საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების პირველ ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების პირველ ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრებაში თავდაპირველად აღმოსავლეთ ზონის გუნდები ჩაერთნენ.

პირველი ტურის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ლიდერობისა და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლას რამდენიმე გუნდი შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "ხულიგანა" ყოველწლიურად კარგავს თავის აღზრდილ მოთამაშეებს, მაინც სოლიდურ და ძლიერ გუნდად რჩება. მამუკა ტყეშელაშვილის სამწყსომ პირველ ტურში შინ დაამარცხა მშრალი ანგარიშით გარდაბნის "მგლები" - 54:0.

კვლავ ფავორიტია გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული "თიბისი", რომელიც წლეულს თსუ-სთან გაერთიანდა.

ამ გუნდმა, რომელსაც ბადრი ბოხუა წვრთნის, თბილისის "წიქარას" დიდი ანგარიშით - 74:0 მოუგო. როგორც ჩანს, სერიოზული გუნდი შეიქმნა "დინამოში", რომელმაც სამოყვარულო კლუბი თბილისის "დევები" დაამარცხა დამაჯერებლად - 41:8.

ამ ტრიოს დავაში შეიძლება ჩაერიოს ახალშექმნილი სტუ, რომელმაც თბილისის "ივერია" 15:0 დაამარცხა.

დასავლეთ ზონაში შეჯიბრება მოგვიანებით, მომავალ უქმეებზე დაიწყება.

I ლიგა

აღმოსავლეთი ზონა

I ტური

თიბისი თსუ-წიქარა 74:0, ივერია-სტუ 0:15, ვეფხვები-ჯვაროსნები 26:5, ხულიგანა-მგლები 54:0, დინამო-დევები 41:8.

სატურნირო მდგომარეობა:

1. თიბისი თსუ - 5 ქულა, 2. ხულიგანა - 5, 3. დინამო - 5, 4. ვეფხვები - 4, 5. სტუ - 4, 6. ივერია - 0, 7. ჯვაროსნები - 0, 8. დევები - 0, 9. მგლები - 0, 10. წიქარა - 0.

II ტური

მგლები-ივერია, ჯვაროსნები-თიბისი თსუ, სტუ-ვეფხვები, დინამო-წიქარა, დევები-ხულიგანა.

დასავლეთი ზონა

I ტური

8 სექტემბერი

რაინდები-ჯრუჭი, არწივები-დინოზავრი, დელფინები-ბათუმი XV (ბაგრატი ისვენებს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად