"რატომ არ ავედი ავტობუსში? მიზეზი მქონდა... დღეს ქართული ფეხბურთი არის იქ, სადაც იმსახურებს კიდეც ყოფნას"

შესაძლოა, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ეროვნული ნაკრებიდან წავიდეს. ასეთი ინფორმაცია საქართველო-ფინეთის მატჩის შემდეგ გავრცელდა.

საფრანგეთთან მატჩისას ხიზანიშვილის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა ბევრს გაუკვირდა, 10 სექტემბერს კი ის 18-კაციან განაცხადშიც არ იყო.

ამაზე თემურ ქეცბაიას მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის დროს ჰკითხეს. პასუხი ასეთი იყო - ის გუნდის ავტობუსში არ ამოსულა, ალბათ, ძირითადში რომ ვერ მოხვდა, ეწყინაო (იხილეთ ვრცლად).

რა გასაკვირია და, გაჩნდა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შესაძლო კონფლიქტის ვერსიაც. ამიტომაც დავუკავშირდით ხიზანიშვილს და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- მას მერე, რაც თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა - ხიზანიშვილი გუნდის ავტობუსში არ ამოვიდაო, გაჩნდა ეჭვი, რომ თქვენსა და მწვრთნელს შორის რაღაც მოხდა. რატომ არ იმგზავრეთ გუნდთან ერთად ავტობუსით?

- ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა. პატარა უსიამოვნებაც ყველა გუნდში ხდება და ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ ის, რომ თითქოს სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა, სიმართლე ნამდვილად არ არის.

- აბა, რა მოხდა?

- ნაკრები მატჩამდე დავტოვე, ხოლო თუ რა გახდა ამის მიზეზი და რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ.

- ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე თქვა - ალბათ, ძირითადში ვერმოხვედრა ეწყინაო...

- ეს მისი აზრია. ფინეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წავაგეთ. მართალია, არ მითამაშია, მაგრამ მეც წავაგე და განადგურებული ვარ. ამიტომ ცხელ გულზე კომენტარისგან ახლა თავს შევიკავებ. არც მინდა, ასეთ მდგომარეობაში დასკვნები გავაკეთო და აღარ დავკონკრეტდები.

განცხადებაში ვიტყვი, თუ რა პრობლემაა და რატომ დავტოვე ფინეთთან თამაშამდე ნაკრები, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ არ ვაპირებ ისეთი რამის თქმას, რაც მორიგ სკანდალსა და უსიამოვნებას გამოიწვევს.

- თამაშზე უნდა გკითხოთ. ციკლიდან ციკლამდე იმედგაცრუება გრძელდება. თქვენი აზრით, 10 სექტემბერს ქართული ფეხბურთის რეალური სახე გამოჩნდა თუ მეტი შეგვიძლია?

- მეტი როგორ არ შეგვიძლია, მაგრამ პოტენციალის გამოვლენას შესაბამისი ხელშეწყობაც სჭირდება.

- შოტლანდიაში, ინგლისში, თურქეთში გითამაშიათ. ამ გადასახედიდან, ჩვენი ფეხბურთი რა მდგომარეობაშია?

- რეალურად თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესი ვითარებაა. ასე ვიტყოდი - დღეს ქართული ფეხბურთი არის იქ, სადაც იმსახურებს კიდეც ყოფნას. სულ ასე არ ხდებოდა? ერთი-ორი მატჩის შემდეგ ვამბობდით, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვქონდა. ბოლო 17 წელია, ამ იმედებით ვსაზრდოობთ.

მესმის, როცა გულშემატკივარი გახარებულია, ესპანეთთან დიდი ანგარიშით რომ არ წავაგეთ, ფრანგებთან ქულა ავიღეთ და ესეც წარმატებაა, მაგრამ მეორე მხარეა - ვართ კი დღეს იმ დონის გუნდი, რომ ფინეთსა და ბელორუსს ვაჯობოთ? ამაში ქეცბაიასა და ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ვლაპარაკობ.

თითქოს, ქვეყანაში ყველანაირ საკითხებს განვიხილავთ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის ადგილი აღარ დარჩა და არც არავის აინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviad
ოო ხიზან ხიზან შენ ეხლა ლომივით არ აბობოქრდე))) კაცო ხიზან, მძიმე მდგომარეობაში კი ხარ ეხლა მარა, აი რატომ უნდა აკეთო ის რაც არაა შენი საქმე? შენ დაცვაში არ უნდა იდგე, მცველს სხვა მონაცემები უნდა, მცველი უნდა იყოს ცქვიტი, სხარტი, უდიდესი კონცენტრირებული და ნერვებით ძლიერი, არასოდეს რომ მოდუნდება, ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ და ა. შ. ასათიანსაც მოსდიოდა დაცვაში შეცდომები ნაკრებში, მაგრამ ენა ვერავის მოუბრუნდა რომ ასკაზე რამე ეთქვათ, იმიტომ რომ ყველამ იცოდა მაგის ბრალი არ იყო დაცვაში რომ დააყენა ჯერ სიომინმა და მერე ქეცბაიამ!! ამას ქვია ფეხბურთელის "დატანჯვა". შნე ხიზან მშვენიერი თამაში შეგიძლია ცენტრში და დაცვის გარეთ, რასაც ქვია თამაშში ფეხის აწყობა და რამე, საკაიფოდ აგორებდი ხოლმე ბურთს განა არ მახსოვს, უფრო თავისულად და სხარტად თამაშობდი ხოლმე, გოლის გატანაც კი მაგრა შეგიძლია. რედინგში რომ შეაგდე მაგას მგონი 10 დან 9 ვერ შეაგდებდა, მიხვდები რომელ გოლზეც გეუბნები. არმენიას 2-1 რომ მოვუგეთ კვიპროსზე აი ის გოლი ავიღოთ, "ძველმა გვარდიამ" რომ დაამუშავა, მშვენივრად ითამაშეთ შენ კობიმ და იაშკამ რა. ოღონდ ამ დაცვაში რა სასწაულებს ახდენ კაცო:))) :DDDDDD ხიზან, ხიზან, დაისვენე შე კაცო და ჩვენც დაგვასვენე რა :)) აბა ამ ნაკრებს "ჯადოს" ვერც შენ მოხსნი და ვერც მე, ხო?.. სასწაულებს კი ახდენ სასწაულებს:)))))))))))) ეჰეჰეეეე :D ხიზან შენი "სასწაულები" კი ნაღდად მოგვენტრება:)))
murtalo
ქეცბაია წაეთრიე კვიპროსში, აკადემია გაქვს მისახედი!
joni
ზურა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა ბოლო თამაშებში და ქეცბაია სწორად მოიქცა რომ აღარ დააყენა ძირითადში
zviad
მე როგორც გულშემატკივარი ვაღიარებ რომ ყენიას მხრიდან არასწორი და უზრდელობა იყო ქეცბაიაზე რომ თქვა ცივი წყალი დალიოსო.. ის სიკეთეც უნდა ახსოვდეს ქეცბასგან როცა დიდი ხნის უთამაშებელი მინდორზე შეუშვა ფსიქოლოგიურად რომ გამოკეთებულიყო. მაგრამ ეს ნაკრები ნაკრებია და ეს არ იყო მიზეზი ყენიას არ გამოსაძახებლად, მითუმეტეს "კარის ჩაკეტვის". ღმერთს რომ ვეხვეწებით ერთი ქინქლაძის ნაირი კიდე მოგვეცი რა იქნებაო, ქინქლაძეს თუ არა აი ტალანტებს ჯანოს, ყენოს, ოქრიას თუ ჭანტურიას ღმერთი გვაძლევს ჩვენ და ხელის კვრა არ შეიძლება.. ქინქლაძეს რომ დასაჭერად დასდევს მთელი საქართველო ნიჭი გაფლანგაო, ეგეთივე დასაჭერია ის ვინც ამ ტალანტებს "გააფუჭებს" ან ხელს კრავს.. ნაკრებს დააკლდა და საქართველო დაზარლდა მაგით. დროზე უნდა მოხდეს შერიგება და მორიგება..
odala
ნაღდად არ მაინტერესებს რა აქვს სათქმელი. ნამუსიანი კაცი აქამდე თავად წავიდოდა ნაკრებიდან იმდენი შეცდომების მერე.
vako
სწორი გადაწყვეტილება იყო რომ განაცხადშიც ვერ მოხვდა.საჯარიმოდან ბურთის გამოტანა რომ არ იცის მცველმა იმას ნაკრებში რა უნდა საერთოდ აქამდეც უნდა ამოეგდოთ ნაკრებიდან მე თუ მკითხავთ.
zj
აუ წადი რა ხიზან, სულ შენი შეცდომების გამო არ ვუშვებთ გოლებს? ლომაიაც შენ დაამტვრიე
თემური
ფულის გადახდას ხომ არ ითხოვდა?
ქართველი ადამიანი
ხიზანიშვილის სიტყევბთან არანაირი საყვედური არ მაქვს, საკმაოდ თავშეკავებული და კორექტულია და ნამდვილად ვაფასებ მის ტაქტს. მაგრამ ფეხბურთში ცოტათი მაინც ჩახედულმა ადამიანმა (ვგულისხმობ სტატიის ავტორს) როგორ უნდა დაწეროს "საფრანგეთთან მატჩისას ხიზანიშვილის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა ბევრს გაუკვირდა," - ო. ზურას ინდივიდუალური შეცდომების გამო რამოდენიმე მატჩში რამოდენიმე გოლი გავუშვით და.... მე არ აქ არ ვაფასებ არ გუნდს მთლიანად და არც მწვრთნელს, ესდ ხვა თემაა, საუბარია მხოლოდ ხიზანიშვილზე, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს, მაგრამ რეალობა რეალობაა...
zaza
რაც საქმეა და გასაკეტებელია იმაზე ილაპარაკეტ,დგეს ქარტული პეხბურტი უმდზიმეს მდგომარეობასჰია და არავინ ყურადგებას არ აქცევს და კიდიათთთთ,ამაზე ილაპარაკეთ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია