ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. I ტური
4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათი და 30 წუთი რომ შესრულდება, საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები ჰიმნებზე გაიჭიმებიან, შემდეგ ერთმანეთს გაეჭიმებიან და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გამოვლინდება ჯგუფის პირველი მატჩის გამარჯვებული.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი 16:20 სთ-იდან შემოგვთავაზებს.

წილისყრა რომ გაიმართა, იმ დღიდან პოლონელებიცა და ქართველებიც ერთსა და იმავეს ამბობენ - ვინც გახსნით შეხვედრაში გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამსო.

ასეცაა, თუმცა შეჯიბრების პირველი ეტაპი ერთი კი არა, 5 მატჩისგან შედგება და მთავარია თავიდან ბოლომდე სტაბილურად თამაში.

ამხანაგურ მატჩებში საქართველომ დაგვარწმუნა, რომ ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას არყოფნაშიც ბრძოლისუნარიანი გუნდია და მეტოქეებისთვის ათასგვარი სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია, განსაკუთრებით - პოლონეთისთვის, რომელსაც ორი უმაღლესი დონის ცენტრი - მარცინ გორტატი და მაცეი ლამპე ჰყავს.

ასეთ დროს იოლი გასაშიფრია მეტოქის სტრატეგია. თავადაც ნახავთ, რომ ბურთების ნახევარზე მეტი სატყორცნად სწორედ ამ დუეტზე წავა. ჰოდა, საქართველოს ნაკრები წლეულს ამხანაგურ მატჩებში სწრაფი თამაშისთვისა და სამქულიანების "სეტყვისთვის" რომ ემზადებოდა, სწორედ პოლონეთის თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო. უკანახაზელებში ხომ უპირატესობა ჩვენს მხარეზეა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ვამბობდეთ, რომ ლამპე-გორტატის დუეტი გიორგი შერმადინის, ნიკა ცქიტიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის ტრიოზე უკეთესია. შერმადინს ღირსეულად უთამაშია ბონიფაც ნდონგის, სოფოკლის შორციანიტისის, ნიკოლა მიროტიჩისა და სხვა ცენტრების წინააღმდეგ, უჯობნია კიდეც და სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ არა მხოლოდ ევროპელ, არამედ NBA-ს ცენტრების ელიტაშიც ეკუთვნის ადგილი.

თან, შერმადინს უნდა შევახსენოთ, გორტატმა რომ თქვა - ევროპის ჩემპიონატზე არ მოიძებნება კალათბურთელი, მე რომ შემაჩერებსო...

"გორტატთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადები. ვიცი, რომ ამ კალათბურთელის შეჩერება წარმატებისკენ სერიოზულ ნაბიჯს გადაგვადგმევინებს. ის შეუჩერებელი ნამდვილად არ მგონია", - გვითხრა ნიკა ცქიტიშვილმა.

ვარჯიშის შემდეგ შერმადინსაც გამოველაპარაკეთ:

"ძალიან რთული შეხვედრა გველის და რომელიმე გუნდის ფავორიტად დასახელება არ შეიძლება. მთავარია, კარგად ვიცით მატჩის მნიშვნელობა და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

იმედია, შეხვედრის დამთავრების შემდეგ კარგ ხასიათზე ჩვენ ვიქნებით".

იგორ კოკოშკოვის სიტყვებით დავასრულოთ:

"პოლონეთის ნაკრები ყველა რგოლში ძლიერია, თუმცა ჩვენც გამოცდილი და თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.

მეტოქის წინააღმდეგ შესაფერისი სტრატეგია შევიმუშავეთ და ვიმედოვნებ, კალათბურთელები ყველაფერს კარგად შეასრულებენ.

გუნდი სათანადო ფორმაშია, რაზეც მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებული მატჩები მეტყველებს".

3 სექტემბერსვე, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს დროშა ევროპის წამყვან, 24 საკალათბურთო ქვეყანას შორის ღირსეულად ფრიალებდა...

ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
საქართველო-პოლონეთი 20:14 (I მეოთხედი)
შაკო
ავტორო შენ იუმორში და ექსპერტობაში ძაან :)
salo
ეს გაეჭიმებიან გაიჭიმებიან რაა? :D წარმატებები ბიჭებოო
ზვიადი
"საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები ჰიმნებზე გაიჭიმებიან, შემდეგ ერთმანეთს გაეჭიმებიან" ავტორო თუ ხუმრობ, ცუდად ხუმრობ და თუ სერიოზულად წერ, მაშინ ყოჩაღ შენ
ნინო
წარმატებები !!!!!!! უფალი გფარავდეთ !!!!!!!!!
თემო
„საქართველოს დროშა ევროპის წამყვან, 24 საკალათბურთო ქვეყანას შორის ღირსეულად ფრიალებდა...“ დროშის ღირსეულად ფრიალი საკმაოდ საინტერესო პასაჟია. :) იმედია, ტურნირის შემდეგ ნამდვილად გვექნება საფუძველი ჩვენი ბიჭების კარგი გამოსვლა შევაქოთ.
Shukvani
მოუთმენლად ველოდები... წინ ბიჭებო გაგვახარეთ!!!
dato
ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ბიჭებს!!!!
საქართველოსთვის!!!
საქართველოსთვის ბიჭებო!!!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა