ყაზანელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ასათიანის ფასი კარგად იცის
რუსული პრემიერლიგის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრების მცველი მალხაზ ასათიანი მისამართს რომ შეიცვლის, ამას უკვე ვწერდით. ასათიანს მოსკოვის "ლოკომოტივთან" საკონტრაქტო ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება და ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს რკინიგზელთა კლუბს. ქართველ მცველს, რომლის სატრანსფერო ფასი ამჟამად 4 მილიონი ევროა, მსურველი კლუბი უსასყიდლოდ დაიმატებს.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, სად გააგრძელებს კარიერას ეროვნული გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა.

ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, მალხაზმა რუსული პრემიერლიგა არ დატოვოს. როგორც გავიგეთ, ასათიანის დამატებით ჯერაც მოქმედი ჩემპიონი, ყაზანის "რუბინია" დაინტერესებული. ყაზანელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა იცის ასათიანის ფასი და შესაძლოა, კიდევ ერთი ჩვენებურიც დაიმატოს. ასევე შესაძლოა, მალხაზის ტრანსფერზე მოსკოვის "დინამომაც" იზრუნოს, თუმცა დედაქალაქური კლუბი ჯერჯერობით არ აქტიურობს. უკვე 7 წელია, რაც ასათიანი რუსულ პრემირლიგაშია. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ მისი გადაბირების სურვილი სხვა კლუბებმაც გამოთქვან.

თუ ასათიანმა რუსეთი მაინც დატოვა, მაშინ შესაძლოა, ინგლისში ან საფრანგეთში გააგრძელოს კარიერა. ჩვენი ინფორმაციით, ერთერთმა აგენტმა ასათიანით გაძლიერება "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" შესთავაზა. ამ გუნდს იტალიელი რობერტო დი მატეო წვრთნის და ამჟამად პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.

ქართველით დაინტერესებას ფრანგულ "სოშოზეც" ამბობენ. ამ გუნდს ფრანსის ჟილო წვრთნის და ჩემპიონატში მე-14 საფეხურზეა.

აი, ესაა, რაც ასათიანის სავარაუდო ტრანსფერზე გავიგეთ. რუსეთში სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. სატრანსფერო პერიოდი მომდევნო თვეში გაიხსნება და ამ საკითხსაც ნათელი მოეფინება.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა