ყველაზე მდიდარი ალონსოა
როგორც მოსალოდნელი იყო, "ფერარიმ" დაადასტურა ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება კიმი რაიკონენთან, რომელიც მომავალ წელს ესპანელი ფერნანდო ალონსოს თანაგუნდელი იქნება. იტალიური საჯინიბოს ოფიციალური განცხადება მხოლოდ ორწინადადებიანია.

"მარანელო. 2013 წლის 11 სექტემბერი. "ფერარი" აცხადებს კიმი რაიკონენთან მიღწეულ ხელშეკრულებაზე. ფინელი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ფერნანდო ალონსოს მეწყვილე იქნება", - წერია გუნდის განცხადებაში.

ფინელი "ფერარის" საპრიზო პილოტი 2007-09 წლებში იყო და 2007-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯერჯერობით ეს არის იტალიური გუნდის ბოლო ტიტული საჯინიბოდან მიხაელ შუმახერის წასვლის შემდეგ. მიმდინარე სეზონში რაიკონენმა "ლოტუსის" მანქანით ერთი გრანპრი მოიგო და მეოთხე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.

"ფერარიდან" წასვლის შემდეგ რაიკონენმა ორი სეზონი კლასიკურ რალიში გაატარა, შემდეგ კი ფორმულა 1-ში დაბრუნდა და "ლოტუსის" პილოტი გახდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ მარანელოში დაბრუნებით, სადაც სამი ფანტასტიკური და ძალიან წარმატებული სეზონი გავატარე. ბევრი მოგონება დამრჩა "ფერარიში" გამოსვლისგან, მაგალითად, დაუვიწყარი გამარჯვება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატზე.

მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ისევ ჩავჯდები წითელ ბოლიდში, განვაახლებ თანამშრომლობას ბევრ ადამიანთან, რომლებთანაც წარსულში მჭიდრო კავშირი მქონდა და ვიმუშავებ ფერნანდოსთან ერთად, ვინც დიად პილოტად მიმაჩნია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა იმ წარმატებას მიაღწიოს, რომელსაც ის იმსახურებს", - განაცხადა რაიკონენმა.

2014 წლისთვის "ფერარის” შემადგენლობის დადასტურებას ყველა გუშინ ელოდა, მაგრამ ერთი დღით ადრე ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დატოვებს იტალიურ გუნდს.

"2014 წელს მე არ ვიქნები "ფერარიში”. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს ყველა გამარჯვებისთვის და იმ დაუჯერებელი მომენტებისთვის, რომელიც ერთად გადავიტანეთ. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, გულშემატკივრებისა და სპონსორების. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

მაქსიმალურად ვიაქტიურებ შვიდ დარჩენილ რბოლაში, რათა მაქსიმალური შედეგი მოვუტანო "ფერარის”. შემდეგი წლისთვის კი მინდა ვიპოვო გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიან მანქანას შემომთავაზებს და ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მომცემს. ჩემპიონობა კვლავაც ჩემი მთავარი მიზანია!” - გამოაცხადა მასამ.

აღიარებულია, რომ ფელიპე მასა "ფერარის" საუკეთესო პილოტია იმათგან, ვისაც ტიტული არ მოუპოვებია. ის ლიდერობს "სკუდერიას" შემადგენლობაში რბოლების (132), მოგებების (11) და პოულების (15) რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ალონსომაც 11 რბოლა მოიგო "ფერარის" შემადგენლობაში, მაგრამ 63 სტარტში მხოლოდ ოთხი პოული ჰქონდა.

სხვათა შორის, ალონსო გამოეხმაურა გუშინდელ ტრანსფერს. "მივესალმები ახალ თანაგუნდელს: ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ახალ ტექნიკურ გამოწვევებს და ძალიან ძლიერ კონკურენციას მომავალ წელს, - მოჰყავს ალონსოს სიტყვები "გაძეტა დელო სპორტს". - მინდა მადლობა გადავუხადო ფელიპეს იმ წლებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ; იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის მე და გუნდს გვაძლევდა. ძალიან რთული იქნება სეზონის ბოლოს მეგობართან გამოთხოვება, ვინც უნიკალური იყო თავისი პროფესიონალიზმით და ლოიალურობით. დარწმუნებული ვარ, ის ბოლომდე დაიხარჯება ამ სეზონში იმ გუნდისთვის, რომელიც ძალიან უყვარს".

ყველაზე მდიდარი ალონსოა

ჟურნალმა "ფორბსმა" შეადგინა ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების სია 2012 ივნისიდან 2013 წლის ივნისის პერიოდში.

ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო - მისმა მონაგარმა 30 მილიონი დოლარი შეადგინა (28 მილიონი - ხელფასი, 2 მილიონი - სარეკლამო კონტრაქტები). მეორე პოზიციაზეა "მერსედესის" წევრი ლუის ჰემილტონი 27.5 მილიონით (26+1.5), მესამეზე დეილ ერნჰარდტი, რომელიც NASCAR-ის სერიაში გამოდის - 26 მილიონი (13+13).

მეოთხედან მეათე ადგილამდე პოზიციები დაიკავეს: ჯიმი ჯონსონმა (NASCAR) - 24 მლნ (17.3+6.7), ვალენტინო როსიმ (მოტოგრანპრი) - 22 მლნ. (12+10), ტონი სტიუარტმა (NASCAR) - 18.5 მლნ (12.5+6), ჯეფ გორდონმა (NASCAR) - 18.2 (12.7+5.5), სებასტიან ფეტელმა (ფორმულა 1) - 18 მლნ (17+1), დანიკა პატრიკმა (NASCAR) - 15 (6+9), ჯენსონ ბატონმა (ფორმულა 1) - 14 (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კიმი რაიკონენი "ფერარიში" გადასულა?

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
სებასტიან ფეტელი ანტირეიტინგში
მარკ უებერი პოდიუმით წავიდა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
მარკ უებერი სერიოზულ ავარიაში მოყვა [VIDEO]
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ᓤᓝᓠᓛᓣᓚᓐ 1: "ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓫᓐᓚᓘᓐᓜ ᓣᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓝᓐ
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ᓣᓜᓒᓠᓔᓗᓘᓡ ᓒრᓐᓜᓞᓠᓘ: ᓡᓐᓘᓜᓢᓔრᓔᓡᓝ ᓡᓢᓐᓢᓘᓡᓢᓘᓙᓐ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა