშოროთ კოსოვო? არსებობს რამდენიმე არგუმენტი
ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
ქართული ფუტსალის მესვეურები ზვიად სიჭინავას ბრალს სდებენ
კლუბების სკანდალური გადაწყვეტილება - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ჩაიშალა?
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
"იბერია სტარი" უეფას თასის გათამაშებაში ისე ერთვება, ერთი საკონტროლო მატჩიც არ ჰქონია
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ცნობილია
ფუტსალის ასოციაციაში დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება
"იბერია სტარს" მინისტრი და მერი დაეხმარებიან?
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
"კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"
სასამართლომ ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს, მაგრამ...
ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
2018 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში? პროგრამა რეალურია!
კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში
ლევან ცქიტიშვილი: თქვას ფეხბურთის ფედერაციამ, ვინ არის ნამდვილი პრეზიდენტი!
ᓕᓐᓮᓢᓐᓜᓒ ᓬᓔᓠᓔᓗᓔᓚᓘ: ᓔᓡ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓡᓞᓝᓠᓢᓣᓚᓘ ᓐᓠᓮᓘ...
საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს
ფუტსალში განხეთქილებაა - ლევან ცქიტიშვილი ასოციაციის პრეზიდენტობიდან გადააყენეს
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!