საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთის ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
რომ გითხრათ, საფრანგეთთან შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და სულ შეტევაში ვიქნებით-მეთქი, მოგატყუებთ, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრები შეეცდება, დაცვაში ითამაშოს და შანსს დაელოდოს.

"ვეცდებით, რაც შეიძლება ორგანიზებულად ვითამაშოთ. ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ეს არც ისე ადვილია. მთავარია, დაცვაში არ დავუშვათ შეცდომა და ჩვენს შანსს დაველოდოთ",- განაცხადა ქეცბაიამ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, ქეცბაიას განცხადებით, საქართველოს ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ 6 სექტემბერს ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა.

"ახლა ჩვენი გუნდისთვის კარგი პერიოდი არ არის. ამდენი წაგებული თამაშის მერე ძნელია, როდესაც საფრანგეთის წინააღმდეგ თამაშობ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, ამ ურთულეს ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს.

როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ნაკრები მომავალი ეტაპისთვის უფრო კარგად მოემზადოს.

"ყველაფერს გავაკეთებთ ამ შედეგის მისაღწევად. დიდი ხანია, თბილისში არ გვითამაშია. იმედი მაქვს, გულშემატკივარი მოვა, ბიჭებს გაამხნევებენ და ყველა ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს", - განაცხადა ქეცბაიამ.

ფიფას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს საქართველო 6 სექტემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ფრანგები თბილისში დიდი ხნით ჩამოფრინდნენ

თემურ ქეცბაია: ვეცდებით, საფრანგეთთან იმედი პირველივე წუთიდანვე არ მოგიკლათ

odala
'დაცვას მარტო ხიზანა მიხედავს' :)))))))
gioo
დაცვას მარტო ხიზანა მიხედავს
zviadi
ქეცბა, ხიზანა დააყენე ცენტრ-ფორვარდად! :)) თორე არაა ჩვენი საშველი. იქნება საერთოდ არ გაეკაროს დაცვას, სხვანაირად არაფერი გვეშველება.
Irakli
ხიზანისჰვილის იმედზე დაცვაში კარგად როგორ უნდა ითამასჰოთ? შეუტიეთ!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები?
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]
მუნდიალი 2018: ანტიფეხბურთი - საფრანგეთი და დანია ფრეზე შეთანხმდნენ, პერუმ კი ავსტრალიას სძლია [VIDEO]
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1. XIII ტურის წინ: შეუსრულებელი მისია?
თუ ეჭვი გეპარებათ რონალდოს სიდიადეში, იხილეთ ფოტო [PHOTO]
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
საფრანგეთში ალჟირის ნაკრების 198 ფანი დააკავეს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია