ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო VS საფრანგეთი - მოგებას არავინ ითხოვს, მაგრამ...

საქართველო VS საფრანგეთი - მოგებას არავინ ითხოვს, მაგრამ...

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
6 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

"დინამო არენაზე" მატჩი 22:15 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.

მატჩის გამო თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 01:30 საათამდე იმუშავებს.

ამ ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ქართველ გულშემატკივარს უკვე მესამედ შეუძლია დატკბეს გამორჩეული ფეხბურთელების ხილვით: ჯერ იყო და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ტიტულიანი გუნდი "სტიაუა" გვესტუმრა, მერე ინგლისურმა გრანდმა "ტოტენჰემმა" წაივარჯიშა ჩვენს ჩემპიონთან (თანაც, მხოლოდ 5 გოლი "გვაკმარა"), ახლა კი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, საფრანგეთის ნაკრებს ვიხილავთ!

ისე, მართლაც რა ჯობია ფრანკ რიბერის, ქარიმ ბენზემას, სამირ ნასრისა თუ უგო ლორისის "ახლოდან" ნახვას (თუმცა ლორისი უკვე ვნახეთ "ტოტენჰემთან" ერთად), მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, თუ როგორ ხასიათზე ვიქნებით 6 სექტემბრის მატჩის დამთავრების შემდეგ?!.

...საფრანგეთის ნაკრებისათვის ჯგუფში დარჩენილი სამივე მატჩი უმნიშვნელოვანესია: დიდიე დეშამის გუნდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პირველ ადგილზე გასვლის შანსს და ასეც რომ არ იყოს, პლეი ოფში გამსვლელ მეორე ადგილსაც ხომ განაღდება სჭირდება?

მოკლედ, ფრანგები ერთობ მოტივირებულნი გვესტუმრნენ და ის ფაქტი, რომ დისკვალიფიკაციის გამო ორი საყრდენი ნახევარმცველი (ბლეზ მატუიდი, პოლ პოგბა) არ ეყოლებათ, ჩვენი მეტოქის მთავარ მწვრთნელს დიდ პრობლემას არ შეუქმნის. ანუ ფრანგებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, ვინც არ უნდა მოისაკლისონ, საქართველოსთან მატჩში მაინც უპირობო ფავორიტებად მიიჩნევიან.

ასეთი დონის მეტოქესთან, რაღა თქმა უნდა, ვერც ვერავინ მოითხოვს, გინდა თუ არა, უნდა მოუგოთო, მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი შეხვედრები არანაირ ოპტიმიზმს არ იძლევა.

მაგრამ მართლაც მარადიული "ქართული ოპტიმიზმის" ამბავი ხომ იცით, აი, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა მატჩის წინ: ვინ იცის, იქნებ სწორედ საფრანგეთთან შეძლოს საქართველოს ნაკრებმა ამ წარუმატებელი სერიის დასრულება? თანაც, გამორჩეულად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან პაექრობისას ჩვენებს ხომ განსაკუთრებული მოტივაცია უნდა ჰქონდეთ და სწორად შერჩეული ტაქტიკის წყალობით, შესაძლოა, ჩვენთვის სასურველ შედეგსაც მივაღწიოთ.

აბა, გაიხსენეთ: რაღა რჩებოდა, როცა შარშან ესპანელებმა ის ერთადერთი გოლი გაგვიტანეს? ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ნაკრებს... სატურნირო მოტივაციაც ექნება: საფრანგეთთან მოგებას არავინ ითხოვს, მაგრამ, აი, ოთხი დღის მერე კი ფინელებს აუცილებლად უნდა ვაჯობოთ!

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. I ჯგუფი

ამ შემთხვევაში კი ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების რეალური შანსი გვეძლევა: იმ ჯგუფში, სადაც პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და საფრანგეთი "გაინაწილებენ", მესამე ადგილზე გასვლა ნებისმიერი ნაკრებისათვის საპატიო იქნება.

ამას გარდა, უკვე მომაბეზრებელიც არის ყოველი შესარჩევი ციკლის ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე დასრულება...

სანაკრებო დონეზე საქართველო და საფრანგეთი მეოთხედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და იმასაც გეტყვით, რომ წინა სამივე შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს.

პირველი დაპირისპირება 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იყო: კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრები პირწმინდად დამარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან (0:3).

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 სექტემბრის მატჩი რეკონსტრუირებულ და გაკოხტავებულ "დინამო-არენაზე" ჩატარდა და სტადიონზეც, ფაქტობრივად, სრული ანშლაგი იყო. თუმცა, სტუმრებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, ვერანაირი ქომაგობა ჩვენებს ვერ უშველიდათ! განსაკუთრებით დამთრგუნველი საწყისი წუთები იყო: ფრანგებმა ჩვენი მარჯვენა ფლანგი აიკლეს და 16 წუთში 2 გოლიც გაიტანეს.

სხვათა შორის, იმ შეხვედრაში ტოპმიოლერმა ერთობ შემტევი ტაქტიკა აირჩია და მწარედაც შეცდა: ფრანგები უპრობლემოდ გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე და მერე უკვე ფლანგებსაც (განსაკუთრებით - მარცხნიდან, საიდანაც ფლორან მალუდამ უამრავი პრობლემა შეგვიქმნა) ეფექტიანად იყენებდნენ.

ლილიან ტიურამი, პატრიკ ვიეირა, კლოდ მაკელელე, ფრანკ რიბერი, - აი, ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ ჩვენები ვერაფერს გახდნენ; აღარაფერს ვამბობთ საფრანგეთის ნაკრების ლიდერზე და საერთოდ, იმდროინდელი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავზე ტიერი ანრიზე, რომელმაც თავისი მაღალი კლასი თბილისშიც დაამტკიცა.

იმ შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში კი ბევრად "საპატიო" შედეგით წავაგეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ანგარიში ნამდვილად არ ასახავდა მოედანზე არსებულ ვითარებას: ფრანგები 90 წუთის განმავლობაში მართლაც კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და ფაქტობრივად, 7 (!) მცველით მოასპარეზე საქართველოს ნაკრების კართან უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს.

თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ფრანგების აურაცხელი მომენტებიდან მხოლოდ ერთადერთი დარტყმა (სამირ ნასრი) აღმოჩნდა შედეგიანი.

2006-07 წლებში ჩატარებული ამ ორი დაპირისპირებიდან საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებში დღესაც შემორჩნენ ზურაბ ხიზანიშვილი, ჯაბა კანკავა, ფრანკ რიბერი, ერიკ აბიდალი, სამირ ნასრი და ქარიმ ბენზემა.

რაც შეეხება მესამე დაპირისპირებას, წლეულს ჩატარდა პარიზის "სტად დე ფრანსზე" და თითქმის 80 000 მაყურებლის თანდასწრებით ფრანგებმა 3:1 გაიმარჯვეს.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია; ეგ კი არა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საფრანგეთის ნაკრების მეკარეს უგო ლორისს ორ ეპიზოდში თავისი მართლაც ჩინებული რეაქცია რომ არ გამოევლინა!

გეხსომებათ ალბათ, ფრანგების მეკარემ თუ როგორი ურთულესი ბურთები აუღო ალექსანდრე ამისულაშვილსა და სანდრო კობახიძეს.

მერე კი ლამის ტრადიციად ქცეული "ბოლო წუთების დრამაც" გათამაშდა: პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო ზუსტად, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ოლივიე ჟირუმ გოლი გაგვიტანა, რასაც მეორეში მატიო ვალბუენამ და ფრანკ რიბერიმ თითო-თითო კიდევ დაუმატეს.

ჩვენებმა ერთადერთი, რაც მოახერხეს, ამ შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, სანდრო კობახიძის პრესტიჟის გოლი იყო.

...საფრანგეთის ნაკრები რა დონის გუნდიც არის, ვფიქრობთ, ჩვენგან ზედმეტიც იქნება ამის შეფასება; მერე ისეთი შემსრულებლები ჰყავს დიდიე დეშამს, ძნელია განსაზღვრო, თუ საიდან და ვისგან უნდა ელოდო ხიფათს: აქეთ - ვალბუენაო, იქით - ბენზემაო, აღარაფერს ვამბობთ ფრანკ რიბერიზე, წლეულს ალალად რომ იმსახურებს "ოქროს ბურთს"...

...სანაკრებო დონეზე თუ სამივე მატჩი გვაქვს წაგებული, არანაკლებ დამთრგუნველია საკლუბო დონეზეც ქართულ-ფრანგული დაპირისპირებები: დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რვაჯერ შევხვდით ევროტურნირებზე ფრანგულ კლუბებს და მხოლოდ ერთხელ ვეთამაშეთ ფრედ, დანარჩენი 7 მატჩი კი წავაგეთ!

ბურთების სხვაობა ხომ საერთოდ კოშმარულია: 4-24.

თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა, მთავარი კი ის არის, რომ 6 სექტემბერს ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს უპირისპირდება.

ჰოდა, გვინდა ვისურვოთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს მხოლოდ მოსაგებად გამოსულ საფრანგეთის ნაკრებს და ვინ იცის, იქნებ აქეთ ვაგემოთ დამარცხება ესოდენ სოლიდურ მოწინააღმდეგეს!..

P.S. ფრანგული ბარიერი ერთხელ მაინც გვაქვს დაძლეული. 1981/82 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის მერვედფინალში, თბილისის "დინამომ" ტურნირიდან "ბასტია" გამოთიშა. კორსიკაზე ნათამაშები 1:1-ის შემდეგ ნოდარ ახალკაცის გუნდმა თბილისში 3:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა...

ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია

სანაკრებო დონეზე

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

02.09.06. თბილისი. 55 000 მაყურებელი

საქართველო-საფრანგეთი 0:3

0:1 მალუდა (7), 0:2 საა (16), 0:3 ასათიანი (47, საკუთარ კარში)

საქართველო: გრ. ჭანტურია - ალადაშვილი (39. კანდელაკი), ხიზანიშვილი, ასათიანი, გოგუა - კობიაშვილი, კანკავა - დემეტრაძე, დ. მუჯირი (82. მენთეშაშვილი), იაშვილი (96. კვირკველია) - შ. არველაძე.

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

კაპიტანი: ლევან კობიაშვილი

საფრანგეთი: კუპე - სანიოლი, ტურამი, გალასი, აბიდალი - ვიეირა, მაკელელე (58. მავუბა) - რიბერი (69. გოვუ), ანრი, მალუდა - საა (86. ვილტორი).

გაფრთხილება: კობიაშვილი, კანკავა, გოგუა, დემეტრაძე

არბიტრი: ი. ვეგერეეფი (ჰოლანდია)

06.06.07. ოსერი. 23 000 მაყურებელი

საფრანგეთი-საქართველო 1:0

1:0 ნასრი (33)

საფრანგეთი: ლანდრო - კლერკი, ტურამი, გალასი, აბიდალი - მაკელელე, ტულალანი - რიბერი (90. გოვუ), ნასრი, მალუდა (65. სისე) - ანელკა (90. ბენზემა).

საქართველო: ლომაია - სალუქვაძე (12. დ. მუჯირი), ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე - ბურდული, ღვინიანიძე, კანკავა (89. შაშიაშვილი), კვირკველია, ელიავა (62. მარცვალაძე) - იაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

კაპიტანი: კახა კალაძე

გაფრთხილება: ხიზანიშვილი, კანკავა

არბიტრი: ლ. ბატიშტა (პორტუგალია)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

22.03.13. პარიზი. 77 000 მაყურებელი

საფრანგეთი-საქართველო 3:1

1:0 ჟირუ (45), 2:0 ვალბუენა (47), 3:0 რიბერი (61), 3:1 ს. კობახიძე (71)

საფრანგეთი: ლორისი - ჟალე, ვარანი, სახო, კლიში - მატუიდი (81. სისოკო), პოგბა - ვალბუენა (66. რემი), ბენზემა, რიბერი (78. მენეზი) - ჟირუ.

საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, კვირკველია - გ. კაშია, დაუშვილი - თარგამაძე (84. გელაშვილი), ანანიძე (46. ყენია), ს. კობახიძე - ვაწაძე (73. დვალიშვილი).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

კაპიტანი: ალექსანდრე ამისულაშვილი

გაფრთხილება: ამისულაშვილი

არბიტრი: ი. ბებეკი (ხორვატია)

ევროპის საკლუბო ტურნირები

ინტერტოტოს თასი

13.07.96. ფოთი. 3 000 მაყურებელი

კოლხეთი 1913-გენგამი 1:3

1:3 ამბიძე (74)

კოლხეთი: გოგუა, ქუნთელია (75. ღაღანიძე), შ. ხუჯაძე, ქობულაძე, თიბილაშვილი, ნ. მიქაბერიძე (46. ბულუხია), სოლოღაშვილი, ტორჩინავა (69. ინიაშვილი), გახოკიძე, ბ. ამბიძე, გაბისონია.

არბიტრი: ვ. ბუტენკო (რუსეთი)

ინტერტოტოს თასი. II ეტაპი

01.07.01. ტრუა. 1 000 მაყურებელი

ტრუა-ვიტ ჯორჯია 6:0

1:0 მენირი (16), 2:0, 3:0 ბუტალი (29, 38), 4:0 გუზი (48), 5:0 ჯუკიჩი (60), 6:0 ბუტალი (68)

ვიტ ჯორჯია: მერლანი, საჯაია (73. ბეროშვილი), ინწკირველი, ჭანკოტაძე, არეშიძე (46. ფეიქრიშვილი), ლ. ნოზაძე, დიღმელაშვილი, თ. დოლიძე (46. სულთანიშვილი), ყიფიანი, ადამია, ლ. მელქაძე.

არბიტრი: მ. იფელი (ისრაელი)

ინტერტოტოს თასი. II ეტაპი

08.07.01. თბილისი. 3 000 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-ტრუა 1:1

0:1 გუსე (81), 1:1 მელქაძე (89)

ვიტ ჯორჯია: მერლანი, თ. დოლიძე (56. საჯაია), ინწკირველი, ჭანკოტაძე, არეშიძე, ლ. ნოზაძე (67. ფეიქრიშვილი), დიღმელაშვილი, გოგობერიშვილი, ყიფიანი, ადამია (58. მეტრეველი), ლ. მელქაძე.

არბიტრი: დ. დიმიტროვი (ბულგარეთი)

უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი

14.08.03. ლანსი. 26 000 მაყურებელი

ლანსი-ტორპედო 3:0

1:0 უტაკა (70), 2:0 უტაკა (70), 3:0 დიოპი (85)

ტორპედო: სტურუა, ლ. ჭელიძე, ხვადაგიანი, მახვილაძე, ს. თოდუა, ახალკაცი, ბაბუნაშვილი, გამეზარდაშვილი, ყიფიანი, პოროშინი (41. ნერგაძე), მუშკუდიანი.

არბიტრი: დ. დრაბეკი (სლოვაკეთი)

ტორპედო-ლანსი 0:2

28.08.03. ქუთაისი. 8 000 მაყურებელი

0:1 ბაქარი (35), 0:2 ბაქარი (41)

ტორპედო: სტურუა, ლ. ჭელიძე, ხვადაგიანი, მახვილაძე, ს. თოდუა, ახალკაცი (86. ნერგაძე), კვეტენაძე (65. კვერნაძე), გამეზარდაშვილი, ბაბუნაშვილი, ყიფიანი, ქუთათელაძე (65. ლაღაძე).

არბიტრი: ფ. ბედე (უნგრეთი)

უეფას თასი. ჯგუფური ეტაპი

21. 0.04. თბილისი. 22 000 მაყურებელი

დინამო (თბ)-სოშო 0:2

0:1 ილანი (18), 0:2 პაისლი (38)

დინამო: მამალაძე, შაშიაშვილი, სალუქვაძე, ჭიჭვეიშვილი, რომერო (83. დვალი), შ. კაშია (73. ალადაშვილი), კანდელაკი, ნემსაძე, ახალაია, კაკალაძე, ლ. მელქაძე.

არბიტრი: შ. მესნესი (ავსტრია)

ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი

28.07.11. თბილისი. 10 000 მაყურებელი

მეტალურგი-რენი 2:5

0:1 ბუკარი (17), 0:2 ბუკარი (31), 1:2 ჯაფარიძე (41), 1:3 პიტროიპა (42), 1:4 ფერე (49), 2:4 რაზმაძე (56. პენალტით), 2:5 პიტროიპა (79)

მეტალურგი: ბედიაშვილი (46. ბათიაშვილი), მურველაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ი. მაისურაძე, გ. მიქაბერიძე (32. მახვილაძე), გეწაძე (67. ტყემალაძე), მოდებაძე, ქობალია.

გაძევება: მურველაშვილი

არბიტრი: მ. პანაი (კვიპროსი)

04.08.11. რენი. 14 000 მაყურებელი

რენი-მეტალურგი 2:0

1:0 მონტანიო (75), 2:0 ფერე (85)

მეტალურგი: ბათიაშვილი, ორბელაძე, ლომაია, მახვილაძე, ჯაფარიძე, გ. მიქაბერიძე (56. დობროვოლსკი), ი. მაისურაძე, ქავთარაძე (77. აბურჯანია), გეწაძე, ტატანაშვილი (61. ქობალია), მოდებაძე.

არბიტრი: ა. მუნუკა (ფინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მატჩისწინა კომენტარები:

თემურ ქეცბაია: ჩვენ ახლა ლანძღვა-გინება კი არა, თანადგომა გვჭირდება

ფრანგები საჩუქრებს არ ელიან - დიდიე დეშამისა და უგო ლორისის პრესკონფერენცია

სანდრო კობახიძე: ვიცით, რომ ხალხი საქართველოს ნაკრებზე გაბრაზებულია

ირაკლი მოდებაძე: ეროვნულ ნაკრებში ჩემი მიწვევა გორის "დილას" დამსახურებაა!

ბაჩანა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი

• მინდია

საღი აზრი არ უნდა დავკარგოთ,ჩვენი სანაკრებო წარსულის გათვალისწინებით, ფრე მიღწევა იქნება!...

• giorgi

თამაში ჯერ არ დაწყებულა და მინდა ვთხოვო ფეხბურთელებს,დადონ მოედანზე ყველაფერი,როგორც ეს სომხებმა გააკეთეს,ჩეხეთში სადაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს ჩეხს,ორი ლამაზი გოლი გაუტანეს და ძლიერი მეტოქე 2-1 დაამარცხეს.ჩვენ ხომ სომხებზე ყოველთვის უკეთესი შედეგები გვქონდა,ეხლა რა გვემართება...

• zviad

ბიჭებო, აბა ხიზანას "სასწაულები" იწყება :))

• zviad

21:23 "ქეცბაიას დაცვა" (ფსიქოლოგიური ტრილერი)

• v.v.a.

ცოტნე შენ თუ ითამაშებ, თორემ ესენი ფარერების მეტს ვერავის ვერ მოუგებენ!

• ცოტნე არჩვაძე

იმედია ჩვენი ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს,არა მხოლოდ მესამე ადგილისთვის,რისი რეალური შანსიც გვაქვს,რადგან თუ ამ თამაშში ფრეს დავჯერდით და შემდეგ ფინეთსაც მოვუგეთ,დიდი ალბათობით მესამე ადგილი ჩვენია,არამედ ჯგუფიდან გასვლისთვის,რადგან მესამე ადგილი მხოლოდ პრესტიჟია,ხოლო მეორე ადგილზე გასვლა,უკვე პლეი ოფში გაგვიყვანს,იქ კი შეიძლება ყველაფერი მოხდეს,და მერე ჩვენი ნაკრები მსოპლიოზეც ვიხილოთ.ამიტომ მე არ ვიტყვი რომ ჩემი ნაკრებისგან მოგებას არ ვითხოვ,არც იმას ვიტყვი,რომ ფრე დამაკმაყოფილებს,სიტუაციიდან გამომდინარე დღეს ჩვენ უფრო გვაწყობს მოგება ვიდრე საფრანგეთს,ამიტომ ბიჭებმა რაც შეუძლიათ იმაზე მეტიც უნდა შეძლონ და გამარჯვებაც ჩვენი იქნება. რომელი უფროა პრესტიჟის საქმე მესამე ადგილი თუ საფრანგეთის ჯგუფში ჩატოვება და ჩვენი გასვლა? ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ცოტნე არჩვაძე.

• z.lo

რუსთაველი-ს ვეთანხმები, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი ხომ ფეხბურთი აღარ არის. ამ კალათბურთის ევროჩემპიონატმა ხომ საერთოდ დაგვავიწყა საფრანგეთის ნაკრების სტუმრობა. თითქოს ჩვენს საფეხბურთო ნაკრების კი არა, საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების (ბოდიში მათთან) თამაშია.

• Shukvani

დაიწყება მალე ნერვების თამაში :)

• რუსთაველი

რატომ არ ვიტხოვთ მოგებას ვერ გავიგე, ჩასვრილები უნდა გავიდნენ მოდანზე და იმაზე ვიოცნებოთ რომ რაც შეიძლება პატარა სხვაობით წავაგოთ? რა უბედურება გვჭირს, რა საფრანგეთს არ წაუგია თავისზე სუსტ მეტოქესთან თუ ზე ადამიანები არიან? ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გახვიდე თუ გინდა რამეს მიაღწიო. ესპანეთივით თუ 11 კაცი კარში დავაყენთ 5% არ არსებობს რომ გავძლოთ, ითამაშონ რა მაგათი რა მიდის სენსაცია ყველა ტურში ხდება და იქნებ ერთხელ ჩვენც მოვახდინოთ

• milanista

ბილეტები რა ღირს არავინ იცით??? რატო არ წერენ არაფერს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა