ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური
მსაჯებისთვის თამაშის წაგების დაბრალება მართებულად არასოდეს მიმაჩნდა, ყოველთვის ვერიდებოდი ამ თემაზე წერას, მაგრამ სლოვენიასთან მატჩის არბიტრებმა თითქოს ღია მწვანე სლოვენიური მაისური გადაიცვეს და საქართველოს წითელი აუნთეს.

ამას მხოლოდ საკუთარი შეხედულებით არ ვწერ. თამაშის შემდეგ ვესაუბრე სპეციალისტებს (ცხადია, ქართველებს), რომლებიც ამბობენ, მსაჯობამ დიდი გავლენა იქონია მატჩის შედეგზეო.

უამრავი ეპიზოდიდან ერთს გავიხსენებ: საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა 13-ქულიანი ჩამორჩენა 4-მდე რომ დაიყვანა, სლოვენიელებს არაფერი გამოსდიოდათ. გორან დრაგიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეიჭრა ჩვენს ფარქვეშ, სადაც გიორგი ცინცაძე დახვდა. დაეჯახა, თავი ასწია, მოძრაობა განაგრძო და ბურთი ისროლა. ჩააგდო.

მსაჯებმა იმ ეპიზოდში საქართველოსთვის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს: გიორგი ცინცაძე დააჯარიმეს (მეოთხე ფოლი), ბურთი ჩათვალეს და დრაგიჩს ჯარიმა ასროლინეს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სლოვენიელს შეტევაში თუ არ დააჯარიმებდნენ, ბურთი არ უნდა ჩათვლილიყო მაინც...

ისიც თქვეს, ევრობასკეტი სხვა ქვეყანაში რომ იმართებოდეს, ლიდერი გორან დრაგიჩი მოედნიდან პირველივე ტაიმში გავარდებოდაო (ფოლების სიჭარბით).

ტყორცნა

ასეა თუ ისე, 15-კაციან (მსაჯები+კალათბურთელები) სლოვენიას, რომელსაც ხავერდოვანი, ამწვანებული დარბაზი ქომაგობდა, საქართველომ კინაღამ მოუგო. სირენამდე 1:01 წუთით ადრე ვიქტორ სანიკიძემ მისთვის ჩვეულად მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (66:69).

დომენ ლორბეკის ერთი საჯარიმოს შემდეგ ბესიკ ლეჟავამ ორქულიანით სხვაობა ორამდე დაიყვანა (68:70, 31 წამით ადრე) და... გადამწყვეტი აღმოჩნდა ზორან დრაგიჩის უხერხული სიტუაციიდან ნატყორცნი ბურთის ჩვენს კალათში ჩაშვება - 72:68.

დარჩენილ ექვს წამში თამაშის გადარჩენა ვერ შევძელით.

ეს ბოლო წამებზე მოხდა. მანამდე იყო მონაკვეთი, როცა საქართველოს ნაკრები 11 ქულით იგებდა (26:15) და პირიქით, დიდი სხვაობითაც ჩამორჩა - 33:46.

თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ბოლო წამებზე გადაწყდა.

ტაქტიკა

ალბათ, ისიც გაინტერესებთ, რამ განაპირობა სხვაობათა ასეთი ცვალებადობა. დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრების საფირმო ზონური დაცვის წინააღმდეგ მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს:

"ძალიან გაგვიჭირდა შეტევებისას ბურთის დატრიალება, კომბინაციური თამაში ვერ ავაწყვეთ და თავიდან ამიტომაც ჩამოვრჩით", - თქვა ნამატჩევს სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა და დასძინა: "მეორე პერიოდში ტაქტიკა შევცვალეთ, აქცენტი სამქულიანებზე გადავიტანეთ და შედეგიც მივიღეთ".

აი შედეგიც: მეორე პერიოდში სლოვენიამ 6 სამქულიანი ჩააგდო (სულ 11) და 10-წუთიანი მონაკვეთი 31:13 მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა დაცვა გამოასწორა, ზონაც კარგად გამოსდიოდა და არც პერიმეტრიდან ტყორცნას ანებებდნენ. შეტევაში კი ისედაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ - ჩამორჩენის აღმოფხვრა დროის საქმე იყო, რადგან სლოვენიელებს ვერც ფარქვეშ ჰქონდათ კარგად საქმე (მეტოქის ფარიდან 20 ბურთი მოვხსენით) და ვერც პერიმეტრზე დაალაგეს თამაში.

...ბოლოს რაც მოხდა, უკვე გითხარით.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტზე

საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]

საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს