ნიჭიერი გარემარბი სიტიდან წასვლაზე ალაპარაკდა

ადამ ჯონსონს ძალიან უნდა „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი გახდეს, მაგრამ გულიც წყდება, იშვიათად რომ ათამაშებენ. მიმდინარე სეზონში ეს გარემარბი უფრო დამხმარე ფეხბურთელად იქცა "სიტიში".

რამ გამოიწვია ჯონსონის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა? რობერტო მანჩინის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მანჩინის რისკიანი ფეხბურთი არ უყვარს და ცდილობს შემტევი მოთამაშეები თავიდან მოიცილოს. თავად იტალიელი კი ამბობს, რომ ჯონსონი გასულ სეზონში უსაფუძვლოდ აქეს – მისი თქმით, სინამდვილეში ის მაღალი დონის ფეხბურთელი არ არის. და რა პოზიცია აქვს თავად 23 წლის ფეხბურთელს? ის ამბობს, რომ ერთადერთი, რაც უნდა, რეგულარულად თამაშია, ხოლო თუ „სიტი“ ამას ვერ სთავაზობს, შეეცდება სადმე სხვაგან გადაბარგდეს. ჯონსონმა თქვა:

„ასეთი დრო, ალბათ, ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება და თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობთ. ჯერ კონკრეტულად რამეზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, მაგრამ ის, რომ სადმე გადასვლის ვარიანტზე დავფიქრდებოდი, ახლავე შემიძლია დავადასტურო“.

ისტლენდიდან წასვლაზე ჯონსონმა პირველად უსახური მანჩესტერული დერბის (0:0) დამთავრების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს. „სიტისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრაში ის მხოლოდ 17 წუთით შეუშვეს მოედანზე, მაგრამ თამაშში, სადაც დაცვას შეტევაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ბევრი ვერაფერი მოახერხა. ამ დღეს თითქოს მართლა გამოჩნდა, რომ დღევანდელი ჯონსონი უკვე ჩამოუვარდება იმ ჯონსონს, რომელიც გასულ იანვარს მანჩინიმ „მიდლსბროსგან“ 8 მილიონ ფუნტად იყიდა. ფეხბურთელმა განაგრძო:

„როდესაც ასეთ შეხვედრებში თავიდანვე არ გათამაშებენ, ყოველთვის ძალიან სამწუხაროა. ვკვდებოდი ისე მინდოდა სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა. შეცვლაზე შესვლას რა გემო უნდა ჰქონოდა?... რასაკვირველია, ვინ ათამაშოს და ვინ არა მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ რომ შევიტყვე შემადგენლობაში შეყვანას არ მიპირებდა, გული დამწყდა. ალბათ, როდესაც გუნდში ამდენი ფეხბურთელი გყავს ოდესღაც როტაციის პრინციპსაც მიმართავ, მაგრამ მე საკუთარ თავში დარწმენუბული გალავართ და თამაში მწყურია.

რამე თუ შეიცვლალა? რა უნდა შეცვლილიყო? მე ვაგრძელებ მუხლჩაუხრელად ვარჯიშს და ვცდილობ დადებითი განწყობა შევინარჩუნო. ყურებს არ ჩამოვყრი, რადგან მინდა კარგ ფორმაში ვიყო და ნაკრებში ამიყვანონ“.

მანჩინის კი ჯონსონზე თავისი აზრი აქვს. მწვრთნელი ფიქრობს, რომ გარემარბი შეცვლაზე შესვლის დროს, იმპულსის შემტანად უფრო ვარგა. ბოლო ტურში „ბირმინგემთან“ ნათამაშებმა 0:0-მა მწვრთნელის სიმართლე თითქოს დაამტკიცა კიდეც, მაგრამ ფეხბურთელი აცხადებს, რომ ის ფეხბურთი, რომელიც მან 2009-10 წლების სეზონში ითამაშა სათადარიგოობაზე მეტს იმსახურებს.

„გასულ სეზონსა და მიმდინარე ჩემპიონატის იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავიდან მათამაშეს, დავამტკიცე, რომ მოედანს შემიძლია ჩემი კვალი დავატყო. მე მიყვარს შეტევა, სახიფათო მომენტების შექმნა და გოლების გატანა, ასეთი თამაში კი გულშემატკივარს ახალისებს. როდესაც მოედანზე ვარ მაყურებლის გახარებას ვცდილობ“.

ადამ ჯონსონის ფილოსოფია კარგად რომ გავიგოთ, გეტყვით, რომ ბავშვობაში მისი კერპი დავიდ ჟინოლა იყო. მისი კიდევ ერთი საყვარელი ფეხბურთელი რაიან გიგზი გახლდათ.

„ჩემი გმირები ჟინოლა და გიგზი იყვნენ. მთელი ჩემი ოჯახი „სანდერლენდის“ ფანია, მაგრამ 10-12 წლისა რომ ვიყავი „ნიუკასლის“ საფეხბურთო სკოლაში ვსწავლობდი, იქ კი ჟინოლა და ფაუსტინო ასპრილია ბრწყინავდნენ. ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგზსაც, რომელსაც მაყურებლისთვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია“.

და ბოლოს რობერტო მანჩინის ტაქტიკის შესახებ. „სიტის“ იტალიელი თავკაცი ხომ ბოლო დროს კრიტიკის ობიექტად იქცა და ამის შესახებ ამ წერილის დასაწყისშიც ვთქვით. ჯონსონი ამბობს:

„შეტევა ძალიან ბევრს ფეხბურთელს უყვარს და ყველას უნდა წინ გაიქცეს, მაგრამ მწვრთნელმა გუნდს სწორი დამოკიდებულება უნდა გამოუმუშაოს. ის დაცვაზე ფიქრს გვთხოვს. მთავარია გოლი არ გავუშვათ და მერე, თუ გავიტანთ, ძალიან კარგი იქნება.

ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ძალები გვაქვს თადარიგში. მართალია, ლამაზად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ შედეგი ცუდი არ გვაქვს და თუ შობამდე

ოთხეულში დავრჩებით, მერე ვინ იცის რა მოხდება. იქნებ, ჩემპიონებიც გავხდეთ“.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ფეხბურთელს ეტყობა – მანჩინი და მისი ფეხბურთი მაინც და მაინც არ იყვარს. ახლა ვნახოთ რა თქვა მის შესახებ იტალიელმა მწვრთნელმა:

„ცუდია, როდესაც ყოველი თამაშის შემდეგ გაზეთების ჯიხურისკენ გარბიხარ და ერთი სული გაქვს შენი ქება წაიკითხო, მაგრამ ადამ ჯონსონი ახალგაზრდა კაცია და ჯერ ფეხბურთის ყველა ასპექტში ვერ ერკვევა. კარგი იქნება თუ თამაშის დროს მეტ ფიქრს დაიწყებს. მაშინ გაცილებით უკეთ ათამაშდება. ორი დრიბლინგის გამო საუკეთესოს არავინ დაგიძახებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის