მარკ უებერი მიდის
ნათელი მოეფინა მომავალი სეზონის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგას - ავსტრიული ტელეარხის, Servus TV-ის პროგრამა Sports und Talk-ში "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ დაადასტურა:

2014 წელს ავსტრიულ საჯინიბოში მარკ უებერს დანიელ რიკარდო შეცვლის.

ამის შესახებ ჭორები დიდი ხანი დადიოდა, ასე რომ, სიურპრიზი არ მომხდარა - სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი იქნება პერსპექტიული ავსტრალიელი, რომელიც ჯერჯერობით სერიოზული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. 2009 წელს, ბრიტანულ F3-ში გამარჯვების შემდეგ, რიკარდოს ტიტული არ მოუგია, 2010 წელს კი მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა-რენო 3.5-ში. რიკარდო დიდი ხანი იყო "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის წევრი და მიიღო მთავარი პრიზი - ადგილი საჩემპიონო გუნდში.

ფორმულა 1-ში ავსტრალიელს ზუსტად 50 გრანპრი აქვს ჩატარებული და ჯამში 22 ქულა მოპოვებული. მისი საუკეთესო შედეგია მეშვიდე ადგილი ჩინეთის გრანპრიზე.

"ახლა ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს, თუმცა აღელვებული ვარ. იმ მომენტიდან, რაც 2011 წელს ფორმულა 1-ში მოვედი, იმედი მქონდა, რომ ეს დღე დადგებოდა. თანდათან რწმენა ღრმავდებოდა, რამდენჯერმე კარგ შედეგს მივაღწიე და საბოლოოდ, "რედ ბულმა" მე ამირჩია. არ მინდა, მხოლოდ ათეულში მოსახვედრად ვიბრძოლო; ვოცნებობ, დიდ გამარჯვებებს მივაღწიო.

მადლობას ვუხდი გუნდს ბოძებული შანსისთვის. კარგად ვიცნობ "რედ ბულს", რომელშიც 2010 წელს სარეზერვო პილოტი ვიყავი. ამიტომაც ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდება.

სებასტიან ფეტელთან ერთად გამოსვლა - დიდი გამოწვევაა ჩემთვის, თუმცა ამას მოუთმენლად ველოდები. ჩემი მიზანი ამ სეზონში მაქსიმალური შედეგების მიღწევაა "ტორო როსოს" ბოლიდით, რის შემდეგაც მთლიანად კონცენტრაციას მომდევნო სეზონზე და ჩემი კარიერის შემდეგ სტადიაზე მოვახდენ", - განაცხადა დანიელ რიკარდომ.

"რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ 2014 წელს სებასტიან ფეტელი და მისი ახალი თანაგუნდელი თანაბარ პირობებში იქნებიან და პრიორიტეტი არავის მიენიჭება.

24 წლის ბრიტანელმა პილოტმა ჯეიმს კალადომ თავის "ტვიტერზე" დაწერა იმის შესახებ, რომ მონცაში მას მეტად დატვირთული უქმეები ელოდება, მოგვიანებით კი "ფორს ინდიას" პრესსამსახურმა დაადასტურა კონტრაქტი - კალადო ინდური საჯინიბოს სარეზერვო პილოტი გახდა და ის იტალიის სარბოლო უქმეებზე, პარასკევის პირველი თავისუფალი პრაქტიკისას მიუჯდება "ფორს ინდიას" ბოლიდის საჭეს.

წელს ჯეიმსი გამოდის GP2-ის სერიაში, სადაც ერთი ეტაპი მოიგო და ხუთჯერ ავიდა პოდიუმზე. გარდა ამისა, კალადო "ფორს ინდიას" შემადგენლობაში ივლისში მონაწილეობდა სილვერსტოუნში გამართულ ახალგაზრდულ ტესტებზე და პირველ დღეს საუკეთესო დრო აჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: წელს დიდი სეზონია

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ფორმულა 1: ბრძოლა მექსიკაში გრძელდება
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები
სებასტიან ფეტელი ანტირეიტინგში
მარკ უებერი პოდიუმით წავიდა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ლუისის შანსი თუ ნაბიჯი ტიტულისკენ?
"მისი ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - სერხიო პერესი
გია გრიგალავათი გერმანული ბუნდესლიგის ორი კლუბი დაინტერესდა
ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრი: ლუისის ბოლო შანსი
მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა [VIDEO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: "ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓫᓐᓚᓘᓐᓜ ᓣᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓝᓐ
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
ᓣᓜᓒᓠᓔᓗᓘᓡ ᓒრᓐᓜᓞᓠᓘ: ᓡᓐᓘᓜᓢᓔრᓔᓡᓝ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1-ის გუნდში მრბოლელების კორონავირუსით დაინფიცირება სურდათ
ფორმულა 1: ჩვეული დუბლი და გინება მეხიკოში
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
სენსაცია ბაქოში: სამეულში ერთი ლიდერიც კი ვერ მოხვდა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა