საქართველო-საფრანგეთის მატჩის დროს რაც მე-17 სექტორში დატრიალდა, ძნელი ასახსნელია - პოლიციელები ფანებს დაერივნენ...
საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა ქართული ფეხბურთის ისტორიას რაღაცნაირად სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ქულა ავართვით. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მოვლენაზე, რომელიც მატჩის დასაწყისში სტადიონზე მოხდა...

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა: სამხრეთ ტრიბუნის მე-17 სექტორს მასპინძელი გუნდის ფანები - "გლადიატორები" (თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები) და "ქართული სპორტის ქომაგები" იკავებენ.

ამჯერადაც ასე მოხდა. მატჩი დაიწყო და ფანებიც აბობოქრდნენ, მაგრამ რაც ამის მერე მე-17 სექტორში დატრიალდა, ძნელი ასახსნელია - პოლიციელები ფანებს დაერივნენ და მერე ძნელი გასარჩევი გახდა, ვინ ვის ესროდა პლასტმასის სკამებს.

იხილეთ ვიდეო

ამის შემდეგ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის ერთ-ერთმა აქტივისტმა კობა კობაიძემ ფანებისადმი მიმართვა გაავრცელა:

"მოვიდა დრო, ყველა ფან-კლუბი გაერთიანდეს და აღვკვეთოთ სტადიონებზე ძალადობა! მოვითხოვოთ, რომ პოლიციამ გააკონტროლოს გარე პერიმეტრი, ხოლო ტრიბუნებზე იყვნენ სტიუარდები!

ჩვენ ვართ არა კრიმინალები, არამედ ფეხბურთის ფანები, გვიყვარს ქართული კლუბები და უზომოდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა!"

ამ მოწოდებას ყველა ფან-კლუბის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და მოიწონეს. კომენტარისთვის მის ავტორს დავუკავშირდით:

"ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ჩვენს სექტორში პიროტექნიკა ავანთეთ. რატომღაც პოლიციის თანამშრომლები მოგვცვივდნენ და ბოლო სიტყვებით გვაგინეს.

ხალხი ამან გააღიზიანა, ვითარება ძალიან დაიძაბა და წავიდა სკამების სროლა.

ყველაზე მეტად იმან გამაოგნა, რომ ხალხს სკამებს გამეტებით ურტყამდნენ. მერე ხალხი მიაწვა და პოლიციამ უკან დაიხია. ამ კონფლიქტის შედეგად 10 ადამიანი დაზიანდა, მათ შორის, პოლიციელებიც დაშავდნენ.

ჩვენთვის ყველა ამ ქვეყნის შვილია, ვითარების გამწვავება და კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ დროა, სტადიონზე ფანების სექტორთან მხოლოდ სტიუარდები დადგნენ, რომლებმაც იციან, რომ პიროტექნიკის გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია და არა - დანაშაული, და ისიც, რომ პოლიციელმა ფანებს არ უნდა აგინოს".

ბექა ნოზაძე, "ქართული სპორტის ქომაგების" ლიდერი:

"ბოლო მატჩებში ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიუხედავად, "ქართული სპორტის ქომაგები" საფრანგეთთან მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. 6 სექტემბერს ნაკრების ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელს შევხვდით და გამოვუცხადეთ სრული მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მრისხანე მეტოქე გვყავდა.

ჩვენ, "ქართული სპორტის ქომაგები", კრიმინალები არ ვართ, ერთადერთი გრძნობა გვამოძრავებს - ქვეყნის სიყვარული და დაუოკებელი სურვილი, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდგეთ.

პიროტექნიკა კრიმინალური ატრიბუტი არ არის, ის სპეციალურ მაღაზიებში თავისუფლად იყიდება...

ყველაფერი ერთ-ერთმა პოლიციელმა გამოიწვია, რომელიც გვაგინებდა და გვემუქრებოდა - თამაშის შემდეგ ნახავთ, რასაც გიზამთო. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა - მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ტრიბუნებზე წესრიგის დაცვა სტიუარდებს მიანდონ.

ჩვენ ვრჩებით საკუთარი პრინციპების ერთგულნი - ვემიჯნებით ყოველგვარ კრიმინალს!

აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს, საქართველოში ფან-კულტურის განვითარებას ხელი შეუწყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შეტაკება ქომაგებსა და პოლიციას შორის საქართველო-საფრანგეთის მატჩზე [VIDEO]

საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

anti
ის რაც სტადიონზე მოხდა ამას კრიმინალი ჰქვია. პოლიცია რო პოლიციელობდეს ამ კრიმინალებს ადგილიდან ახვეტავდა. კრიმინალური მენტალიტეტი აქვს ამ გაზეთის და საიტის თანამშრომლებს და იმიტომ უძვრებიან იმ კრიმინალებს ერთ ადგილას
Ultras
100% ვეთანხმები ორივეს, დაჟე თავიდან მაღლიდანც ცდილობდა პოლიცია ჩხუბის დაწეყაბას პირო ესროლა ვიღაცას ისეთი მოხვდა ლამის დავარდა თან იგინებოდნენ ან რა აგინებდათ თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ფეხბურთი ფანებს!
Nikoloz
ჩვენ არ ვართ კრიმინნალები !! ჩვენ გვიყვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები...
Nikoloz
ჩვენ არ ვართ კრიმინნალები !!
Cercvadze (qomagi)
ჩვენ არვართ კრიმინალები !!!
qeta
ჩვენ არ ვართ კრიმინნალები !! ჩვენ გვიყვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
"იბერია სტარის" ქომაგებმა გუნდი გადაარჩინეს?
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია