როგორ შეაფასა "ცხელ გულზე" საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ევრობასკეტზე გუნდის გამოსვლა

2011 წლის ევრობასკეტისგან განსხვავებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი პირველივე ეტაპზე დასრულდა.

გარდა იმისა, რომ ამჯერად მეტოქეებიც გაცილებით ძლიერი გვყავდა, ხორვატიასა და სლოვენიასთან ბოლო წამებზე წაგებულმა მატჩებმა ჩვენი ნაკრების ლიდერები არამხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც "გამოფიტა"...

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან, მანუჩარ მარკოიშვილთან ინტერვიუ ჩავწერეთ ესპანეთთან მატჩის შემდეგ, რომელიც მანუმ ჩეხებთან მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები თბილისში ოთხშაბათ დილით დაბრუნდა და უახლოეს დღეებში მწვრთნელებისა და კალათბურთელების არაერთ შეფასებასაც მოვისმენთ, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ეპიცენტრიდან "ცხელ გულზე" გაკეთებულ შეფასებებსაც თავისებური ხიბლი აქვს...

- სლოვენიაში ჩვენი გუნდის გამოსვლის შეფასება ისე შეიძლება, რა მხრიდანაც შევხედავთ: ცუდია, რომ ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და რაც შეეძლოთ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს...

NBA-ს მოთამაშეების გამოკლების მიუხედავად, უძლიერეს ნაკრებებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, დასანანი წაგებები გადავიტანეთ...

ამ ეტაპზე მეტი ვერ შევძელით, დანარჩენი კი ხალხმა შეაფასოს...

- საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი მატჩი მოიგო, ბოლო ორ შეხვედრაში კი დიდი ანგარიშით დამარცხდა... ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ გამძლეობა ეყო, გუნდი მხოლოდ მანამდე თამაშობდა?

- არ მიყვარს რაღაცებზე გადაბრალება და თავის მართლება... ფაქტია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ.

ყველა ხედავდა, რომ ეპიზოდებში, როცა დროულად უნდა დავბრუნებულიყავით დაცვაში, მოთამაშეებს ფეხები აღარ მიჰყვებოდათ, მაგრამ ეს მაინც არ არის გასასამართლებელი მიზეზი, გადამწყვეტი მატჩი ასე არ უნდა წააგო!

- მატჩებს სათითაოდ მივყვეთ: პოლონელები რის ხარჯზე დაჯაბნეთ?

- პირველ მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდით. შევეცადეთ, საკონტროლო მატჩებისას დაშვებული შეცდომები აღარ გაგვემეორებინა, პოლონელთა თავდამსხმელებს სივრცე შევუზღუდეთ და ამის გამო თავდასხმაშიც უფრო ლაღად ვთამაშობდით...

ხორვატებთან მატჩშიც თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, თუმცა არა მხოლოდ ბოლო წამებზე, შეცდომები იმ ეპიზოდებშიც დავუშვით, როცა მატჩში გარდატეხა უნდა შეგვეტანა. ბუნებრივია, რომ გამოცდილმა ხორვატებმა ეს არ გვაპატიეს...

- ბოლო წამებზე, როცა ტომიჩმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო, მისი ჯარიმის ხარჯზე შეჩერება ხომ არ აჯობებდა?

- მე კი პირიქით ვიკითხავ - ტომიჩს რომ ვერ ჩაეგდო და ჩვენ მოგვეგო, მაშინაც იტყოდა ხალხი, ჯარიმა უნდა აგვეღოო?! რაკი მოხდა, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო და ახლა სხვა ვარიანტების განხილვა წაგებაში ვიღაცის დადანაშაულება გამომივა...

ბიჭებმა საუკეთესო თამაში ჩაატარეს და ხორვატებს ღირსეულად ვებრძოლეთ. ერთადერთი, ვინც ცუდად ითამაშა, მე ვიყავი. ყველაზე მეტად ამან დამწყვიტა გული.

- სლოვენიასთანაც ბოლო წამებზე დამარცხდით...

- სლოვენია ტურნირის მასპინძელია და ვიცოდით, რომ დახმარება ექნებოდა. მხოლოდ მაყურებელი ეხმარებოდა თუ სხვა ფაქტორებიც, მკითხველმა თავად განსაჯოს. მასპინძლებთან მატჩამდე ერთდღიანი დასვენება გვქონდა და ნაწილობრივ ძალები აღვიდგინეთ, მაგრამ უფრო "გრძელი" სათადარიგოთა სკამის ხარჯზე მასპინძლებმა მაინც გაიმარჯვეს...

ძალიან დასანანი მარცხი იყო, რადგან მოგების რეალური შანსი გვქონდა.

- ჩეხეთთან წაგება მხოლოდ ფიზიკური და მორალური რესურსის ამოწურვის ბრალი იყო?

- ჩეხებმა ჩვენამდე არანაკლებ მაღალ დონეზე ითამაშეს სამი მატჩი. ასე რომ, სისულელეა, თითქოს ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვების. ჩეხებმა ძალიან სწრაფი კალათბურთი ითამაშეს, ორქულიანი დისტანციიდან კი 60 ქულა ჩაგვიგდეს, პირველ შეტევებში 25 ქულა აიღეს...

ეს სტატისტიკაც აჩვენებს, რომ არ გვყოფნიდა ენერგია, დაცვაში დაბრუნება რომ მოგვესწრო და მათ სწრაფ შეტევებს გავმკლავებოდით.

გამძლეობა? ამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს, რადგან, როცა ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ, რესურსი სულ უნდა გქონდეს...

ესპანელებთან მატჩზე კი რა უნდა ვთქვა? დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, ახალგაზრდებმა ყველას აჩვენეს, რომ საქართველოს ნაკრებს ღირსეული მომავალი ეზრდება. იმედია, გულშემატკივარიც დაინახავს იმ დადებით მომენტებს, რაც მე დავინახე პირინეელებთან შეხვედრაში...

- ძირითადმა დატვირთვამ 5-6 მოთამაშეზე კი გადაიარა, მაგრამ... ნაკრები ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული?

- ცდილობთ მათქმევინოთ, რომ ნაკრები გადაღლილი იყო. ასეთ შემთხვევაში ბოდიში და რაღაცებზე გადაბრალება გამომივა. ბიჭები ყველა თამაშში მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ალბათ, ამაზე მეტს ვერ გავაკეთებდით. რომ შეძლებოდათ, ჩეხეთთან მოვიგებდით კიდეც!

თუ არ ხარ მზად, ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა წახვიდე და არც პროფესიონალიზმზე უნდა გქონდეს პრეტენზია! თავის მართლებაზე იოლი რა არის?

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013-ზე

საქართველო-ესპანეთი 59:83 - HASTA LUEGO EUROBASKET

საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]

საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]

საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]

საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

imediani
მანუჩარ მთავარია შეგვიძლია ეს ყველამ ნახა ყველაფერი კარგად იქნება !!! კარგი კაცი ხარ ყველას გენაცვალეთ ბიჭებო!!!
giorgi
მანუ, კაცური კაცი ხარ! შენ და ყველა ჩვენს ბიჭებს დიდი მადლობა თავგანწირვისა და ევროასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისთვის!
murtalo
...დიდი კაცი ხარ მანუჩარ!
ნონი
მაგარი ამბიციები გაქბთ ზოგიერთ ყოყლოჩინებს.დაწყებული კოკოშკოვით და მარკოიშვილით ყველა კალათბურთელს მადლობას ვუხდი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე/ში/ ითამაშეთ. მომავალში გისურვებთ დიდ წარმატებებს.
dzuku
მადლობა ბიჭებს და მთავარ მწვრთნელს...ბოლომდე იბრძოლეს .
სიამსკი
არ გეწყინოთ მაგრამ "ძაან მაგრები" ასე არ თამაშობენ.. ესპანეთთან მოგებას არავინ გთხოვდათ( თუმცა არც ეგ გუნდია აუღებელი ციხე-სიმაგრე)...
ქართველი ადამიანი
დიდი მადლობა მარკოიშვილს და დანარჩენ ბიჭებსაც, ტვაზს ზემოთ მართლა ძალა არ არის და ტრავმებთან ერთად მცირე იღბალიც კი არ დაგვეხმარა სამწუხაროდ... ერთადერთი ვინც ნამდვილად საერთოდ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინი სანიკიძეა, პოლონეთთან თამაშის გარდა არაფერი გამოუვიდა და მეტიც, ბევრჯერ "პიჯონურადაც" დაკარგა ბურთი იმის მაგივრად, რომ 100%-იან სიტუაციაში პასი მიეცა თანაგუნდელისთვის. სანიკიძე ძალიან კარგი და მაღალი დონის კალათბურთელია და მით უმეტეს გასაკვირია მისგან ასეთი თამაში. და ორი სიტყვა კომენტატორებზე: ხუხაშვილზე კომენტარს არ გავაკეთებ, დიდი ხანია ვიცნობთ თავისი ავ-კარგით, ხოლო მეორე კომენტატორი, რომელიც განუწყვეტლად ყვიროდა "ბრწყინვალე მოძრაბა, ბრწყინვალე შესვლა, ჩინებული სროლა...." ბრწყინვალე და ჩინებული ის შესვლაა და სროლაა რომელსაც ქულები მოაქვს და არა ის, როდესაც ფართან მისული ბურთს ვერ ათავსებ კალათში...სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ხშირად ძლიან გამაღიზიანებელი იყო მისი სიტყვები ...
3d
არ უნდა ამას ბევრი საუბარი, ძაან მაგრები ხართ და ეგრე გააგრძელეთ ბიჭებო, და გამარჯვებაც მოვა აუცილებლად.
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში