სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რიგით მეორე მატჩი ხორვატიასთან გამართა

5 სექტემბერს, სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რიგით მეორე მატჩი ხორვატიასთან გამართა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 76:77 (17:15, 18:19, 15:18, 27:24) დამარცხდა.

ანგარიშში დაწინაურება ხორვატებმა თავიდანვე შეძლეს. ქართველმა კალათბურთელებმა გათანაბრება მხოლოდ პირველი პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის ზუსტი სამქულიანით შეძლეს (15:15), თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა კიდევ ერთი ორქულიანი ჩააგდეს და მეოთხედიც აქ დასრულდა.

მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები უკეთ გაისარჯნენ და პერიოდი მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხანობა ანგარიშში 8 ქულითაც ჩამორჩნენ. განსაკუთრებით კარგად ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი გაისარჯა, რომელიც პირველ ტაიმში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე გიორგი შერმადინის ორქულიანით ანგარიშში წინ ჩვენი გუნდი გავიდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეტოქემ უმალ სამქულიანი ჩაგვიგდო და საბოლოოდ ტაიმი ანგარიშში ხორვატთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 35:34.

მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გამოასწორა თამაში და მეტოქე აშკარად დაჯაბნა. პერიოდის შუაწელს ვიქტორ სანიკიძის სამქულიანით უპირატესობა ხუთ ქულამდეც გაიზარდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს მეტოქემ შეძლო ჩამორჩენის შემცირება.

ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები ორქულიან უპირატესობას ფლობდა - 52:50.

ბოლო პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრებს ანგარიში, სანიკიძის სამქულიანის შემდეგ, თავის სასარგებლოდ მიჰყავდა, თუმცა ბოლო წამებზე ხორვატების მიერ ჩაგდებულ ორქულიანს ვეღარაფრით უპასუხეს და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში II ტურის დარჩენილი შეხვედრები მოგვიანებით გაიმართება - პოლონეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება, სლოვენია კი - ესპანეთს.

მომდევნო მატჩს იგორ კოკოშკოვის გუნდი 7 სექტემბერს, მასპინძელ სლოვენიასთან გამართავს.

იხილეთ ვიდეო

მატჩის სტატისტიკა

aleksandre
მართლა ნამდვილი პატრიოტები არიან.მიუხედავად წაგებისა არანაირი პრეტენზია არ გვაქვს ბიჭების მიმართ.იმიტომ რომ თავდაუზოგავად იბრძოლეს!
beqa
ჰიკმანზე ბლოკის დაყენება ჯარიმა არ იყო? მოძრაობაში შეეჯახა
მინდია
ნამდვილი მებრძოლები ხართ ბიჭებო!...გამარჯვების სულით განაგრძეთ! აბა თქვენ იცით!
Giorgi
გული არ გაგიტეხოთ წაგებამ! ვაჟკაცურად იბრძვით და ვერავის მოუბრუნდება ენა თქვენზე საყვედურის სათქმელად!წაგება არაფერია, ნუ შედრკებით!
tornike
ჯორდან არ ქონდა აღების უფლება
robi
აღარ გვქონდა უფლება ტაიმაუტის,ლიმიტი გვქონდა ამოწურული
giorgi
ესეც შენი არა უშავს,არა უშავს,მთელი თამაშის მანძილზე შეიძლება იძახოს კომენტატორმა.
jordan
ამ კოკოშკოვს ვერ ვასწავლე ტაიმ აუტის აღება მნიშვნელოვან მომენტში!!!!!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში