ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!

საქართველო VS ფინეთი - დღეს სხვა მოთხოვნა გვაქვს!

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
10 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" I არხი განახორციელებს.

...წილისყრამ ისეთ ქვეჯგუფში მოგვახვედრა, ყველასათვის ცხადი იყო, რომ პლეი ოფის საგზურის მომტან მეორე ადგილს ვერაფრით "შევწვდებოდით" (პირველ ადგილზე ხომ ფიქრიც კი უადგილო იყო);

და აი, ახლა, როცა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურია დარჩენილი, საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მიზანიღა დარჩა - ორი გრანდის, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს!

არადა, მართლაც დამთრგუნველად მოქმედებს, როცა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების სტატისტიკას გავიხსენებთ ხოლმე: აქამდე ჩატარებულ ცხრა შესარჩევ ციკლში მხოლოდ ორჯერ შევძელით მესამე ადგილის მოპოვება, ერთხელ - მეოთხეზე გავედით, დანარჩენ შემთხვევებში კი ბოლოსწინა ან ბოლო ადგილებს ვიკავებდით.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სადებიუტო ციკლში (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) ნაჩვენები შედეგი (III ადგილი და 15 ქულა) დღემდე საუკეთესოა და გაუმჯობესებას კი არა, ამ შედეგთან მიახლოებასაც ვერაფრით ვახერხებდით.

ამ შესარჩევი ციკლის წინ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილუზია არავის უნდა ჰქონოდა; თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, არ იყო გამორიცხული, რომ სწორედ საქართველოს ნაკრები გამხდარიყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი!

აბა, გავიხსენოთ, რომელ წუთზე შეძლო ესპანეთის ნაკრებმა თბილისში ერთადერთი გოლის გატანა (მანამდე კი იღბალმა ზურგი ჩვენ გვაქცია, როცა ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ესპანელთა კარის ძელს მოხვდა); დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო ფრანგებთან ორივე დაპირისპირებაში: პარიზშიც და თბილისშიც უგო ლორისმა სამი "მკვდარი" ბურთი მოიგერია, პლუს ერთხელ ძელსაც გავარტყით ბურთი!

მოკლედ, იმის შანსიც იყო, რომ 10 სექტემბერს გასამართ შეხვედრას ქულათა უფრო სოლიდური მარაგით შევხვედროდით;

თუმცა, ნურც ის გვიკვირს, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და საფრანგეთთან საშინაო მატჩებში თავი არ შეურცხვენია - ჩვენები ხომ გამორჩეულად ძლიერ მეტოქეებთან განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობენ...

სამაგიეროდ, "ჩვენი კატეგორიის" მოწინააღმდეგეებთან გვიყვარს ქულების აქეთ-იქით "ჩამორიგება" და ამის დასტურად ეს შესარჩევი ციკლიც გამოდგება: ბელორუსთან და ფინეთთან სტუმრად ჩატარებულ ორ შეხვედრაში 6 ქულა იდეალური ვარიანტი უნდა ყოფილიყო; ოთხზეც არ ვიტყოდით უარს, ორივე მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დამაკმაყოფილებელ შედეგს მივიჩნევდით, რეალურად კი მხოლოდ... ერთ ქულას დავჯერდით!

თუმცა, ჩვენ რომ საკუთარ შანსებზე ვმსჯელობთ, ალბათ, ბელორუსსა და ფინეთშიც ანალოგიური სიტუაცია იქნებოდა და საქართველოსთან შეხვედრებში (შინ თუ გარეთ) მაქსიმალურ შედეგზეც იფიქრებდნენ.

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენს ჯგუფში დღეისათვის არსებული სატურნირო მდგომარეობა რეალურად ასახავს ძალთა თანაფარდობას ერთადერთი გამონაკლისის გარდა: ფინეთთან მატჩის მერე საქართველომ მესამე ადგილზე უნდა გადაინაცვლოს!..

არ მოვდუნდეთ!

ვწერდით, რომ საქართველო-საფრანგეთის მატჩზე, ცოტა არ იყოს, უჩვეულო სანახავი იყო ნახევრად ცარიელი ტრიბუნები. არადა, თემურ ქეცბაიას გუნდს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია და მეორე ტაიმის დაახლოებით 15-30 წუთი სულაც ვჯობნიდით მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს!

თუმცა, ყველა დაგვეთანხმება, რომ 10 სექტემბერს აბსოლუტურად სხვა "შინაარსის" მატჩი იქნება: ფრანგებთან ჩვენი ნაკრების მთავარი მიზანი საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვა და მერე უკვე კონტრშეტევების წამოწყება, სწორედაც რომ არწაგებაზე გათვლილი ტაქტიკა იყო;

ახლა კი, თუ გვინდა, რომ ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ, აბსოლუტურად განსხვავებული ტაქტიკა-სტრატეგიის მოფიქრება მართებს ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს; მით უფრო, რომ ფინელებიც, ფაქტობრივად, იმ ტაქტიკას აირჩევენ, როგორიც ჩვენ გვქონდა ფრანგებთან. ანუ, მეტოქე რომ თამაშს არ "გახსნის", ფაქტია და როგორც ჩვენ ფრანგებთან, ალბათ, სწორედ ამ სტილში შეეცდება ჯერ საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვას, შემდეგ კი კონტრშეტევებით თავის შანსსაც "დაელოდება".

მოკლედ, რთული თამაში რომ გველოდება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება და ამ შემთხვევაში უადგილოდ გვეჩვენება მავანთა "ბრძნული" ვარაუდიც: "საფრანგეთთან თუ ფრედ ვითამაშეთ, ფინეთს იოლად მოვუგებთ!" არადა, ამ დროს საფრანგეთთან მატჩზე არანაკლებ რთული (თამაშის "შინაარსიდან" და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე) შეხვედრა გველოდება ისეთ მეტოქესთან, მკაცრი სათამაშო დისციპლინით რომ გამოირჩევა.

ჰო, ფინეთის ნაკრების შემადგენლობაში ფრანკ რიბერისა თუ უგო ლორისის დონის ფეხბურთელები არ თამაშობენ, აღარც იარი ლიტმანენი (ფინეთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე) ჰყავთ და არც ისეთი შემტევები, იგივე თორნიკე ოქრიაშვილის, ჯანო ანანიძისა თუ დავით თარგამაძის მსგავსად იმპროვიზაციის უნარი რომ გააჩნდეთ.

თუმცა ამა თუ იმ ნაკრების სიძლიერე სწორედაც იმაში გამოიხატება, უშუალო კონკურენტს "საკუთარ თამაშს" რომ მოახვევს თავს და მატჩსაც თავისთვის სასურველი შედეგით დაამთავრებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ სწორედ ასე მოხდება და ერთწლიანი პაუზის მერე საქართველოს ნაკრები კვლავაც შეძლებს ოფიციალურ მატჩში ქართველი ქომაგის გახარებას.

ისე, არცთუ უსაფუძვლო ეჭვზეც გვინდა ვთქვათ, ქართველ ქომაგთა გარკვეულ ნაწილში რომ არსებობს: საფრანგეთთან ჩინებულად ჩატარებული მატჩის მერე ჩვენმა ბიჭებმა მომდევნო მეტოქე სათანადოდ არ შეაფასონ, ანდა საფრანგეთზე ბევრად სუსტ მოწინააღმდეგესთან საპაექროდ ნაკლებად მოტივირებულნი გამოვიდნენ.

თუმცა პირადად ჩვენ ამის ნაკლებად გვჯერა: ახლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს მოტივაცია საკმარისზე მეტი აქვთ და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსის გარდა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ უკვე დროა, მოუგებელი სერიაც (ოთხი წაგება, ერთი ფრე) შეწყდეს!..

ლიტმანენი და სხვები

ჩვენი მეტოქე, საქართველოს ნაკრების მსგავსად, არც ერთხელ გასულა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. თუმცა საქართველოს ნაკრები, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდი, თუ 1990 წლიდან გაიცნო საფეხბურთო მსოფლიომ, ფინეთის ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო შეხვედრა... 101 წლის წინათ ჩაატარა!

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც ფინეთის ნაკრებს და არც ამ ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე წარმატებისათვის არასდროს მიუღწევიათ. უბრალოდ, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა ფინელები ბოლო ტურამდე ინარჩუნებდნენ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს, მაგრამ ორჯერვე მცირედი დააკლდათ: 1980 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებს ვგულისხმობთ.

...ადრე ერთეული ფინელი ფეხბურთელი თუ ახერხებდა ევროპის ძლიერ ლიგებში დამკვიდრებას, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამ ქვეყნის არაერთი წარმომადგენელი დღესაც ასპარეზობს არცთუ ურიგო დონის კლუბებში. სამი ჰიიპია, შეფკი კუკი, ძმები ალექსეი და რომან ერიომენკოები, ნიკლას მოისანდერი, ტეემუ ტაინიო, პეტრი პასანენი, ჯონათან იოჰანსონი, იონას კოლკა, ანტე ნიემი, იუსი იასკალაინენი, ჰანუ ტიჰინენი და ნაკრების დღევანდელი თავკაცი მიკა-მატი ("მიქსუ") პაატელაინენი - აი, ფინეთის ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი ცნობილი ფეხბურთელები.

ამათგან ცალკე აღნიშვნის ღირსი, რაღა თქმა უნდა, სამი ჰიიპიაა, - გერმანული "ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა ხომ არაერთი შთამბეჭდავი სეზონი გაატარა "ლივერპულში" და წლების განმავლობაში ამ ინგლისური გრანდის კაპიტანიც გახლდათ.

თუმცა ფინელებს ჰიიპიაზე ბევრად უფრო ცნობილი და პოპულარული ფეხბურთელი ჰყავდათ: იარი ლიტმანენმა საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო (ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, ხუთჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი), ფინეთის ნაკრების რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც (137) და გოლების რაოდენობითაც (32), ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიც იყო და ჰოლანდიის ჩემპიონატისაც; ამას გარდა, ცხრაჯერ დაასახელეს ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელად!

თუმცა "აიაქსის", "ბარსელონასა" და "ლივერპულის" ყოფილმა ვარსკვლავმა ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ვერც ერთხელ იასპარეზა...

დაბოლოს, ქართულ-ფინურ დაპირისპირებებზეც: შარშან, შემოდგომაზე ჰელსინკიში ჩატარებული მატჩი პირველი იყო საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის და ძალიან სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრაში მხოლოდ ფრეს დავჯერდით. არადა, გურამ კაშიას გოლით დავწინაურდით, შემდეგ ფინელთა ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ერიომენკო გააძევეს მოედნიდან, მაგრამ მასპინძლებმა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

საინტერესოა, რომ საკლუბო დონეზეც მხოლოდ ერთხელ დავუპირისპირდით ფინელებს: 1996 წელს "ინტერტოტოს თასზე" პროვინციულმა "იარომ" 2:0 მოუგო ფოთის "კოლხეთს". იმდროინდელ "იაროს" უპირობო ლიდერი კი 32 წლის ალექსეი ერიომენკო გახლდათ - "როსტელმაშისა" და მოსკოვის გუნდების ("სპარტაკი", "ტორპედო", "დინამო") ყოფილი მოთამაშე. სხვათა შორის, ერიომენკოს ორი ვაჟი - ალექსეი ერიომენკო (უმცროსი) და რომან ერიომენკო წლების განმავლობაში ფინეთის ნაკრების ლიდერები არიან და რამდენიმე ცნობილ ევროპულ კლუბშიც უთამაშიათ.

მატჩისწინა კომენტარები:

თემურ ქეცბაია: ფინეთთან სხვა თამაში იქნება და იმედია, გულშემატკივარი მოვა

მიქსუ პაატელაინენი: თბილისში მხოლოდ თავის დასაცავად არ ჩამოვსულვართ

გურამ კაშია: საფრანგეთთან ფრე უნდა დავივიწყოთ

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 6 4 2 0 10:2 14

2. საფრანგეთი 6 3 2 1 8:4 11

3. ფინეთი 6 1 3 2 4:6 6

4. საქართველო 6 1 2 3 3:7 5

5. ბელორუსი 6 1 1 4 4:10 4

ქართულ-ფინური დაპირისპირების ისტორია

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

12.10.12. ჰელსინკი. 15 000 მაყურებელი

ფინეთი-საქართველო 1:1

0:1 კაშია (56), 1:1 ჰამალაინენი (63)

ფინეთი: მაენპაა - ჰალსტი, არკივუო, მოისანდერი, ურონენი - რინგი, სპარვი -ჰამალაინენი, რ. ერიომენკო, ა. ერიომენკო - პუკი (62. ჰეტემაი).

საქართველო: რევიშვილი - კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა - დაუშვილი, კანკავა - თარგამაძე (81. ყენია), კობახიძე, ოქრიაშვილი (67. ანანიძე) - მჭედლიძე (59. დევდარიანი).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: ა. ერიომენკო (14), ოქრიაშვილი (41), ჰეტემაი (88)

გაძევება: ა. ერიომენკო (59)

არბიტრი: ე. არანოვსკი (უკრაინა)

ინტერტოტოს თასი

07.07.96. პირერსაარი. 4 500 მაყურებელი

იარო (ფინ.)-კოლხეთი (ფოთი) 2:0

1:0 ერიომენკო (8), 2:0 ვიჯესკომი (68)

კოლხეთი: გოგუა - თიბილაშვილი, შ. ხუჯაძე, კაკაჩია, ქობულაძე, ტორჩინავა - მიქაბერიძე (75. ინიაშვილი), ბ. ამბიძე (62. ღაღანიძე), სოლოღაშვილი, გახოკიძე - გაბისონია (65. გიორგაძე).

გაფრთხილება: გახოკიძე

არბიტრი: ჯ. კიტლი (ჩრ. ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

• roma

ძმებო,მეც სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ,მეც მინდა დადებითი განწყობა შევინარჩუნო,მაგრა კოკა სულ წყალს არ მოიტანს,ე.ი საფრანგეთთან,რომ გაგვიმართლა და გადავრჩით ასე ყოველთვის არ მოხდება,ღმერთმა ქნას მოხდეს მეც ეს მინდა,მაგრამ საქმე სხვარამეშია:ღამის 1-ველ საათზე,რომ წამოძუნძულდები დინამოდან ხასიათ გაფუჭებული ეს უკვე ნამდვილად არ იქნება დადებითი განწყობა.

• lasha

რატქვა ახლა ისეტი სიმარტლეტქვა განწყობა რასჰუაჰსია ნუ გგონია ყველალაზე პატრიოტი ტავი სხვებს შენზე მეტად უყვართ საქართველო მარა რიალობა უნდ აილაპარაკო გაწნტყობას რაც შეხება შენ შენ განწყობას მიხედე ჩვენ ჩვენსას მივხედავთ ეს კონკრეტულ ამ სტატიაზე დაიწერა კომენტარი თორე ფინეთთან შეილება სახლიდანაც არ გამოხვიდე ჩვენკიდე შოუები უნდა დავდგათ იქ

• ramo

stajiani gulshematkivari შე კარგო ადამიანო, ახალბედა მაინც დაგერქვა. თუ სტაჟიანი ქომაგი ხარ, ერთი გაიხსენე, როდის არ შეგვიქმნია კარგი განწყობა და როდის მოგვიგია. და პირიქით იგივე ფრანგებთან თამაშის წინ აშკარად პესიმისტური განწყობა იყო და ფრე ვითამაშეთ. ერთი რამე იცოდე ფინეთთან უფრო ძნელი თამაში გვაქვს, ფინეთი უფრო მოტივირებულია, ფინეთს აწყობილი დაყენებული გუნდი ყავს, ხოლო მისი შემტევები "იგივე თორნიკე ოქრიაშვილის, ჯანო ანანიძისა თუ დავით თარგამაძისნაირებზე უფრო მეტი იმპროვიზაციის უნარი გააჩნიათ." ჩვენი მთავარი პრობლემაა ის რომ არ ვიცით გადამწყვეტი თამაშის თამაში.

• qomagi

odala ხარ თუ სირიკოზა, სუსკაც რა გაგვატარე.........

• stajiani gulshematkivari

odala, სახელიც შესაფერისი. ასეთი თამაშის წინ, არც ერთ ქვეყანაში, ნაღდი გულშემატკივარი შენისთანა კომენტარს, არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. ეს თქვენ "ქართველებს" შეგიძლიათ მხოლოდ. შეიქენი რა შე დალოცვილო დადებითი განწყობა, რა...

• odala

"დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო ფრანგებთან ორივე დაპირისპირებაში: პარიზშიც და თბილისშიც უგო ლორისმა სამი "მკვდარი" ბურთი მოიგერია, პლუს ერთხელ ძელსაც გავარტყით ბურთი!" - ჰაჰაჰა, რას ეწევით ასეთს თქვენ ჰაა? ძმურად თბილისის თამაში უფრო კარგად მახსოვს და მკვდარი ბურთი რომელი იყო ერთი მითხარით რა. თვითონვე აფრინდებით ხოლმე ძალიან მაღლა და მერე სინამდვილე ძალიან მაგრად რომ დაგახეთქებთ და ტაკო გეტკინებათ, ხვდებით რომ მთლად ისე არ არის საქმე როგორც გგონიათ. ის მაინც თქვით ყველაზე ახლოს ჩვენ ვიყავით გოლთან-თქო თბილისში, ან რიბერის ფეხი არ გავანძრევინეთ-თქო. ნამეტანი ნუ მოგივათ ხოლმე ჯოოო :))))))

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]

სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ხერხემლის უმძიმესი ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

პორტუგალიამ ფინეთს რონალდოს გარეშე სძლია [VIDEO]

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...