ბათუმში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ კლუბი ევროპულ სარბიელზე კვლავ წარმატებით ითამაშებს
შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" თამაში ბათუმის სახელით გააგრძელოს. ამის თაობაზე ინფორმაცია კლუბის მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ მოგვაწოდა.

მისივე თქმით, "იბერიას" პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი 9 სექტემბერს ბათუმში იმყოფებოდა და საინტერესო შეხვედრებიც ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძესთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროს მერაბ ნაგერვაძესთან, აჭარის ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან.

"ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. ბათუმში წერეთლის ყოფნის მიზანი იყო, აჭარის ხელმძღვანელებისთვის გაეცნო და შეეთავაზებინა სამუშაო პროექტი, რომლის მიხედვითაც "იბერია სტარი" შემდგომში სწორედ აჭარის მთავარ ქალაქში დაფუძნდება და მისი სახელით იასპარეზებს. ჯერჯერობით ეს პროექტი განხილვის სტადიაშია", - გვითხრა დარჯანიამ.

მედიისთვის კომენტარი ორივე მხარემ გააკეთა:

"დიახ, შესაძლოა, "იბერია სტარი" ბათუმის კუთვნილება გახდეს და ჩემპიონთა ლიგა იქნება თუ სხვა ტურნირი, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტურები, აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლოს, - თქვა ვახტანგ წერეთელმა, - საერთოდ, ქართული სპორტის განვითარებისთვისაც აჯობებს, რომ ბათუმს ჰყავდეს გუნდი, რომელიც არა მხოლოდ თბილისს გაუწევს კონკურენციას, არამედ ევროპულ გრანდებსაც. ამით ჩვენი ფუტსალი გაძლიერდება და მისი პოპულარიზაციაც მოხდება.

სადღეისოდ, "იბერია სტარი" ევროპაში რეიტინგით მეხუთეა და მიმაჩნია, რომ ბათუმში ძლიერი კლუბის ჩამოსაყალიბებლად სწორედ ახლაა უნიკალური შანსი...

ბათუმში საქმიანი შეხვედრები იყო. განვიხილეთ ყველა ის დეტალი, რაც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და მალე ბათუმელი გულშემატკივარი ძლიერი კლუბის დაფუძნებით გაიხარებს".

ავთანდილ ბერიძე:

"ფუტსალში საქართველოს ჩემპიონსა და მის პრეზიდენტს რეკომენდაცია ემიგრაციაში მცხოვრებმა ქართველმა კაცმა გაუწია. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, ვისაუბრეთ ამ კლუბის გეგმებსა და პერსპექტივაზე. "იბერია სტარი" ევროპის ერთ-ერთი გრანდია და ძალიან სასიამოვნოა, თუკი მის პრეზიდენტს კლუბის ბათუმში გადმოყვანის სურვილი აქვს".

მერაბ ნაგერვაძე:

"თუ ეს შეთანხმება განხორციელდა, რეგიონში სხვა სახეობების პროგრესისთვისაც კარგი მაგალითი იქნება. "იბერიამ" ქართული სპორტის განვითარებაში თავისი წვლილი უკვე შეიტანა და იმედია, მალე ამას აჭარისა და ბათუმის სახელით შეძლებს".

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ფუტსალის კლუბს ბათუმის "დინამოც" ჩამოაყალიბებდა. კლუბის პრეს-ატაშე ამირან მამალაძემ გვითხრა, რომ საქართველოს ახალ ჩემპიონატში, სავარაუდოდ, ორი ბათუმური კლუბი ჩაერთვება - "იბერია სტარი" და ბათუმის "დინამო".

თავად ფაქტი, რომ თბილისის გარდა, შესაძლოა, ფუტსალის მეორე ცენტრიც გაჩნდეს, სპორტის ამ სახეობას უდავოდ წაადგება. ასეთ შემთხვევაში, ეროვნულ პირველობაზე კონკურენციაც გაიზრდება და თავად - პირველობის დონეც.

შეგახსენებთ, რომ აპრილში თბილისში, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მისმა ერთ-ერთმა მონაწილე "იბერია სტარმა" ფინანსური კრიზისის გამო ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 11 წლის განმავლობაში კლუბი მხოლოდ მისი დამფუძნებლის ფინანსური დახმარებით არსებობდა, მაგრამ ეს რესურსიც ამოიწურა და კლუბი, რომელმაც ქართული დროშა ევროპული ფუტსალის ფლაგმანთა შორის ამაყად ააფრიალა, გაკოტრების პირას მივიდა.

"იბერია სტარის" გადარჩენის მიზნით, წერეთელმა რამდენიმე ორგანიზაციასა და პირს მიმართა, მათ შორის - თბილისის მერს გიგი უგულავას, მაგრამ დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებითი სახსრების არარსებობის მომიზეზებით, კლუბმა მხოლოდ მწირი დახმარება მიიღო. ბათუმური შეხვედრების შემდეგ კი გაჩნდა იმედი, რომ "იბერია სტარი" არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ამბიციებსაც შეინარჩუნებს და ევროპულ სარბიელზე კვლავ წარმატებით ითამაშებს.

ბოლოს იმასაც შეგახსენებთ, რომ ფუტსალში უეფას თასის ძირითადი ეტაპის II ჯგუფის მატჩებს უნგრეთის ქალაქი დიორი 1 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. "იბერია სტარის" მეტოქეები არიან - მასპინძელი "დიორ ეტო" (უნგრეთი), "გრანდ პრო ვარნა" (ბულგარეთი) და "ტანგო სარაევო" (ბოსნია). ელიტრაუნდში ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები მოხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ფუტსალის ასოციაციაში დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება
ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
ᓕᓐᓮᓢᓐᓜᓒ ᓬᓔᓠᓔᓗᓔᓚᓘ: ᓔᓡ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓡᓞᓝᓠᓢᓣᓚᓘ ᓐᓠᓮᓘ...
ვახტანგ წერეთელი საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად დაარეგისტრირეს
ქართულ ფუტსალში დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს
სასამართლომ ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
კლუბების სკანდალური გადაწყვეტილება - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ჩაიშალა?
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
2018 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში? პროგრამა რეალურია!
[მოედანს მიღმა] მიზანმიმართული, ერთგული და რისკიანი რონინიო