ტოკიო 2020 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძელი გახდა
იაპონიის დედაქალაქი ტოკიო 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად აირჩიეს. მთავარი სპორტული ფორუმი ამ ქალაქში 56 წლის შემდეგ ბრუნდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესია ბუენოს აირესში მიმდინარეობს. დღის წესრიგში სამი მთავარი საკითხი დგას: 2020 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევა, ამ თამაშების პროგრამის დამტკიცება და სოკ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნები.

შაბათი დღე მთლიანად დაეთმო სამ პრეტენდენ ქალაქს - სტამბოლს, ტოკიოსა და მადრიდს შორის არჩევის პროცედურას.

ტოკიო

ამ სამეულიდან ტოკიო ისე ხშირად არ "აწუხებდა" სოკ-ს, როგორც სტამბოლი, რომელიც ბოლო ექვსი ოლიმპიადიდან მეხუთედ იბრძოდა თამაშების მოსაპოვებლად. თუმცა ტოკიო სულ ცოტა ხნის წინ ცდილობდა 2016 წლის ოლიმპიადის მიღებას, მაგრამ კენჭისყრის მეორე რაუნდში გავარდა - მადრიდთან და რიო-დე-ჟანეიროსთან წააგო. იაპონიის დედაქალაქის განაცხადის ძლიერი მხარე იყო ყველა ოლიმპიური ობიექტის კომპაქტური განლაგება (მხოლოდ სამი არენა იქნება ოლიმპიური სოფლიდან რვა კილომეტრის მოშორებით) და ულტრათანამედროვე და ეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენება. გარდა ამისა, იაპონიას 2019 წელს კარგი საორგანიზაციო რეპეტიციის გავლა შეეძლება - იქ თვენახევრის განმავლობაში გაიმართება რაგბში მსოფლიოს თასის გათამაშება.

რაც შეეხება ტოკიოს განაცხადის სუსტ მხარეს, ეს არის პრობლემა ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. იაპონელებმა სცადეს საზოგადოების დამშვიდება - რადიაციით დაბინძურებულია პატარა ოლქი, რომელიც დიდი მანძილით არის დაშორებული ტოკიოსგან. თუმცა იმის გარანტია არავის მიუცია, რომ მორიგი ძლიერი მიწისძვრა ახალ რადიოაქტიურ კატასტროფას არ გამოიწვევს.

სტამბოლი

სტამბოლი დიდი ხანია ოცნებობს ოლიმპიადის მიღებაზე. 2000-2012 წლებში, ოლიმპიური დედაქალაქის არც ერთი არჩევნები არ ჩატარებული ამ ქალაქის გარეშე. ასეთი "სიჯიუტე" თურქების განაცხადის ერთ-ერთ დადებით მხარედ უნდა შეფასებულიყო - სოკ-ის წევრთა უმრავლესობას, ალბათ, ზეპირად ექნებოდა შესწავლილი სტამბოლის ყველა არენა და ინფრასტრუქტურა. ამასთან, თურქები კომიტეტს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და უდიდეს ბიუჯეტს დაპირდნენ. ამის დასადასტურებლად, ბუენოს აირესში ჩავიდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი და წარსულში სტამბოლის მერი ერდოგანი.

სოკ-ის წევრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თურქებმა ოლიმპიადის საინტერესო კონცეპცია მოიგონეს - ქვეყნის უდიდესმა ქალაქმა, რომელიც ერთდროულად აზიასა და ევროპაში მდებარეობს, აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა გააერთიანოს. სოკ-ის მუსულმან წევრებს კი მუდმივად ახსენებდნენ, რომ აქამდე ოლიმპიადა არასოდეს ჩატარებულა ისლამის ქვეყანაში.

სტამბოლს რამდენიმე მინუსი ჰქონდა: თურქეთის საგარეო პოლიტიკა, რადგან ქვეყანას რთული ურთიერთობები აქვს საბერძნეთთან, სომხეთთან, ისრაელთან, გარდა ამისა, თურქები მხარს უჭერენ სირიის მიმართ სამხედრო აგრესიას. ქვეყნის შიგნით მოგვარებული არ არის ქურთების პრობლემა, რომლებთან კონფლიქტს, შეიძლება ხელი შეეშალა ოლიმპიადის მშვიდად ჩატარებისთვის. და კიდევ, მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებაში თურქეთს სახელი აქვს გატეხილი, რადგან ქვეყანაში ცუდად ებრძვიან დოპინგს.

მადრიდი

მადრიდი აქცენტს აკეთებდა ყველა სპორტული ობიექტის 80-პროცენტიან მზადყოფნაზე და მოკრძალებულ ბიუჯეტზე, რომელიც დანარჩენი 20 პროცენტისთვის იყო საჭირო. ამასთან, ესპანეთის დედაქალაქს არ აქვს პრობლემა სასტუმროებთან და სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მადრიდს შეიძლებოდა სოლიდური მხარდაჭერა ჰქონოდა სოკ-ის წევრთა ესპანურენოვანი ჯგუფისგან.

მაგრამ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აუცილებლად შეამჩნევდა ესპანეთში 27-პროცენტიან უმუშევრობას და მეშვიდე ადგილს მსოფლიოში საგარეო ვალის რაოდენობით. არ არსებობს იმის გარანტია, რომ შვიდი წლის შემდეგ, ქვეყანა ფინანსურად მყარად დადგება ფეხზე. სწორედ ფინანსური გარანტიების არარსებობის გამო მოხსნა თავისი კანდიდატურა და ვერ მიაღწია ბუენოს არესამდე რომმა. გარდა ამისა, ყველას ახსოვდა ბასკი ტერორისტები და კატალონელი სეპარატისტები, რომელთაგანაც ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი პროვოკაცია.

არჩევა

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, პირველ რაუნდში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების უმრავლესობა: ტოკიოს 42 ხმა ჰქონდა, მადრიდსა და სტამბოლს – 26- 26 ხმა (მათ შორის გაიმართა დამატებითი კენჭისყრა, რომელიც თურქების გამარჯვებით დასრულდა და მეორე რაუნდში სტამბოლი გადავიდა).

ბოლო კენჭისყრა ორ დარჩენილ კანდიდატს შორის დიდი უპირატესობით მოიგო ტოკიომ - 60 ხმა 36-ის წინააღმდეგ. ეს ქალაქი 1964 წლის შემდეგ მეორედ უმასპინძლებს ზაფხულის თამაშებს. გარდა ამისა, იაპონიაში 1998 წელს გაიმართა ზამთრის თამაშები, რომლის ორგანიზატორი იყო ნაგანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტოკიო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა