ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაზე თემურ ქეცბაიას გუნდის ოცნება ოცნებადვე დარჩა
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

პენალტიდან გატანილი ერემენკოს გოლის შემდეგ ერთ წუთში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევა...

მიუხედავად დიდი სურვილისა, კაცნაკლული გუნდით მასპინძლებმა დარჩენილ დროში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.

აღსანიშნავი კი ისაა, რომ მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ გოლი არ ჩათვალა - ბურთი, მას შემდეგ, რაც ხარიხას მოხვდა, აშკარად ნუკრი რევიშვილის კარის ხაზს შიგნით დაეცა.

ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ბოლო მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში, უკეთეს შემთხვევაში, მეოთხე ადგილს დასჯერდება.

ჩვენს ჯგუფში ბელორუსი საფრანგეთს მასპინძლობს.

giorgi
მადლობა საფრანგეთს,რომელიც ორჯერ აგებდა ბელორუსებთან და მაინც შემოაბრუნა თამაში, თორემ ვიქნებოდით ეხლა პირველ ადგილზე(ბოლოდან)
reso
გასკდა გული,გაბელია იცახის საპანიკო არაფერიაო,,მარტალია ალბატ
Giorgi
უეჭველი თავართქილაძის დაწერილია :)))) როგორ გაუსწორდა ალბათ რო წავაგეთ :)
Zviadi
ხომ არ ჯობია ევროპას შევეშვათ და ოკეანიის დივიზიონში გადავიდეთ,იქ შანსი 50/50-ზე მაინც გვექნება
ავთო
ამ სტატიის ავტორს თუ დავუჯერებთ მსაჯი ჩვენსკენ ყოფილა
Goga
ვისაც უნდა გაიგოს გამარჯვების გემო, ეთამაშოს საქართველოს საფეხბურთო (თუ გვყავს რათქმაუნდა) ნაკრებს!!!
Goga
ნორმალურ ფეხბურთელებს ქეცბაიამ ხელი ჰკრა, ხოდა დარჩა ჯოგი. რომლებსაც თავმოყვარეობის ნატამალი არ აქვთ. ცადი ქეცბაია ხომ ხედავ შენი დრო წავიდა, რამდენი წელი უნდა აშენო ეს ყბადღებული მომავლის ნაკრები, დაბერდა შენს ხელში თაობა.
imereli
საერთოდ ხო არ ამოვიღოთ ფეხბურთი სპორტის სახეობიდან და სხვა სპორტის სახეობებს მივხედოთ მაგალითად ჭიდაობას ან რეგბს ან კიდევ ცეკვას ამაში მართლა მაგრები ვართ სულ ჩემპიონები ვიქნებით
dima
ჩემი აზრით,უბრალოდ, მოგებაზე(პირველ ნომრად) თამაში ამ გუნდმა არ იცის. მეორე ნომრად თამაშს მიაჩვია ქეცბაიამ და იქ შეიძლება შემთხვევით, კონტრშეტევაზე, გოლიც გაიტანონ.მიზანდასახულად ესენი ვერც ერთ გუნდს ვერ მოუგებენ ევროპაში.
Tamazi
ერთი თამაშს ცოტას ვითამაშებთ წელიწადში და ავტეხავთ ერთ ამბავს, უვარგისები გმირებად გამოგვყავს. ზუსტად ეს ტრაბახი და შექება ღუპავს ქართულ ფეხბურთს.რა იყო შე კაცო ვერ ვხედავთ. რომ უვარგისი ფეხბურთელები გვყავს?
Giorgi
მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან, მართლა მოიკლეს თავები, ქეცბამ რა ქნას, ჰიცფელდი და ფერგიუსონი ერთად რომ დააკენო ამ ფეხბურთელებით ვერაფერს ვერ იზამენ
dato
ესეთი მშიშარა ნაკრები ჯერ არ გვყოლია(მწვრთნელის ჩათვლით).დვალიშვილი,მერებაშვილი,დვალი(რატომ არ ათამაშებს შემტევებს).ან აზრზე არაა ქეცბაია ან გვეკაიფება!!!
zura
მორჩა ბაზარი იმათთვის, ვისაც ფრანგების უსუსური თამაშის ფონზე ჩვენ მაგრები ვეგონეთ?, იმავე ტურში სო0ხებმა გასვლაზე ჩეხებს მოუგეს, ესტონეთმა კი ჰოლანდიას 2-2 გაუგორა. კიდევ რამდენი წელი უნდა ვიცხოვროთ სირაქლემებივით? არც ქეცბაია, არც ფეხბურთელები (ყოველ შემთხვევაში მარტო) არ ტყუიან. ტყუის დღევანდელი (და გუშინდელი) ქართული მენტალიტეტი. როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე (მუხრან მაჭავარიანი)
giorgi
და ეპანელებთან მოგება აღარ გვშველის არა???
giorgi
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს... და თუ ბელორუსიამ ფრანგებთან ასე გააგრძელა თამაში(მეათე წუთია და ტოლს არ უდებს,ფრანგებს)ჩვენ,ჩვენს დამსახურებულ ბოლო ადგილს ალბათ გავინაღდებთ.
კიკუ
მაგარი ბანძები ხართ ბიჭებო.შენ კი თემურა წადი სახლში ძამიკო
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია