საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფინეთის ეროვნულ გუნდთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვას და უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს, - ამის შესახებ 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს მოსაგებად იბრძოლებს. "კარგია, რომ თბილისში ვთამაშობთ. პირველი კარგი თამაშის შემდეგ ალბათ მოლოდინი დიდია, ყველა ელოდება, რომ საქართველოს ნაკრები მინდორზე გამოვა და თამაშს მოიგებს. ამას ჩვენც ველოდებით და ეს ჩვენც გვინდა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი არის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ამ უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. ეს მოხდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ფინეთთან მატჩს მოვიგებთ. რთული თამაში იქნება, ფინეთს კარგი ნაკრები ჰყავს და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ჩვენ თამაშისთვის მზად ვართ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ფინეთთან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, გუნდი შემტევ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ქეცბაიამ გაიხსენა საქრათველოს ნაკრების ბოლო თამაში საფრანგეთთანაც. მისი თქმით, ყველას ეგონა, მათ შორის, ქართველებსაც, რომ საფრანგეთი საქართველოს დაამარცხებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

"ყველას ეგონა, რომ ადვილად მოგვიგებდნენ, მათ შორის - ბევრ ქართველსაც, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ და დამსახურებულად ავიღეთ ერთი ქულა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ნურავის ეგონება, რომ ფინეთის ნაკრები ადვილი მეტოქეა.

"ფინეთის ნაკრები ჩავიდა ესპანეთში და ერთი ქულა აიღო. ასე რომ, ხვალ მძიმე შეხვედრა გველის და იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე თამაშში წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრებს ორი ყვითელი ბარათის გამო მეკარე გიორგი ლორია დააკლდება.

მატჩი 10 სექტემბერს "დინამო არენაზე", 21.00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

წყარო: interpressnews.ge

gizo
უი, ისევ 10-ში გადაუტანიათ?!
giga
საფრაგეთთან მოგებაც შეიძლებოდა!! ეს ფეხბურთია მაქსიმალურს უნდა ეცადო, ფრე გიხაროდეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ ამ ქვეყანაში ვისაც უსმენენ იმათ ფეხბურთი არ ესმით!
gizo
თბილისიდან ძალიან შორს მყოფი გულისფანცქალით ველოდი მატჩს, რომ ტელევიზორში მენახა. მე ეს მატჩი, რატომღაც, 10 სექტემბერს მეგონა. დიდი მადლობა, თუ არა თქვენ, ვერ გავიგებდი, შეხვედრა 9-ში რომ გადმოუტანიათ.
guja_kakhadze
ფინეთთან გამოჩნდება საქართველოს ნაკრები რეალურად რა ძალას წარმოადგენს!წარმატებები!!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ფინეთმა მსოფლიოს ჩემპიოანტის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს გადაასწრო
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა